ყური მოადე ჩემს სასთუმალს - ჩამომეძინა.. ერთად გავხადე თავს ფიქრები - სულის ხინჯები, სულის დარდები - უკიდეგანოდ გადაშლილი ჩემს სხეულში, მკვდარი დავწექი. ჩამომეძინა, როგორც ბოშას და უსამშობლოს, მე ღონემიხდილს, უსასრულოდ ჩამომეძინა და გადავვარდი ჯუღრმულეთში, სადაც არც კი წვიმს, სადაც არც კი თოვს - სულ არ იციან, ეს ზამთარი რა ხეირია.. ჩამომეძინა, როგორც ნასვამს, როგორც ლოთ კაცს - ყველაზე მართალს და არ მგონია, მალე გამეღვიძოს - მაცალეთ დაცლა.. სიზმრებში უნდა დავიცალო, როგორც არასდროს.. ჩამომეძინა, როგორც ღმერთკაცს - ექვსი დღის ნაშრომს თავი მოვუყარე, ვზიდე გოდება, ვზიდე ამქვეყნის ტკივილები - და მეშვიდე დღეს დავისვენე, მე - შემოქმედმა.. სხვების მოსმენამ დამღალა და ჩამომეძინა, თუკი რაიმე განსხვავებულს ისაუბრებენ, თუკი რაიმე სასარგებლოს ისაუბრებენ, თუკი რაიმე აზრიანზე ისაუბრებენ - თვალებდახუჭულს შემეძლება მათი მოსმენა.. აი, მანამდე, მე, უთავოს ჩამომეძინა.. ჩამომეძინა შენს ქუჩაზეც მე უსირცხვილოს - ორ ღერ ყვავილთან და პაწაწინა იმედთან ერთად ჩამომეძინა.. და მახსენდება დრო, როცა შენს მხარზე მეძინა - ისე უბრალოდ, ისე მშვიდად, თითქოს მესიზმრა.. გადაივლიან ეს ზამთრები და გავიღვიძებ, გადაივლიან ეს დღეები, როგორც ნისლები - სოფელს რომ მარად გარს არტყია - მგონი, ვიცლები.. ჩამომეძინა.. ყური მოადე ჩემს სასთუმალს - ჩამომეძინა..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. უკან მობრუნებას გთხოვთ ტექსტი, ჩემი აზრით და უკეთესიც დადგება მისგან ლექსი, ასე მგონია. უკან მობრუნებას გთხოვთ ტექსტი, ჩემი აზრით და უკეთესიც დადგება მისგან ლექსი, ასე მგონია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|