ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პროზა
21 ოქტომბერი, 2018


ბოტკინიანი ფოთლები

ისევ მარტო ვარ და ეს შემოდგომაც წინის მსგავსია,ისევ იქავებენ ხეები ბოტკინიან ფოთლებს,ვერ წავედი იმ ადგილას სადაც სიმშვიდის ზენიტია,ვეღარ ვიპოვე... ალბათ ადამიანებმა იპოვეს და დაატყვეს კვალი,კარგად გამოსდით ყოველი მშვენიერის დანგრევა...
ისევ მარტო ვარ და ვერავინ ხვდება თუ რატომ,რეალურად არც ვინმეს ადარდებდეს მგონია,უბრალოდ გამოხატვის ფორმაა ფსევდო,რაღაცნაირი. წვიმაში ხეტიალზეც ავიცრუე გული,ყველა ფეხს მაბიჯებს და მთელავს,ავი თუ კარგი,სენია ალბათ რაღაც,თორემ ვის რას ვუშავებ,ჩემთვის დავდივარ ქუჩებში,სადაც ერთხელ მაინც ვინმეს გულიანად უტირია ან უცინია...
ისევ მარტო ვარ,მარტივით,უბრალოდ მისგან განსხვავებით ჩემს ცრემლებს არავის ვაჩვენებ,არაა ლამაზი ისეთი რამის გამხელა,რასაც ვერ გაიგებენ,ძნელია ცოტა,თუმცა შეგუებადი...
ისევ მარტო ვარ,ეს ოხერი ფიქრი ხომ ვერ ამოვიგდე თავიდან,რას გადამეკიდა,ხომ შეიძლება ცოტაოდენი გიჟობა მეც ჩავიდინო,განა რა დაშავდენა,სულ პატარა,გავხალისდები მეც,მე ხომ მარტო ვარ და მჭირდება საარსებოდ...
ისევ მარტო ვარ,არადა არაფერს ვაშავებ თითქოს,გულახდილობას დანაშაულად აღმიქვამენ,არავის სჭირდება შენი სიმართლე,ვერც ვიტყუები,შემეძლოს მაინც,ჩემზე ბედნიერი არსება ვერ იქნება,ყველას შევუყვარდებოდი,ყალბად,მაგრამ მაინც...
ისევ მარტოები ვართ მე და ჩემი განზომილება,სადაც არავინაა,გარდა ჩემი წარსულისა და ბინდიანი მომავლისა,სილუეტებში რომ ვერ აღვიქვამ,თუმცა რა აზრი აქვს...
ისევ მონოლოგი მაქვს,ისევ ბოტკინიან ფოთლებთან და ისევ შემოდგომით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები