ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯონიკა
ჟანრი: იუმორისტული
15 ნოემბერი, 2018


წერილი(მეოთხე) ნ-ი-კ-ი-ს.

გამარჯობა, ნიკ!


იცი, ამდენ ხანს წერილი რატო აღარ მოგწერე? აი, მესამე წერილზე რო არ მიპასუხე, ვიფიქრე, იქნება ნიკის ჩემი ძაღლური ამბები სულაც აღარ  აინტერესებს-მეთქი. მერე ტენდიმ მითხრა, არაო, ნიკის აინტერესებს, მაგრამ ბევრი საქმე ჰქონდა და ვერ გიპასუხაო, ამიტომ. აბა, მარტო იმას ჰომ არ მოგწერდა "ჯონიკა, შენი წერილი წავიკითხეო" .  დიდი წერილების დაწერას კიდევ, ბევრი დრო უნდაო.  აი, ამიტომაც ვერ გიპასუხაო.

ჰოდა, ნიკ, მე და შენ ხომ ძმაკაცები ვართ და დავიჯერე, რაც ტენდიმ მითხრა. როგორ შეიძლება, ძმაკაცის ამბები არ გაინტერესებდეს.

იცი, ამათმა რა მიქნეს? აი, ტენდიმ და საბამ. რა მიქნეს და წამიყვანეს ერთ ცუდ ექიმთან და იმან კიდევ გამპარსა. ადრეც წამიყვანეს იმ ექიმთან, კლინიკაა თუ რაღაც. იქ სხვა ძაღლებიც იყვნენ. მინდოდა  იმათთან თამაში და არ გამიშვეს.    მაშინ ნინო და საბა იყვნენ. დავანგრიე იქაურობა, გადავირიე, ნიკ.  ყველა გამოუშვეს იმ ოთახიდან. ნინოც, საბაც, სხვებიც, თავისი ძაღლებიანად. იცი რატომ? ნინოს და საბას რო ვხედავდი, მიშველეთ-მეთქი ვიღრინებოდი და ვიყეფებოდი.  კი არ მიშველეს, ნიკ, ფანჯრიდან მიყურებდა  ორივე. მერე ის ექიმი გავიდა და უთხრა, ფანჯარასთან ნუ დადგებით, ვერ ვაჩერებთო. კი არ დამაძინეს, უკვე დიდია და ამის დაძინება  აღარ შეიძლებაო.  ჰოდა, ოთხი კაცი მიჭერდა და ორი მორიგეობით მპარსავდა. უფ, მაგიდიდან გადმოხტომა მინდოდა, მაგრამ  ვინ გაგიშვა.  მერე იმ ცუდმა ექიმმა რა მითხრა, იცი? „ბიჭო, ჯონიკა, ისეთი ცანცარა ხარ, რომ არ ეთქვათ,  თორმეტი წლის  წლისა ხარ, ლეკვი მეგონებოდიო“.

აი, ნიკ, ხო ხედავ, რაც მითხრა იმ ექიმმა.

ჰოდა, ისევ იმასთან წამიყვანეს. იქ ერთი ცალთვალა ფისო ჰყავთ და ერთი ძაღლი. ქუჩიდან მოდიან ხოლმე.  აჭმევენ, ასმევენ და გამათბობელსაც კი ურთავენ, მაგრამ მაინც ცუდები არიან. აი, ძააალიან ცუდები. მიცნეს, ნიკ, ისევ  რომ მივედი. ეს ის გიჟი ძაღლი არ არისოოო?  თორმეტი წლისაა და და ენერგიულიაო. ცოტა კი გამიხარდა, მაგრამ ის რაღაცა ზუზუნა მაკრატელი რო ჩართეეეს,  ეგრევე გადმოხტომა  დავაპირე  მაგიდიდან.  საბა მიჭერდა და კიდევ ორი კაცი, თორე გადმოვხტებოდი, აბა, რას ვიზამდი! სულ გამკრიჭეს, ნიკ, აი, სუუულ.

ძალიან კი გავბრაზდი, საბაზეც, ტენდიზეც, იმ ექიმებზე ხო ისედაც გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ არ გავებუტე არც ერთს. იცი, რატო არ გავებუტე? სახლში რო წამოვედით საბამ შოკოლადი მაჭამა.  ისედაც არ გავებუტებოდი, იცი, რატო? ტენდი გარეთ ხო არ მიშვებს  და საბა მეთამაშება ხოლმე ძაღლურად. აი, ვკოტრიალობთ ხოლმე და ვიღრინები. ტენდი არ  გვიბრაზდება, პირიქით, საბას ეუბნება, მოდი , ეთამაშე,  ცოტა გაერთოსო.  ისე კარგად ვთამაშოოობთ. ხან ბურთით მეთამაშება, ხან ჯონის ნიკის საჩუქრით. გადამიგდებს და აბა, მოიტანეო, მეუბნება, მე მოვურბენინებ ხოლმე.  მაგარია, ბურთით თამაში.

კი არ მაძინებენ, ნიკ, ეს ოხრები. რამდენჯერაც დამინახავენ, რომ მძინავს, იმდენჯერ ხელში ამიყვანენ და მკოცნიან.  აი, თუ საბა ამიყვანს ხელში და ტენდი, ან ნინო მეტყვის, მოდი ჩემთანო, მაგრად ვიღრინები, მოდი, გაბანაოთო, მაგაზედაც ვიღრინები, მაგრამ ტენდი რომ მეტყვის, მოდი, ჯონიკა, შოკოლადი გაჭამოვო, ეგრევე  გადმოუხტები ხოლმე ხელიდან. ყოველთვის მაჭმევს შოკოლადს, არ მატყუებს. ჰოდა ამიტომაც რა გავებუტე არც ერთს.

ეეჰ, უზრდელივარ, ნიკ, ძაალიან მაგარი უზრდელი და ამიტომაც გამპარსეს, თორე რო ვავარცხნინებდე, ან, კარეჭვის უფლებას ვაძლევდე, კი არ გამპარსავდნენ. ადრეც ხო მოგწერე, მაკრატლის მაგრად მეშინია რა!

აი, ეგ იყო ბოლო ამბავი, რაც გადამხდა, ნიკ. ვიცი, რო დაგაინტერესებდა და ამიტომაც მიგწერე.

დავითას მოკითხვა.

შენი ძმაკაცი ჯონიკა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები