ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიჟპოეტა მარია
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2018


შენამდე

გაღეღილ მკერდზე დამაფინე ცეცხის ალები
და მე სიცივეს შენს მკლავებში დავემალები.
ვიცი გათოშილ გაყინულსაც შემიბრალებდი,
შემიყვარებდი, უსათუოდ შემიყვარებდი.
მთვარიან ღამეს შემოვრჩებით ასე ეული,
ამ მონატრებით და სიშორით გადარეული.
გამახელებდი ნაზი კოცნით, ტკბილი ბაგეთი,
მზისთვის ნაპარი სითბოთი და სიამეთი.
თრობის მაგვარი დამივლიდა თმიდან ტერფამდე,
უაზრო იყო ეს ცხოვრება თურმე შენამდე.
და ამ ჩვენს ბუდეს შერჩენია სუნი მაისის,
ცხოვრება მიდის სწრაფად მიდის, თურმე არ იცდის.
გაღეღილ მკერდზე დამაფინე ცეცხლის ალები
და მე სიცივეს შენს მკლავებში დავემალები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები