 | ავტორი: ფრიდონი ჟანრი: პროზა 9 ნოემბერი, 2018 |
1 დაბადება
შორს... მივიწყებულ, უფრო ზუსტად არასდოს გახსენებულ ზღვაში არავინ იცის საიდან, მაგრამ კუზიანი კაცის ქანდაკება იყო ჩაძირული. ამ საცოდავ კუზუკას, ვითომ თავის გაჭირვება არ ყოფნიდა, ჩვენს მოქანდაკეს ზურგზე ჩანთაც მიეწეპებინა, თანაც სად არ წაგვიყვანს ფანტაზია და ჩანთა ქვებით იყო სავსე. (ეტყობოდა.... (ისე ჩვენში რომ ვთქვად ჩანთაც ქვის იყო (შეამჩნევდით ალბათ)))...ამ კაცის დაღლილი მზერა ჩანთისკენ იყო მიმართული სიმძიმისგან წელში მოხრილს (არამარტო სიმძიმისგან) დაძარღვული კისერი, შეძლებისდაგვარად, მიეტრიალებინა ამ დამღლელი ტვირთისკენ, თითქოს მარჯვენა ხელით მის მოცილებას ცდილობდა,მის მოშორებას, მისგან გაქცევას. ხელი გულმკერდის შემოვლით მარცხენა მხრიდან ებრძოდა ჩანთას, არადა მისი მარჯვენა მხრის მოყვანილობას თუ დავაკვირდებოდით ზედა კიდურის უბრალო დაშვება,მოდუნება და ჩანთის მოსაკიდი ადვილად, თავისით, ძალისხმევის გარეშე ჩამოუცურდებოდა მხრიდან. ფეხები ან დროს გაექრო ან ზღვის ეროზიულ მოქმედებას, ანდაც უმოქმედობას, ნუ ფაქტია არ ქონდა. ამას, რა თქმა უნდა, თევზთა უხუცესი ვერ ამჩნევდა, ფეხი არც ენახა არასდროს ზღვის ჯურღმულებში.. მაგრამ ახალგაზრდა თევზებს ეჭვები ქონდათ, რადგან ისინი ხშირად ხედავდნენ გახრწნილ ადამიანებს რომელნიც ზღვაში ჩაძირულიყვნენ... უგრძნობი სხეულები თევზთა ბაზრობის გასასვლელებში იყიდებოდა, ბავშვთა მისაზიდათ, გასაბერი ბუშტებივით ქვებზე გამოებათ, რომ არ გაფრენილიყვნენ... . ხოდა იქიდან გამომდინარე რომ ეს სათამშო ადამიანები ძლიერ გავდნენ ამ ქანდაკებას, ლიფსიტები ეჭვობდნენ რომ ფეხები მასაც უნდა ქონოდა...
პ.ს. გთხოვთ მითხრათ გავაგრძელო თუ არა?? (ღირს თუ არა?) მართლა მნიშვნელოვანი თქვენი შეფასება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. შენ შემოგევლე... :))) მაინც დავწერ :))) ახლა შუალედურები მაქვს მოვრჩები და დავწერ... ჯიბრზე დავწერ.. :))) შენ შემოგევლე... :))) მაინც დავწერ :))) ახლა შუალედურები მაქვს მოვრჩები და დავწერ... ჯიბრზე დავწერ.. :)))
6. მორიგი გენიოსი... თქვენი სია უნდა გავაკეთო რო, ღმერთმა ნუ ქნას, რიგით მოკვდავებში არ ამერიოთ რომელიმე.
მორიგი გენიოსი... თქვენი სია უნდა გავაკეთო რო, ღმერთმა ნუ ქნას, რიგით მოკვდავებში არ ამერიოთ რომელიმე.
5. მადლობა რომ წაიკითხეთ.. <3 ნიკი მაგ დროს ეგოს ეძინა ახლა უკვე მაღიარა ეგომ.. აღიარა ჩემი გენია ამიტომ მაინც გავაგრძელებ <3 მადლობა რომ წაიკითხეთ.. <3 ნიკი მაგ დროს ეგოს ეძინა ახლა უკვე მაღიარა ეგომ.. აღიარა ჩემი გენია ამიტომ მაინც გავაგრძელებ <3
4. მადლობა რომ წაიკითხეთ.. <3 ნიკი მაგ დროს ეგოს ეძინა ახლა უკვე მაღიარა ეგომ.. აღიარა ჩემი გენია ამიტომ მაინც გავაგრძელებ <3 მადლობა რომ წაიკითხეთ.. <3 ნიკი მაგ დროს ეგოს ეძინა ახლა უკვე მაღიარა ეგომ.. აღიარა ჩემი გენია ამიტომ მაინც გავაგრძელებ <3
3. არა, არ ღირს ჩემი აზრით არა, არ ღირს ჩემი აზრით
2. რომ გავიგოთ ღირს თუ არა, აუცილებლად უნდა დაწერო უფრო მეტი. წარმატებას გისურვებ , ფრიდონ ! რომ გავიგოთ ღირს თუ არა, აუცილებლად უნდა დაწერო უფრო მეტი. წარმატებას გისურვებ , ფრიდონ !
1. მოკლე ნაწერია იმისთვის, რომ თქვა რამე. კუზუკა რა არის?) გეთქვა კუზი. მოქანდაკე არ აწებებს.
მაიტა მეორე და მერე ვთქვათ. მოკლე ნაწერია იმისთვის, რომ თქვა რამე. კუზუკა რა არის?) გეთქვა კუზი. მოქანდაკე არ აწებებს.
მაიტა მეორე და მერე ვთქვათ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|