ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2018


ღამე და მე

ღამე და მე

იცი როცა შენზე ვფიქრობ სული ხარობს, დარდი ქრება
მთვარე ვარსკვლავთ ცვენას მიძღვნის, დღე კი ფერთა წვეულებას
აღმაფრენის ცრემლთა ცვენა გადამაძრობს სევდის საბანს,
ფლორას ესმის ჩვენი ენა, აი სიოც გაინაბა
ლოცვის წიგნი გამოვნახე, დებისაგან დამტვერილი
მსურს რომ ყველა ლოცვა გითხრა, რაც კი მქონდა გაცდენილი
გესმის ყველა ჩემი სიტყვა, გრძნობითაა განმსჭვალული
ყველა ფიქრი იმად იქცა რასაცა გრძნობს ჩემი გული
ეს დრო ღმერთო ფუჭად ვლიე და უსაქმოდ გავატარე
ოცნებები მუჭა მუჭად სევდის ნიავს გავატანე
აჰ! იმ წამებს ვინ დაითვლის, უაზროდ რომ ვტანჯე სული
ან ვნებებზე დანებებას, მათ წამართვეს  სიყვარული
ვინ ამჩნევდა ჯოჯოხეთის გამეფებას ჩემს თვალებში
როცა სულის მოკვლა მსურდა, დატოვება მხოლოდ ლეშის
ხედავთ კია მადლის ნაცვლად გული ჩალით ამოვავსე
ან არ გიკვირთ ხალხო როგორ გავიმეტე თავი ასე?!
მახსოვს ბაგე, თქვენი ბაგე, ბოღმისაგან მოძაგძაგე
უსასოოთ მიგდებული ყველას თვალწინ რომ მაძაგეთ.
მე გიხმობდით საშველად და თქვენ კი რისხვით გამაწამეთ
ამიტომაც მარტოობა მსტუმრობს ხოლმე ყოველ ღამე...

პ.ს. შემინდე მეფეო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები