 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 5 ოქტომბერი, 2018 |
(ეძღვნება ანა მიქაძე-ჩიკვაიძეს)
არ ჰგავხარ ნეკნიდან ნაკვეთ ქალს, თიხას შენს დაკრულზე ამღერებ! რასაც ხელი ჰკიდე - გაკეთდა, უკმარისობამ თქვა - რა მერე?.. არ გცნო ამკრძალავმა ნიშანმა, ჩარჩოში ვერაფრით თავსდები. დრომ იცის, როდის რა გიშავდა, შენი დაცლითა თუ ავსებით. განსაცდელს, საცთურს და სალაღოს კარს უღებ, ისტუმრებ ფანჯრიდან. რა სუსტი, რის სუსტი, აბა, ჰო, მთას დაძრავ, მიზანს თუ დაჭირდა! ის კი, შენი ჭურჭლის შემქმნელი, გიცქერს, გაკვირდება მაღლიდან. ნუთუ ყველაფერი შენ ქენი, ერთში ორ ცხოვრებად რაც ღირდა?..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ქალბატონ ანა მიქაძეს რომ გაეხარდება, ისეთი ლექსია... საოცრად ნიჭიერი ადამიანია, მე არ ვიცი მეორე ასეთი ადამიანი, ვინც შეძლო ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ სამეურნეო თუ ტექნოლოგიურ სფეროში ამდენისთვის მიეღწია. ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერი გამოსდის ხელიდან, იმიტომ რომ აქვს ღრმა განათლება, ინტერესების დიდი სფერო და რწმენა რომ ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. დაუღალავია, ძალიან მაგარი ქალია.
ღმერთმა ხელი მოუმართოს. ამინ.
ქალბატონ ანა მიქაძეს რომ გაეხარდება, ისეთი ლექსია... საოცრად ნიჭიერი ადამიანია, მე არ ვიცი მეორე ასეთი ადამიანი, ვინც შეძლო ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ სამეურნეო თუ ტექნოლოგიურ სფეროში ამდენისთვის მიეღწია. ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერი გამოსდის ხელიდან, იმიტომ რომ აქვს ღრმა განათლება, ინტერესების დიდი სფერო და რწმენა რომ ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. დაუღალავია, ძალიან მაგარი ქალია.
ღმერთმა ხელი მოუმართოს. ამინ.
9. “ხეთა“-სთან თუ ჰქონია რაიმე შეხება ? მგონი ვიცნობ
თუმცა ამასწინათ რაღაც დებატებში იყო ტელევიზიაში, მაგრამ საერთოდ ვერ მივამსგავსე ჩემ ნაცნობ ანა მიქაძეს “ხეთა“-სთან თუ ჰქონია რაიმე შეხება ? მგონი ვიცნობ
თუმცა ამასწინათ რაღაც დებატებში იყო ტელევიზიაში, მაგრამ საერთოდ ვერ მივამსგავსე ჩემ ნაცნობ ანა მიქაძეს
8. მუხა, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ფეისბუქზე დებს თავის ნაწარმოებებს, აქვს არაჩვეულებრივი "ფერმერის დღიურები", რომელიც ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ აპირებს, მე წავიკითხე მისი ჩანაწერები რადიოში და ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა...ყველს რაც შეეხება, სუპერმარკეტებში, გუდვილში შეგიძლიათ მოიკითხოთ სახელწოდებით "თელეთის სენე", თუ სწორად მახსოვს... მუხა, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ფეისბუქზე დებს თავის ნაწარმოებებს, აქვს არაჩვეულებრივი "ფერმერის დღიურები", რომელიც ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ აპირებს, მე წავიკითხე მისი ჩანაწერები რადიოში და ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა...ყველს რაც შეეხება, სუპერმარკეტებში, გუდვილში შეგიძლიათ მოიკითხოთ სახელწოდებით "თელეთის სენე", თუ სწორად მახსოვს...
7. კარგი მიძღვნაა , მაგრამ არ ვიცნობ როგორც პოეტს , პროზაიკოს, ყველის დედად წოდებულის ყველის გემოსაც, თუმცა ლექსის ავტორის მჯერა. სად და როგორ შეიძლება წაკითხვა ან ყველის შეძენა? კარგი მიძღვნაა , მაგრამ არ ვიცნობ როგორც პოეტს , პროზაიკოს, ყველის დედად წოდებულის ყველის გემოსაც, თუმცა ლექსის ავტორის მჯერა. სად და როგორ შეიძლება წაკითხვა ან ყველის შეძენა?
6. ამ ლექსის ადრესატი, ანა მიქაძე არის ფილოლოგი, აიტი ტექნოლოგიების პირველი დამნერგავი საქართველოში, ყველის მკვლევარი, ყველის დედად წოდებული, ფერმერი, პოეტი და პროზაიკოსი, ერთი სიტყვით, ერთ ცხოვრებაში სამი ქალის ცხოვრების ჩამტევი, უსაშველოდ განათლებული, ყველა დროსა და სიტუაციაში თავის უფალი და ჩემი მეგობარი! :) ამ ლექსის ადრესატი, ანა მიქაძე არის ფილოლოგი, აიტი ტექნოლოგიების პირველი დამნერგავი საქართველოში, ყველის მკვლევარი, ყველის დედად წოდებული, ფერმერი, პოეტი და პროზაიკოსი, ერთი სიტყვით, ერთ ცხოვრებაში სამი ქალის ცხოვრების ჩამტევი, უსაშველოდ განათლებული, ყველა დროსა და სიტუაციაში თავის უფალი და ჩემი მეგობარი! :)
5. ფორმალურად ჩვეულებრივ "თანანურად" კარგია :) სხვა მხრივ მიძღვნის შეფასება ცოტა არ იყოს ჭირს და მგონი "სხვა"-ში ჯობია ხოლმე დადება... ფორმალურად ჩვეულებრივ "თანანურად" კარგია :) სხვა მხრივ მიძღვნის შეფასება ცოტა არ იყოს ჭირს და მგონი "სხვა"-ში ჯობია ხოლმე დადება...
4. ეს ლექსი მომეწონა,,,,,,,,,,, ეს ლექსი მომეწონა,,,,,,,,,,,
3. გამიჩნდა ამ ხელოვანის გაცნობის სურვილი. გამიჩნდა ამ ხელოვანის გაცნობის სურვილი.
2. ძალიან ლამაზია ! <3 +2 ძალიან ლამაზია ! <3 +2
1. ვაჰ :)
დღეს ეს ლექსი ქალბატონ ანასთან წავიკითხე , ავტორი არ იყო მინიშნებული და რატომღაც გამეფიქრა, თანანას ხელწერაა-თქო :)
როგორი ზუსტი შტრიხები და მუხტია ანა მიქაძე -ჩიკვაიძის პორტრეტისთვის.
ვაჰ :)
დღეს ეს ლექსი ქალბატონ ანასთან წავიკითხე , ავტორი არ იყო მინიშნებული და რატომღაც გამეფიქრა, თანანას ხელწერაა-თქო :)
როგორი ზუსტი შტრიხები და მუხტია ანა მიქაძე -ჩიკვაიძის პორტრეტისთვის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|