ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოლიაძე
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2018


* * *

ფერადი ფიფქი ფარავდა ფიქრებს,
ფიფქები ფარულ ფანდებზე ფიქრობს,
ვერნაყვავილევ ნამტირალ იებს,
დედის ცრემლები ადვილად იცნობს.

გალესილ წვიმას დაჰქონდა დარდი,
აპრილის ლურჯი ოცნების გზაზე
და იდგა ობლად დაჭრილი ვარდი,
დაჭრილი ვარდი, ეკლებით სავსე.

დაჰქონდა ზეცა გვირილის ფერებს,
ნაფერებ სიტყვებს ახშობდა წვიმა,
ფარული ფანდით, დაფარულ ფიქრებს,
ფიფქების გარდა ვერავინ მიხვდა.

და გულის სარქველს, ნაჭდევით სავსეს,
კემსავდა დილა დაღალულ სახით,
ნავერყვავილევ იასამნებზე,
წერდნენ და წერდნენ უბრალო კალმით.

დავთარში მშვიდი სიზმრები მედო,
ალალაგ რუხი სჭარბობდა ვარდებს,
შიშველი მზისგან ყვითელი ეზო,
უკითხავს ჩრდილში ეზოპეს ზღაპრებს.

ფარული ფანდი ფარავდა ფიქრებს,
ფერადი ფიფქი ფიფქებზე ფიქრობს,
ვერნაყვავილევ ნამტირალ იებს,
დედის ცრემლები ადვილად იცნობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები