 | ავტორი: ნინო99 ჟანრი: პოეზია 11 დეკემბერი, 2018 |
როცა თოვლში ვთამაშობდი ომობანას, და დგებოდა ღობის იქით დენთის კვალი, ვეცნობოდი წიგნებიდან მტრობის ზღაპარს და ვიწერდი ბოროტების ანი-ბანის, როცა იქით ვერ ვხედავდი სათნოებას, ირონია იყო ჩემი თმენის თასი, მაწუხებდა სინამდვილე , სულს მივსებდა ღამის მადლი, ფიქრის გორას შესეული, გახვეული მავთულ_ხლართში, ვიჯექი და მოველოდი კვერის ცხობას დღესდღეობით, წარსულშიც და მომავალშიც..... მაგრამ მაინც: არ ეგონოს უცხო დილას, დაამსხვრიოს ჩემში მყოფი ბავშვის ხატი, თუ ბრძოლაა, იყოს ბრძოლა, მე ამ ომში უნდა ვიყო მძიმე ჯვარი_ ზედ წარწერით: ასე დარჩა მუდმივ ბავშვად ეს საწ ყა ლი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. აზროვნება როარ მეზარებოდეს ამ ლექსს განვიხილავიდი, რავი თუგინდა მომწონს აზროვნება როარ მეზარებოდეს ამ ლექსს განვიხილავიდი, რავი თუგინდა მომწონს
2. აზროვნება როარ მეზარებოდეს ამ ლექსს განვიხილავიდი, რავი თუგინდა მომწონს აზროვნება როარ მეზარებოდეს ამ ლექსს განვიხილავიდი, რავი თუგინდა მომწონს
1. აზროვნება როარ მეზარებოდეს ამ ლექსს განვიხილავიდი, რავი თუგინდა მომწონს აზროვნება როარ მეზარებოდეს ამ ლექსს განვიხილავიდი, რავი თუგინდა მომწონს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|