ემილი დიკინსონი - წელიწადი რომ გაივლის ასი (1147)
წელიწადი რომ გაივლის ასი, მერე ვერავინ ცნობს ძვალთშესალაგს - საფლავის ქვებზე ამოვა ხავსი და მდუმარება მოიცავს ალაგს.
თუ სარეველით მოდებულ ძეგლებს ჩააშტერდება უცხო მნახველი, მკვდრის ვინაობის შეტყობას შეძლებს - ქვაზე დაკაწრულს ჩართული ხელით.
აქ მომავალი გზების გამგნები ზაფხულის ველზე მქროლი ქარია, ალღომ ხელთ იპყრა ის გასაღები - მეხსიერებას რომ დავარდნია.
9 დეკემბერი, 2018 წ.
Emily Dickinson - After a hundred years (1147)
After a hundred years Nobody knows the Place Agony that enacted there Motionless as Peace
Weeds triumphant ranged Strangers strolled and spelled At the lone Orthography Of the Elder Dead
Winds of Summer Fields Recollect the way — Instinct picking up the Key Dropped by memory —
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|