ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელემენტარული ნაწილაკები
ჟანრი: პროზა
9 დეკემბერი, 2018


სამყაროს გავლით შენამდე (VI)

      მეცნიერებმა უკვე შეძლეს ადამიანის განვითარების იმ ასპექტების შესწავლა, რომლებიც ადრე ყურადღების მიღმა რჩებოდა, ადრე კვლევების ტექნოლოგია ან მეთოდები იმდენად განვითარებული არ იყო, რომ ზოგიერთი თვისება შეემჩნიათ ან შეესწავლათ. ახლა, ახალი მეთოდებისა და ინსტრუმენტების დახმარებით, შესაძლებელია ადამიანის ადრეული განვითარების უფრო ღრმა დეტალების აღმოჩენა – მაგალითად, როგორ ყალიბდება პიროვნული თვისებები, როგორ მოქმედებს გარემო გენეტიკაზე ან როგორ ვითარდება ტვინი და ქცევები ჩვილობიდან მოზარდობამდე.
      თუმცა,როგორც კი იწყებოდა დაკვირვება იმ უჯრედებზე,საიდანაც ორგანოები ყალიბდებოდა,ემბრიონი კვდებოდა.

      ტაივანის ნაციონალურ უნივერსიტეტში მიმდინარეობდა სამეცნიერო კვლევა ამავე თემათან დაკავშირებით,იგეგმებოდა ლაბორატორიული სამუშაოები.უნივერსიტეტი ცნობილი იყო საკმაოდ ძლიერი აკადემიური სტატუსით,სერიოზული მიღწევებით ყველა დარგში.
      იმ საღამოს დამირეკა და მითხრა რომ შაბათ-კვირის გატარებას ერთად ვერ შევძლებთდით,რადგან ტაივანში მიემგზავრებოდა ახალ ნაშრომზე სამუშაოდ.ძალიან გახარებული იყო,ჩანთა უკვე ჩალაგებული ჰქონდა,როცა დამირეკა. მრავალწლიანი შრომის შედეგი,უზარმაზარი საქაღალდე,რომელშიც მისი და მამამისის მიერ შემუშავებული ფორმულები იდო,იღლიაში ამოეჩარა და აეროპორტის შესასვლელთან მელოდებოდა.ჩემსკენ გამოექანა და სიხარულით მომახარა.
    - რომ იცოდე, რამდენი ხანი ველოდებოდი ამ დღეს სიუზან.როგორც იქნა შევძლებ საქმის განახლებას,ამდენი უქმე დღე ერთად ჯერ არ მქონია.
    - გილოცავ ედრიენ,იმედი მაქვს კარგი შედეგებით ჩამოხვალ.-ხმა ჩამიწყდა.
    - ჩემი მეგობარი,ინდოეთიდან,კაუშალ ჯაინი,გენიოსი, ფორმულების ამოხსნის დიდოსტატი,რომელმაც გააოცა კემბრიჯის მკვლევარები,მთავაზობს ერთად მუშაობას  ტაივანის ლაბორატორიაში,სხვადასხვა ქვეყვებიდან ჩასულ სტუდენტებთან ერთად.ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის.
    - ძალიან მიხარია,ამაზე კარგი რა უნდა მომხდარიყო.-სინამდვილეში გული მწყდებოდა,რომ დიდხანს ვერ ვნახავდი.ვიცოდი იქ ყოფნის შანსს ბოლომდე გამოიყენებდა.მოწყენილობას ვერ ვმალავდი.ედრიენს კი საერთოდ არ ანაღვებდა ჩემი გამომეტყველება,ისეთი ანთებული იყო,ირგვლივ რა ხდებოდა, ვერც კი ამჩნევდა.ან უბრალოდ თავს არიდებდა,არ უნდოდა განწყობის გაფუჭება.
    - მისმინე,სიუზან,-მშვიდად მითხრა და თავი გვერდით გააბრუნა. - ნუთუ ასეთი რთულია გაიგო,ეს ჩემთვის სიცოცხლეზე მეტად მნიშვნელოვანია,ლაპარაკიც კი არ მინდა,თუმცა იძულებული ვარ გითხრა, არ ვარ ის ადამიანი, ვისაც ელოდები,არ მაქვს სახლი,უფრო სწორად მაქვს,მაგრამ მას მხოლოდ საცხოვრებელი ქვია ჩემთვის,სადაც ვიბანავებ,ღამეს გავათევ და ვიმუშავებ.ჯერჯერობით ეს ფუნქცია აქვს.სანამ ჩემს მიზანს არ მივაღწევ, ჩემი სახლი,ჩემი ადგილი არ მექნება ამ სამყაროში.
    - შეგიძლია მშვიდად იყო,იმედი მაქვს ნაყოფიერი მოგზაურობა იქნება.-ღიმილით გავხედე და საჩუქარი გავუწოდე,რომელიც ორი დღის წინ ვუყიდე.გამომართვა და გაკვირვებულმა გამომხედა.
    - საათი.დამცინი არა?-სიცილს ვერ იკავებდა.
    - არ გაწყენდა ცოტა დისციპლინა.
    - რა სამწუხაროა,თავად ალბათ დიდი ხანია სარგებლობ.
    - გაგიკვირდება და კი,მინდა გითხრა რომ კარგი საშუალებაა.-მთელი თავდაჯერებულობით ვუთხარი.
    - ჰო,ცუდი არ უნდა იყოს.მადლობა.
    - დამირეკე ხოლმე.
    - როგორც კი თავისუფალ დროს ვნახავ,აუცილებლად სიუზან.
      წამოვედი და რამოდენიმე წამის წინ განცდილი ყველა შეგრძნება იმ ადგილას დავტოვე,თითქოს ედრიენი დროებით მოევლინა ჩემს ცხოვრებას და ისევ გაქრა.
      მაინც არ მასვენებდა ფიქრი,რომ რაღაც სხვა მიზეზი ჰქონდა ედრიენის ტაივანში გამგზავრებას. აღარ მადარდებდა რა ხდებოდა დანარჩენ მსოფლიოში,მხოლოდ ამის გაგებას ვცდილობდი.
      ედრიენი ადრეც მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნებში,უმეტესად ისლანდიაში.ქვეყანაში,რომელიც ნომერ პირველი იყო ადამიანური განვითარების ინდექსის მიხედვით,კარგი განათლებით,რაციონალური ადამიანებით.
      სამი თვე გავიდა.ოლის ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა,ჰეზერმა სამსახური შეიცვალა,ცოტათი დამშვიდდა და ახალი მეგობრებიც შეიძინა.
    ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე ვიყავი მარტო,არც ედრიენის ხმა მესმოდა და ვერც მის არსებობას ვგრძნობდი,ყველაფერი დინებას მიჰყვებოდა.
    ოლი ცდილობდა ჩემთვის არაფერი მოეყოლა,ფიქრობდა ემოციურად ვერ ავყვებოდი და არავის უნდოდა ჩემს ახალ სამყაროში ფეხი შემოედგა.მათი წარმოსახვითი სამყარო კი ბევრად რეალური იყო ვიდრე ჩემი,რადგან იგი მინიმუმ ორი ადამიანისგან მაინც შედგებოდა.
    თავისუფალ დროს,კაუშალს ვეხმიანებოდი.კვლევებზე ინფორმაციის გაცემის უფლება არ ჰქონდა,თუმცა იმას მაინც ვგებულობდი იქ იყო თუ არა ედრიენი.
      მუშაობის დროს მიღებული ნარკოტიკით გაბრუებული გვიან გამოდიოდა ლაბორატორიიდან,დილით მიდიოდა სახლში,გამოიცვლიდა და სამუშაოს უბრუნდებოდა.ნორმალურად არ იკვებებოდა,თავბრუსხვევა,თავის ტკივილი და მუცლის არეში ძლიერი სპაზმები უკვე გაუსაძლისი ხდებოდა.კაუშალი მეუბნებოდა რომ რაღაც ვერ იყო კარგად,მისი გარეგნული მაჩვენებლები კარგს არაფერს გვეუბნება.
      ვცადე დარეკვა მაგრამ უშედეგოდ,ბინის ტელეფონზე არასდროს პასუხობდა,ერთხელ მიპასუხა გვიან ღამით და ისიც ვერაფერი გამაგებინა,მითხრა -სიუზან,ეს შენ ხარ? - შემდეგ კი ტელეფონი ხმაურით დააგდო.
    ერთი კვირის შემდეგ ჰეზერმა დამირეკა:
    - სიუზან,ედრიენზე წერენ გაზეთში!
    - რა მოხდა?
    - არ ვიცი,ლაბორატორიაში აფეთქება მომხდარა და ედრიენს აბრალებენ.
    - ალბათ დახმარება სჭირდება,დღესვე უნდა გავფრინდე. - ჩუმად ჩავილაპარაკე და ტელეფონი დავკიდე.ჰეზერის ყვირილიც შეწყდა.
      ტაივანში საღამოს ჩავფრინდი და პირდაპირ უნივერსიტეტში წავედი ამბის უფრო დეტალურად გასაგებად.
      კაუშალი შესასვლელთან მელოდებოდა.
    - გამარჯობა.
    - სიუზან,კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა.
    - მადლობა კაუშალ.შეგიძლია ყველაფერში გამარკვიო?ვერაფერი გავიგე,რა აფეთქება მოხდა?
    - სიმართლე გითხრა ედრიენი რა შუაშია ამ ამბავთან ვერ გავიგე.
    - ხო მაგრამ,გაზეთები აჭრელებულია ამ ამბით და ედრიენის ფოტოებით.
    - საქმე უფრო რთულადაა,საქმე სერიოზულ,მასშტაბურ შემთხვევას ეხება.ჩემი აზრით,ტაივანის ლაბორატორიაში ფარულად ტერაქტის მოსაწყობი ასაფეთქებელი საშუალება დამზადდა.ედრიენი კი შემთხვევით იქ აღმოჩნდა,სადაც არ უნდა ყოფილიყო.ვიცი რომ ეძინა, როცა დავტოვე.ხშირად რჩებოდა ღამით,იცი ალბათ მისი დამოკიდებულება ნარკოტიკთან.
    - კი,ადრეც ვამჩნევდი მაგრამ მუშაობის დროს მგონი უფრო მოუხშირა.
    - არ მინდა თქვენს ამბავში ჩავერიო,მაგრამ ედრიენს დიდი ხანია ვიცნობ,არ ღირს მისი მარტო დატოვება.
    - რას გულისხმობ?
    - იგი  ცდილობს შორს დაიჭიროს თავი ადამიანებისგან,რომლებიც  ძალიან სჭირდება.ყოველთვის საპირისპირო ქმედებები აქვს,ხშირად გაბნევს მისი ლაპარაკით.დახმარებას თითქმის არასდროს ითხოვს,მხოლოდ ნარკოტიკის გამო შეიძლება დღეში რამდენჯერმე დამირეკოს.
    - შენც კაიფობ?
    - აქ ყველა კაიფობს სიუზან,მაგრამ ეს არ უნდა იყოს თავის განადგურების საშუალება.
    - მესმის.
    - ყველაფერი მოგვარებადია,თუ ამის საფუძველი არ გაუნადგურებია.
      ედრიენი უშველებელ ლაბორატორიაში იჯდა,რომელიც იზოლირებული იყო სხვა ადგილებისგან,სადაც ოციოდე ქიმიკოსი მუშაობდა.მისი მაგიდა არეული და დასვრილი იყო სხვადასხვა ხსნარებით.სახეზე შფოთი და უიმედობა ეტყობოდა,დასუსტებული იყო,თვალის უპები შეშუპებული და დალურჯებული ჰქონდა,ტუჩები გამომშრალი და გაუფერულებული.
      ღმერთო ედრიენ,ეს რა დღეში ჩაიგდე თავი. - ტირილი მინდოდა მაგრამ ვერ ვტიროდი,გულში ჩხვლეტა ვიგრძენი,თვალები დავხუჭე და მისი სახე წარმოვიდგინე,ყველაფრის შეცნობით შეპყრობილი ბიჭი,რომელიც მისმა გენიოსურმა მიდრეკილებებმა განადგურებამდე მიიყვანა.არ ვიცოდი რა მექნა,ცოტა ხნით ბაღში გამოვედი და სკამზე ჩამოვჯექი.ასეთ მგომარეობაში ვის უნდა დავხმარებოდი.
      მოგვიანებით დავინახე, როგორ ჩამოდიოდა კიბეზე,ახლოს მივედი და კიბის ქვემოთ დავდექი.
    - მგონი ზედმეტი მომივიდა არა? - ენის ბორძიკით ჩაილაპარაკა და ნელ-ნელა ჩამოყვა კიბის საფეხურებს,ცდილობდა არ წაქცეულიყო.
    - აბები არაფერ შუაშია,მე ნამდვილად აქ ვარ.
    - მართლა?მე კიდევ მორიგი ჰალუცინაცია მეგონა.
    - ესე იგი  არსად წავსულვარ. - ახლოს მივედი და სახეზე მივაჩერდი. --მართლა მხედავდი?
    - კი,მაგრამ აქ პირველად გნახე. - სიცილით მითხრა.
    - ისევ არ გჯერა.
    - მჯერა,მაგრამ სულ ტყუილად.
    - ასე ნუ ამბობ,მორჩი თვითგვემას,დროა ცხოვრება მიიღო ისეთად როგორიც არის.
    - კარგი,მივიღებ. - სახე დაეჭმუხნა და თავი გვერდით მიაბრუნა.
    - იმედი მაქვს სერიოზულად ამბობ.
    - კი,ამ წუთას ყველაზე სერიოზული ვარ.
    - კარგი,ხვალ ვილაპარაკოთ.წამოდი სახლში.
    - შენ იქ ვერ მიგიყვან.
    - არაუშავს,დავალაგებ.
    - მიყვარს შენი სიმკაცრე სიუზან,სახეში სილის გაწნას ჰგავს. - თითქოს უცებ გამოფხიზლდაო,წამოდგა,ხელი გადამხვია და გასასვლელისკენ გამიძღვა.
    - იქნებ ცოტა დამეხმარო,ჯერ კიდევ შეგრჩენია კილოგრამები. - მინდოდა ძალა მოეკრიბა,მაგრამ არც სურვილი ჰქონდა და არც უნარი,ფიზიკურადაც ძალიან დაუძლურებული იყო.
    - არაუშავს,შენ ხომ დასახმარებლად ჩამოხვედი. - სიცილით გამომხედა.
    - რა თქმა უნდა,ასეც არის. - წელზე მაგრად მოვხვიე ორივე ხელი,მის კისერს რომ მივწვდენოდი,ცერებზე დავდექი და სახე მის კისერში მოვაქციე,რომელიც ისეთი ცივი და უსისხლო იყო,შიშმა ამიტანა.
      მეორე დღეს,როცა გამეღვიძა,არ დამხვდა,უკვე წასულიყო და წერილი დაეტოვებინა:
    ,,აქ ყველაფერში შენ იქნები,არ უნდა ჩამოსულიყავი.“
    - დროა გავარკვიო რა ჯანდაბას აკეთებ აქ ედრიენ.
      ერთ საათში ტაქსში ვიჯექი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს