როგორ მინდოდა, მქონებოდა პატარა სახლი, შორს, მთის ფერდობზე შეკიდული გუგულის ბუდედ. რამდენ ოცნებას დავარწევდით ბუხრის პირს ორნი, უარს ვეტყოდით ქალაქის მტვერს ცრუსა და მრუდეს. როგორ მინდოდა, რომ მქონოდა პატარა სახლი, სახლის წინ ეზო და ეზოში ცაცხვის ხეები. იცი? მწვანილსაც მოვიყვანდი და ნასამხრალზე სულ ქორფა კიტრებს მოგიკრეფდი ჩემი ხელებით. ბინდისას ერთად მოვუსმენდით ჭრიჭინობელებს, აცეკვდებოდა კრამიტებზე ზაფხულის წვიმა, უეცრად სადღაც გაქრებოდა სიბნელის შიში, მარტოობისას რომ მაკრთობდა დიდი ხნის წინათ. ჩვენი ცაცხვის ქვეშ გავაბამდით ვარდისფერ ჰამაკს, ჩავეტეოდით ორივენი სულ თავისუფლად; ხომ გაგიგია ანდაზაა ისეთ ცოლ-ქმარზე ცულის ტარზეც კი დაეტევაო თუ მოისურვა. როგორ მინდოდა, მქონებოდა პატარა სახლი. მეყოლებოდა ქათმები და თეთრი კურდღლები. შენ ყოველ დილით, ალიონზე, მზის ამოსვლისას ბალახის თიბვას დაიწყებდი და იმის შიშით, არ დამღლოდა გზისკენ თვალები, მიატოვებდი თიბვასა და ცელზე დაყრდნობით მოიწურავდი დაცვარულ შუბლს და შენს სახეზე, მზეზე დამწვარ ლამაზ სახეზე კოპებს შეჰყრიდნენ მონატრების ცელქი ღრუბლები. შემომიტანდი მოთიბული ბალახის სურნელს, დაკოჟრილ ხელებს შემომხვევდი წელზე ძლიერად, გეხურებოდა თავზე დიდი ჭილოფის ქუდი, მე ჩითის კაბა მეცმებოდა და ასე თბილად ავივსებოდით სიყვარულით დილა-მზიანად. ცაცხვის ქვეშ სუფრას გაგიშლიდი თიბვაში დაღლილს. გამოგიწყობდი ლობიოს და პრასის შეჭამანდს, ხელადით ღვინოს დაგიდგამდი ჩვენი ქვევრისას და იმ საღამოს სოფლის ბოლოს გავისტუმრებდით ყოველგვარ სევდას და სევდის წილ ცრემლის შენაკადს. მე ისე ახლოს მოვიდოდი, რომ შენს თვალებში დავინახავდი ჩემი სახის მზისფერ ანარეკლს, ერთმანეთს კოცნას გავუცვლიდით იქ, სადაც, ჩრდილში, ცაცხვის ხეები მზის სხივებს რომ მაინც აპარებს. გვეყოლებოდა ერთი გოგო და ერთიც ბიჭი, ჩამოგვათოვდა მერე წლები თოვლისფერ ფიფქებს, ამოვიცნობდით ამოუთქმელ ერთურთის ფიქრებს, ეზოში ღობე გვექნებოდა, ღობის ძირს - ძაღლი, როგორ მინდოდა, მქონებოდა პატარა სახლი.
თამარ გელიტაშვილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. თეთრი პოეტი, გეტყობათ, „მაგრად“ ერკვევით კარგ ლექსებსა და მეტაფორებში. თუმც გემოვნებაზე არ დაობენ თეთრი პოეტი, გეტყობათ, „მაგრად“ ერკვევით კარგ ლექსებსა და მეტაფორებში. თუმც გემოვნებაზე არ დაობენ
9. მადლობა ნეფერტალ მადლობა ნეფერტალ
8. მადლობა მეუდაბნოვე მადლობა მეუდაბნოვე
7. მიყვარს პასტორალიზმი, ლექსი კარგია. მიყვარს პასტორალიზმი, ლექსი კარგია.
6. ცელზე დაყრდნობით მოიწურავდი დაცვარულ შუბლს და შენს სახეზე, მზეზე დამწვარ ლამაზ სახეზე კოპებს შეჰყრიდნენ მონატრების ცელქი ღრუბლები. შემომიტანდი მოთიბული ბალახის სურნელს,
5 ქულა. კარგი ოცნებაა, აგსრულებოდეთ. ცელზე დაყრდნობით მოიწურავდი დაცვარულ შუბლს და შენს სახეზე, მზეზე დამწვარ ლამაზ სახეზე კოპებს შეჰყრიდნენ მონატრების ცელქი ღრუბლები. შემომიტანდი მოთიბული ბალახის სურნელს,
5 ქულა. კარგი ოცნებაა, აგსრულებოდეთ.
5. მეტაფორული თუა, მეტაფორულად ვიტყვი, რომ კაპიკად არ ვარგა ეს ლექსი.
მეტაფორული თუა, მეტაფორულად ვიტყვი, რომ კაპიკად არ ვარგა ეს ლექსი.
4. ანანე კიკნაძე, როგორც უკვე ვთქვი, ეს ლექსი მთლიანად მეტაფორულია და, სამწუხაროა, რომ მისი აზრობრივი შინაარსი ვერ გაიგეთ. თუ ლექსის კრიტიკას აპირებთ, კრიტიკოსმა კითხვა რატომ კი არ უნდა დასვას, თვითონ უნდა ამოიკითხოს, რას გულისხმობს ლექსის აზრობრივი შინაარსი. ვფიქრობ, საერთოდ, შორს უნდა იყოთ ტექსტის ინტერპრეტაციის ხელოვნებასთან. მაპატიეთ! რაც შეეხება სიტყვის ფონეტიკურ-გრამატიკულ დარღვევას („მქონებოდა“), პოეზიაში და ზოგადად მხატვრულ ნაწარმოებში ასეთი გრამატიკული ნორმების დარღვევა მიღებულია. ანანე კიკნაძე, როგორც უკვე ვთქვი, ეს ლექსი მთლიანად მეტაფორულია და, სამწუხაროა, რომ მისი აზრობრივი შინაარსი ვერ გაიგეთ. თუ ლექსის კრიტიკას აპირებთ, კრიტიკოსმა კითხვა რატომ კი არ უნდა დასვას, თვითონ უნდა ამოიკითხოს, რას გულისხმობს ლექსის აზრობრივი შინაარსი. ვფიქრობ, საერთოდ, შორს უნდა იყოთ ტექსტის ინტერპრეტაციის ხელოვნებასთან. მაპატიეთ! რაც შეეხება სიტყვის ფონეტიკურ-გრამატიკულ დარღვევას („მქონებოდა“), პოეზიაში და ზოგადად მხატვრულ ნაწარმოებში ასეთი გრამატიკული ნორმების დარღვევა მიღებულია.
3. მუხა, ამ ლექსში „პატარა სახლი“ მეტაფორულია და იგულისხმება რა მცირედი რამ სწირდება სრულ ბედნიერებასა და ოჯახურ იდილიას მუხა, ამ ლექსში „პატარა სახლი“ მეტაფორულია და იგულისხმება რა მცირედი რამ სწირდება სრულ ბედნიერებასა და ოჯახურ იდილიას
2. მომეწონა კარგია შესანისნავი ნდომებაა, მაგრამ მე მუდამ დიდი სახლის სურვილი მქონდა, საინტერესო ისაა რომ ახლა დიდ სახლში ვცხოვრობ და თურმე პატარა სახლი ყოფილა , რაც ყოფილა... მომეწონა კარგია შესანისნავი ნდომებაა, მაგრამ მე მუდამ დიდი სახლის სურვილი მქონდა, საინტერესო ისაა რომ ახლა დიდ სახლში ვცხოვრობ და თურმე პატარა სახლი ყოფილა , რაც ყოფილა...
1. მქონებოდა :/ ცრუ და მრუდე მტვერი? კიტრები და მწვანილი რატომ? რატომ? :( მერე ცულის ტარი :/ ბოდიში, ვერ გავაგრძელე.
მქონებოდა :/ ცრუ და მრუდე მტვერი? კიტრები და მწვანილი რატომ? რატომ? :( მერე ცულის ტარი :/ ბოდიში, ვერ გავაგრძელე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|