| ავტორი: ლუირმა ჟანრი: პროზა 25 ნოემბერი, 2018 |
სტუმარი ქადებზე -უჰ, შენ კი გიშველის ღმერთი,შვილო! რამდენი ხანი ვეხვეწები ჩემი კარის მეზობელს, ერთი შეხედე ამ მაცივარს,რატომ არ ინახავს არაფერს-მეთქი და მოვალო, მარა რად გინდა?! კიდე კაი, გავიკითხ-გამოვიკითხე და გამომიგზავნა შენი თავი დაბლა ‘’მესემიჩკემ’, თორე, ამ გაგანია ზაფხულში სულ მიფუჭდება საჭმელი! საჭმელი- მეთქი ისე ვამბობ, თითქოს და სავსე მაქვს მაცივარი ნაირ-ნაირებით... მაგრამ რაცა მაქვს, რათ უნდა გამიფუჭდეს! ‘’ატვერკა’’ გინდა? დაიცა, მოგაწვდი! ჩემი ქმრისეულაა ეს იარაღები, საცოდავი ყველაფერს ზედ დაჰფოფინებდა, მამაჩემის ნაქონიაო და მეზობელი თუ გვთხოვდა რამეს, მე მათქმევინებდა ხოლმე უარს! დამაგრძელებელზე ამბობ, არა? ახლავე მოვიტან! მაცივრის შნური მაქამდე არ მისწვდება, არა... ისე მიხარია, აქ რო ხარ, ადამიანის ნატრული გავხდი, რაც ქმარი აღარა მყავს, გამოვყრუვდი! შესაერთებელი მანდვეა კარადის უკან, ჰო, ხედავ, არა, შვილო? ეჰ, როდინდელია ეს დამაგრძელებელი?! მე რა ვიცოდი, როგო დაძვირდებოდა ყველაფერი, თორე კი ვიყიდიდი მაშინ რამოდენიმეს და დავაგდებდი სახლში. აი, ბოლო ორი უკვე გადამწვარია, მარტო ერთი შესაერთებელიღა მუშაობს ახლა. ჰო, ერთი! - საჩვენებელი თითი თვალებთან მიუტანა ახმახ, შუბლშეკრულ კაცს მოხუცმა დიასახლისმა და ისევ განაგრძო,-იმას გეუბნებოდი, მეზობელი კი მყავს რამდენიმე, ვისთანაც მიმესვლება, მაგრამ არავის სცალიან ჩემთვის. ჩემ წინ ქალია, კარგად ვიყავით ერთმანეთთან, მაგრამ ყველას მიაწვდის ხოლმე ქადებს, როცა დააცხობს და მე ერთი თეფშიც არ მახსოვს მაგისგან არაფერი! აი, რომ მორჩები მანდ კირკიტს და აქ აღარ დაგჭირდები, მოზელილი მაქვს უკვე ცომი და უნდა დავაცხო მეც, რომ დაგპატიჟო ჩაიზე და ქადებზე! დღეს რო მოდიოდი, რამე ხომ უნდა მქონოდა არა სტუმრისთვის?! ჰოდა, ავიღე პენსია, ვიყიდე მასალა და ხუთ წუთში მზად მქონდა ფუმფულა ცომი. დედაჩემის რეცეპტია, ზეპირად ვიცი, და ისეთია ქადის უნახავად გადაგაქცევს! რამდენი ხანი არავისთან არაფერი მიჭამია... საჭმელზე კაი არაფერია თუკი გყავს პურის გამტეხი, თორე არ გაგიგია, ადამიანი, მარტო ჭამაშიც ცოდოაო? წინაზე მეზობელი კატლეტს წვავდა, ისეთი სუნი ტრიალებდა, ისეთი, რომ მკვდარს წამოაყენებდა. მეც ცხვირი გადავყავი ფანჯრიდან და ასე გარინდული დავრჩი, მეზობელი ზემოთ სარეცხს კრეფამდა და გადმომძახა, ამ შუაღამეს ფანჯარაში რას დამდგარხარ, ვის ელოდები, მანია ბაბოო? ველოდები, თორე სტუმარი სტუმარზე არ მომვიდეს! წლებია კარი არავის შემოუხსნია ჩემთან. ვის რაში ვჭირდები უპურო და უბადრუკი? ეხლა, შენ რომ მოხვედი, არც კი გიცნობ, მაგრამ გულს ნათელი მომედო! მუნჯია და ვერ ლაპარაკობსო კი თქვეს, მარა მაინც ადამიანი რო შემოაღებს ჩემი სახლის კარს, ისე მიხარია, როგორც ბალღსა! მე მაინც ჰო გელაპარაკები, არა?! ხანა მგონია ხმა ჩამიწყდა მეთქი ამდენი ხანი სიტყვისუთქმელობითა, შვილო, დავიწმინდავებ ხოლმე ხმას დაძინებისას, ჩავახველებ ხოლმე რომ ხმა ამომივიდეს და ტყუილად ჩემ ქმარს დავუძახებ ხოლმე, ვითომცდა ცოცხალია ისევ საცოდავი ...მუშაობს უკვე? კალამი და ფურცელი? აი, გამომართვი! ახმახმა, შუბლშეკრულმა კაცმა თხელი კალამი მსხვილ თითებში მოაქცია და პირველი კლასელი ბავშვივით ძლივს დაწერა დიდი ასოები გაყვითლებულ ფურცელზე: ‘’მაცივარი გამოსცემს რამე ხმას? თუ არადა კიდე შევხედავ. მე სმენა ნულზე მაქვს.’’
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ეს მოთხრობა დაიწერა ჩოხელის კონკურსისთვის და საუკეთესო ათეულში გავიდა, რამაც გამახარა, რა თქმა უნდა. ასეთი მოხუცებით სავსეა საქართველო, უპურო და უადამიანო მოხუცებით და ნახევრად ვითომ იუმორი მინდოდა, რომ ერთი ვითომ სტუმარი ძლივს შემოხსნის კარს და ეგეც, ყრუც და მუნჯიც აღმოჩნდება, მაგრამ სიმართლე ნარევია ისიც, რომ ხელოსნები მიდიან თავიანთ საქმეს აკეთებენ და გინდაც არ იყვნენ მუნჯები, ბებოსთან რა აქვთ სალაპარაკო, ან გინდაც არ იყვნენ ყრუები ბებო რას ლაპარაკობს ქმრისეულა ატვერკაზე, რაში აინტერესებთ, მაინც ისინი თავიანთ ფიქრებში არიან ასე რომ ეს ბებო უპუროც და უადამიანოც თავის ამუშავებულ მაცივართან მაინც სულ მარტო იქნება თუკი არ ეყოლება ნამდვილი სტუმარი ქადების მიმწოდებელი თუ ქადებზე დაპატიჟებული. მადლობა კომენტარებისთვის:) ეს მოთხრობა დაიწერა ჩოხელის კონკურსისთვის და საუკეთესო ათეულში გავიდა, რამაც გამახარა, რა თქმა უნდა. ასეთი მოხუცებით სავსეა საქართველო, უპურო და უადამიანო მოხუცებით და ნახევრად ვითომ იუმორი მინდოდა, რომ ერთი ვითომ სტუმარი ძლივს შემოხსნის კარს და ეგეც, ყრუც და მუნჯიც აღმოჩნდება, მაგრამ სიმართლე ნარევია ისიც, რომ ხელოსნები მიდიან თავიანთ საქმეს აკეთებენ და გინდაც არ იყვნენ მუნჯები, ბებოსთან რა აქვთ სალაპარაკო, ან გინდაც არ იყვნენ ყრუები ბებო რას ლაპარაკობს ქმრისეულა ატვერკაზე, რაში აინტერესებთ, მაინც ისინი თავიანთ ფიქრებში არიან ასე რომ ეს ბებო უპუროც და უადამიანოც თავის ამუშავებულ მაცივართან მაინც სულ მარტო იქნება თუკი არ ეყოლება ნამდვილი სტუმარი ქადების მიმწოდებელი თუ ქადებზე დაპატიჟებული. მადლობა კომენტარებისთვის:)
3. საწყალი ბებო რა შეწუხდებოდა, რომ გაიგებდა ერთი სიტყვაც არ გაუგია მისი ამდენი ხნის წუწუნისა :(
რა ცოდოა ეს ხელოსანიც მუნჯი და ყრუ ერთად მაგრამ რა უნდა ქნას, ოჯახს რჩენა უნდა და დადის სახელოსნო საქმეებზე
მეზობლებს კიდევ თავისი პრობლემები აქვს
მოკითხვა ლუირმას საწყალი ბებო რა შეწუხდებოდა, რომ გაიგებდა ერთი სიტყვაც არ გაუგია მისი ამდენი ხნის წუწუნისა :(
რა ცოდოა ეს ხელოსანიც მუნჯი და ყრუ ერთად მაგრამ რა უნდა ქნას, ოჯახს რჩენა უნდა და დადის სახელოსნო საქმეებზე
მეზობლებს კიდევ თავისი პრობლემები აქვს
მოკითხვა ლუირმას
2. მკითხველამდე კარგად მოტანილი ეპიზოდია. ასეთი ცივი სამეზობლოებიც არსებობენ, ალბათ მკითხველამდე კარგად მოტანილი ეპიზოდია. ასეთი ცივი სამეზობლოებიც არსებობენ, ალბათ
1. მე მომწონს ასეთი უბრალო ამბები, ადამიანური...
მე მომწონს ასეთი უბრალო ამბები, ადამიანური...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|