ოლის ოჯახი ძალიან უყვარდა,თუმცა სულ რაღაცაზე ყოყმანობდა,შეცდომებს უშვებდა და იტანჯებოდა.თავიდან ძალიან უყვარდა ქმარი,ორი შვილიც სიხარულით გააჩინა.მოგზაურობდნენ,კინოში დადიოდნენ,მეგობრების გარემოცვაში იყვნენ და ერთმანეთსაც კარგად ეწყობოდნენ. მაიკი მხიარული და მოსიყვარულე იყო,თუმცა უამბიციო,მარტივი ადამიანი,რომელიც მინიმუმით კმაყოფილდებოდა.არასდროს იფიქრებდა უკეთესობისკენ გადაედგა ნაბიჯი,შეეძლო მხოლოდ ოლის სიყვარულით ყოფილიყო ბედნიერი,მეგობრებთან ერთად ვისკი დაელია და ეროვნული ხასიათის საუბრები გაემართა. ყველაფერი ასაკთან ერთად მოსაბეზრებელი გახდა,მაიკს ხასიათი უფრო დაუმძიმდა,დეპრესიული,თავის თავში ჩაკეტილი,ფიცხი,ზოგჯერ პირიქით უემოციო გახდა.პერიოდული გამონათებები ქონდა,უცებ გადაწყვეტდა ვარჯიშს,ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად,სატრენაჟორო დარბაზში იწყებდა სიარულს და ახალ მეგობრებთან ერთად კარგად ერთობოდა,სანამ ესეც არ მობეზრდებოდა.ზოგჯერ მედიტაცია-თერაპიებზეც დადიოდა, ჭკუას არიგებდა ოლის და ბავშვებს,თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა რომ იყოს ბედნიერი და წარმატებული. ბავშვებს მამა ძალიან უყვარდათ,მაიკი სითბოს არასდროს აკლებდა შვილებს,პატრიოტულ სწავლებებსაც დიდი სიყვარულით უნერგავდა თავში.ბოლო პერიოდში,ყველა მეგობარს ჩამოშორდა,ვისაც მისნაირი ინტერესები არ ქონდა და სხვა რამით იყვნენ დაინტერესებულნი, კოსმონავტებს ეძახდა,არაფრის აზრზე არ არიანო,არარეალური ცხოვრებით ცხოვრობენო. ოლი ბავშვების მომავალზე ზრუნავდა,კანიდან ძვრებოდა,მათთვის არაფერი დაეკლო.ყველგან დაჰყავდა,კალათბურთზე,ჭადრაკზე,ხატვის გაკვეთილებზე,სპექტაკლებშიც კი ღებულობდნენ ბავშვები მონაწილეობას.მთელი დღე მათ სამსახურში იყო,საკვების კონტეინერებით გადარბოდა ერთი ქუჩიდან მეორეზე. მაიკი სამსახურიდან მოსვლის შემდეგ სახელოსნოში მუშაობდა,ხელსაქმე კარგად გამოსდიოდა,ოლის დასახმარებლად,სადილის და ვახშმის მომზადებაც კი შეეძლო.ეს ადამიანი ყველასთვის საოცნებო მამაკაცი შეიძლებოდა ყოფილიყო მაგრამ არა ოლისთვის. ოლი მას ვერ პატიობდა ერთფეროვან ცხოვრებას.როცა რამეზე გაებუტებოდა,ტირილს იწყებდა,მოთქვამდა,მაიკი კი ამშვიდებდა – „კარგი საყვარელო,ყველაფერი კარგად იქნება,გული არ გაიტეხო,ღმერთი ჩვენთანაა“ - ან კიდევ - „შეხედე სხვებს,როგორ ცხოვრობენ,ჩვენ ყველაფერი გვაქვს,ზედმეტი არაფერი გვჭირდებაო.'' ეს ყველაზე დამამცირებელი სიტყვები იყო ოლისთვის,ქალისთვის,რომელმაც თავისი ოცნებები შეწირა მაიკის სიყვარულს,მან ისიც კი არ იცის,როგორ დაამშვიდოს,არც კი იცნობს. ოლის ბევრჯერ უთქვამს,მისი უბრალოების გამო მძულს საკუთარი თავიო.მესმის,ჯობია გძულდეს ის, იმის გამო რომ ვერ ეწევი მის ამბიციებს, ვიდრე საკუთარი თავი,იმის გამო რომ ის ვერ ეწევა შენს ამბიციებს. ხშირად გვილაპარაკია მე და ოლის,რამდენად გვეხმარება რწმენა ვიყოთ ბედნიერები. ამის მაგალითია მაიკი,უყვარდა უპირობოდ,ოჯახი მისი სიმდიდრე იყო და ამაყობდა ამით. ოლივია ზედმეტად ჭკვიანი იყო,მას რომ ყველაფერში აჰყოლოდა,ის ცეცხლი,რომელიც ჯერ კიდევ ენთო მის სულში,მალევე ჩაქრებოდა.ამიტომ ეძებდა სტიმულს ყველაფერში,წიგნში, ფილმში,ადამიანებში,სამსახურში,მაგრამ სულ ტყუილად,ერთადერთი რამ, რაც მას მოწყენილობისგან იხსნიდა,ვარსკვლავ ბიჭუნასთან ურთიერთობა იყო,რომელიც სულაც არ იქნებოდა მისთვის ბედნიერების მომტანი,მაგრამ უნდოდა კი ოლის ბედნიერება?ეძებდა ის ბედნეიერებას?არა!რა თქმა უნდა,არა!ის ეძებდა ახალს,უნიკალურს,მიუღწეველს,გადაულახავ სირთულეს,რომელიც ამ შემთხვევაში ნიკ ო'კონორთან ურთიერთობისას იქმნებოდა. ვფიქრობ,ოლი ძალზედ მარტოსული ადამიანი იყო,ის კი არ გაურბოდა მარტოობას,მას სჭირდებოდა მარტოობა, ოჯახისგან თავის დასაღწევად. ტეხასის შტატში ბაიკერთა რამოდენიმე დაჯგუფება იყო,ერთერთის წევრი იყო ნიკ ო'კონორი.ამავე შტატში მომხდარი მკვლელობის შემდეგ,სხვადასხვა ქალაქებში მოტოტიკლისტებს სასტიკად უსწორდებოდნენ.დაძაბულობა იყო ყველა კლუბში,საქმის გასარჩევად შეხვედრებს აწყობდნენ და ხშირად სისხლიან ბრძოლაში გადაიზრდებოდა ხოლმე, ვერ იყოფდნენ ტერიტორიებს, სადაც შეძლებდნენ სხვადასხვა უკანონო ბიზნესის რეალიზაციას. ნიკს ეს ამბავი ნაკლებად აღელვებდა,მას არც ბიზნესი აინტერესებდა,არც ფული და არც ტერიტორიები,მითუმეტეს ნარკოტიკი.სასტიკად არ უყვარდა ტვინგახურებული, უუნარო,ნარკოტიკზე და კაიფზე დამონებული ადამიანები,რომლებიც ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები,ოღონდ ერთი აბი,ან ერთი გრამი მიეღოთ.რა თქმა უნდა ისიც კაიფობდა,მაგრამ იმისთვის,რომ დროებით თავი უკეთ ეგრძნო და არა იმისთვის, რომ ამ მართლაც ყოვლისშემძლე საშუალებას დამონებოდა.როგორც მივხვდი, ის არავის და არაფერს დაუხრიდა თავს.ჭკვიანურია,ვერაფერს იტყვი! რა თქმა უნდა, ო'კონორი პირადად არცერთ დანაშაულებრივ საქმეში არ ყოფილა გარეული, თუმცა, ამ დაძაბულობამ მის ფსიქიკაზე საგრძნობლად იმოქმედა.ბაიკის ჩანთის ჯიბეში ელექტრო შოკი მუდამ თან ჰქონდა,მას შემდეგ რაც თავისი კლუბის წევრი, სხვა კლუბის წევრთან შეკამათების დროს დაიჭრა.ამას მოჰყვა საქმის გარჩევები,მუქარის წერილები,დაშინებები და სხვა ფსიქოლოგიური ზეწოლები. ვერ ვიტყვი რომ ო'კონორი ბედნიერებისთვის იბრძოდა,მაგრამ სიამოვნებისთვის კი უბრძოლია.კლუბი,მუსიკასთან და სექსუალურ კავშირებთან ერთად მის შავ-ბნელ მხარეებს ერთმანეთთან აკავშირებდა და იგი ამ ყველაფერზე ძლიერი ხდებოდა.ყოველი არჩეული გზა, სიამოვნებისკენ მიდრეკილი,არასდროს მიაჩნდა სისუსტედ,იმიტომ რომ მოტივი თავიდანვე სხვა რამ იყო,დემონური ძალები,,მუსიკა,ადრენალინი,ნარკოტიკი მცირე დოზით,სექსი,ტატუ,იმიჯი,ჩაკეტილობა,მკაცრი და ინდეფერენტული გამომეტყველება,უნდობლობა,სილამაზე,სინაზე,სიმამაცე და სხვა ბევრი გამორჩეული თვისებებები,მას უსაზღვროდ ძლიერს ხდიდა.ამ თვისებებთან კი კონფლიქტში მოდიოდა,სიყვარულის წყურვილი,გახსნილობა,სხვისი გულწრფელი დამოკიდებულება მისი შინაგანი ბუნების მიმართ,ადამიანების ნდობა,ნერვიულობა,დაძაბულობა,ახლობლების სიყვარული და ა.შ. ოლი მას კარგად არ იცნობდა,თუმცა მისი ამოცნობა შეეძლო.იმიტომ კი არა რომ ბევრს იცნობდა ასეთს,არა,ასეთი არავინ იყო.უბრალოდ ექვსი წელი უსმენდა მის მდუმარე ხასიათს,ის არ ლაპარაკობდა,მხოლოდ ფრაზებს ისვროდა,ზოგჯერ მტკივნეულს.ოლი არ ნებდებოდა,მაინც წერდა დიდ ტექსტებს,ცდილობდა წყობიდან გამოეყვანა,მისი ფილოსოფიური აზრებით.ის კი დასცინოდა,ლანძღავდა,არ მაინტერესებსო ეძახდა.თუმცა,ოლი არ მოითმენდა,გულის სიღრმეში რომ სცოდნოდა ოკონორი რეალურად ასეთი იყო.ოლი არ იყო ის,ვისაც ყველაფერს ეტყოდი და მოუგებდი,იგი მაშინ მოიგებდა, როდესაც მის გულში დაიმკვიდრებდა ადგილს. არაფერი შეგეშალოთ,ის არ ცდილობდა ვინმეზე მაღლა დადგომას,უბრალოდ არ შეეძლო,ვინმეს უსიყვარულობა.იქამდე არ მოისვენებდა ,სანამ მის კეთილგანწყობას არ მოიპოვებდა და მას თავს არ გააცნობდა. მახსენდება ჯონ ფაულზის „კოლექციონერი“,როცა გამტაცებელს სჯერა, რომ მსხვერპლს ის შეუყვარდება,თუ მასთან ურთიერთობის და გაცნობის საშუალება მიეცემა.არასწორია,ყოველგვარ მორალურ კანონს ეწინააღმდეგება,არ შეიძლება ძალადობა,არ შეიძლება პეპელასავით გამოამწყვდიო შენი სიყვარული და ელოდო,როდის შეგიყვარებს.ოლიმ ო'კონორი სოციალურ ქსელში გამოამწყვდია და ცდილობდა მისი ნებისყოფისთვის თავი აეხადა. მთავარი,რაც უფრო უახლოვდებოდა,მით უფრო თბებოდა,მომყოლი ხდებოდა ნიკი,ოლი მის ყველა ნათქვამს ფაქიზად ეკიდებოდა,არ ედავებოდა,იცის გაბრაზდებოდა,ცდილობდა დიალოგი შემდგარიყო მათ შორის,თუმცა დარწმუნებული არ იყო,მისი მშვიდი ხასიათით რამდენ ხანს შეინარჩუნებდა. ო'კონორს მრავალფეროვნება უყვარდა ურთიერთობაში,ვინ თქვა რომ, რადგან დომინანტია ბუნებით,ოლი მის ყველა სურვილს შეასრულებდა და ის კმაყოფილი დარჩებოდა?არა,მას ძლიერი ქალები მოსწონდა,მძაფრი და წინააღმდეგობრივი ურთიერთობები,ოღონდ ეს ფაქტი, მისი სიძლიერის მასტიმულირებელი უნდა ყოფილიყო. ნიკ ოკონორს კიდევ დავუბრუნდებით,მთავარი ის არის რომ ფაქტობრივად, ამ ადამიანის შესახებ არაფერი ვიცით, მაგრამ მისი პიროვნების შესახებ დაწყებული თხრობა არ მთავრდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა ნეფერტარ:)))) ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონათ <3 მალე იქნება,ალბათ ორი ერთად:) მადლობა ნეფერტარ:)))) ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონათ <3 მალე იქნება,ალბათ ორი ერთად:)
6. უფ, იჯექი და ელოდე ახლა როდის გაგრძელდება... ვზუზუნებ. 5.
უფ, იჯექი და ელოდე ახლა როდის გაგრძელდება... ვზუზუნებ. 5.
5. საინტერესო ადგილას შეწყდა. საინტერესო ადგილას შეწყდა.
4. მადლობა ენ:) სულიერი მონსტრების სამყაროა:))) <3 მადლობა ენ:) სულიერი მონსტრების სამყაროა:))) <3
3. ყველაზე მეტად ეს თავი მომეწონა <3 და ოლი ! გული მიგრძნობს ,ძალიან მაგარი ვინმეა :) +
ყველაზე მეტად ეს თავი მომეწონა <3 და ოლი ! გული მიგრძნობს ,ძალიან მაგარი ვინმეა :) +
2. დიალოგების გარეშე მეც გამიჭირდა :))) მაგრამ ახალ პერსონაჟს ცოტა დრო დავუთმე,თუმცა მგონი ძალიან საინტერესო ტიპია და მომიწევს ისევ დავუბრუნდე:)))) მადლობა უღრმესი ძვირფასო სერენა :) <3
დიალოგების გარეშე მეც გამიჭირდა :))) მაგრამ ახალ პერსონაჟს ცოტა დრო დავუთმე,თუმცა მგონი ძალიან საინტერესო ტიპია და მომიწევს ისევ დავუბრუნდე:)))) მადლობა უღრმესი ძვირფასო სერენა :) <3
1. უფ რა კარგად იკითხება ეს თავი, დიალოგებზე კი დამწყდა გული, მომწონს მათი სტრუქტტა შენს ნაწერში, მაგრამ მათ გარეშეც რა ყოჩაღად გაგირთმევია თავი. ერთი შენიშვნაც არ მაქვს. ასე განაგრძე ! +5 უფ რა კარგად იკითხება ეს თავი, დიალოგებზე კი დამწყდა გული, მომწონს მათი სტრუქტტა შენს ნაწერში, მაგრამ მათ გარეშეც რა ყოჩაღად გაგირთმევია თავი. ერთი შენიშვნაც არ მაქვს. ასე განაგრძე ! +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|