თუ ვერ გაუძლებ წახვალ და დედამიწიდან უკანმოუხედავად გაიქცევი.. აღარაფერს დაელოდები.. აღარავის დაუჯერებ.. არც საკუთარი თავისთვის დაუკრავ.. ღრუბლებთან ახვალ და წვიმას გამოყვები ალბათ.. ადამიანებს სიყვარულად დაეცემი.. არცერთ ამოსუნთქვას არ იწამებ..
თუ ვერ გაუძლებ სიგარეტის კვამლი იქნები.. გაუსაძლისი ტკივილების გასაქრობი წამალი სხვისთვის.. ავადმყოფის იმედიც.. ხევში აღრიალებული ქარებიც.. იქნები ყველაფერი.. ყველაფერი ადამიანის გარდა.. და შიშველი ქალის მკერდზე მოთამაშე სიოთი ინუგეშებ თავს..
თუ ვერ გაუძლებ მთვარესთან ერთად იცეკვებ წვიმაში.. მაისში ვარდებს გააღიმებ.. შემოდგომას მოაცილებ ჩემამდე.. ჩემი სახლის კართან დამტვრეული გიტარის ნაწილებს დამიტოვებ.. და წახვალ..
თუ ვერ გაუძლებ შემოამტვრევ აივნის კარს.. კედელთან ჩაკეცილს ჩამეხუტები.. შენს ნახატებს დააბრუნებ ოთახში.. უთოვლო ზამთარს.. ყვითელი ფოთლების გარეშე დარჩენილ შემოდგომას შეეგუები.. გადასხვაფერდები.. და გაციებული ახალ ცხოვრებას დაიწყებ..
თუ ვერ გაუძლებ ვერ/არ დაჯერებულ მოჩვენებებს გაყინულ თითებს ჩაკიდებ.. ფერად.. ამავე დროს გახუნებულ ფარდებს ერთმანეთს გადააბამ და აივნიდან გაიპარები..
(ყოველთვის იქნება კარი ღია შენთვის)
შენ არ მოისმენ არცერთ ვედრებას.. არც აუხდენელ ოცნებებს დაიჯერებ.. არც დამჭკნარ იასამნებს გადაყრი.. ფრთხლად მოეფერები ჩემს აჭრელებულ თმას და გაიღიმებ.. (ეს მხოლოდ იმიტომ რომ ღირდა) გააკეთებ ყველაფერს იმისთვის რომ უკანასკნელი ამოსუნთქვისას ნაღვლიანმა შემომხედო და “მე ვცადე მაინც” ო აღგმოხდეს..
(მაგრამ აღარავის ემახსოვრება შენი ცხოვრება)
თუ ვერ გაუძლებ ზღვით წახვალ და ნიჟარებთან ერთად ჩაიძირები.. ვერასდროს იპოვიან ადამიანები შენს გალურჯებულ სხეულს..
შემოდგომისას ამღვრეულ წყალს.. ღამით შავ ტალღებს გამოვყვები შენთან თან სხვის გულზე ჩემეულ ნაკვალევს დავტოვებ..
თუ ვერ გაუძლებ ან მარტოობა მოგინდება აიღებ საუკუნით დაძველებულ წითელ ღვინოს და მთაში ჩემ ხის სახლში წახვალ.. ჩამოაფარებ გრძელ ფარდებს.. კარს გადაკეტავ.. უაივნო სახლში იატაკზე დაწვები და ყველა ემოციას ერთიანად მოკლავ..
თუ ვერ გაუძლებ თუ გაიქეცი მე აღარ დავრჩები ადამიანებთან.. ყველაფერს დავტოვებ და გავიქცევი.. გპირდები..
შენ ყოველ ღამით კოშმარები შეგაწუხებს.. შეშინებული გაიღვიძებ და საწოლის ჩემ მხარეს ცარიელ ადგილს იგრძნობ.. წვიმის დროს გაგახსენდება როგორ უკრავდნენ სიმფონიას ჩემს ზურგზე შენი თითები და თვალებს დახუჭავ.. ნელნელა უჩემოდ გათენებას შეეგუები..
თუ ვერ გაუძლებ ვერ დაგპირდები გეყოლები მეთქი.. შენზე ადრე წავალ.. მანამდე მინდოდა მეთქვა.. მთელი სამყარო ხარ ჩემთვის..
თუ ვერ გაუძლებ არ მოხვიდე ჩემამდე.. არ ვსუნთქავ.. არ მძინავს.. არ ვვარსებობ.. შენ ჩემს არ ყოფნას შეეგუები..
ჩვენი წასვლით მთელი ქალაქი დაცარიელდება.. ბოლოს წინა ამოსუნთქვას დაემსგავსება ყველაფერი.. ჩვენ ზღვაზე მოცურავე მკვდარ სხეულებად დავრჩებით მხოლოდ.. (დაე გვეძებონ..) წარსულიდან არასდროს მოვალთ.. არც მომავალში ვიქნებით ჩიტები..
თუ ვერ გავუძელით მეცამეტე თვე ვიქნებით ბოლოდან.. ჩვენი ვერასრულებული ოცნებებით.. უთქმელი ემოციებით..
თუ ვერ გავუძელი ყველა ჩანაწერს დავხევ.. დავივიწყებ შენს არსებობას.. შენ დახუჭავ თვალებს და გაქრები..
მხოლოდ დედამიწიდან წასვლა იქნება გადარჩენა.. შენ ღრუბლებთან გექნება სახლი.. მე ზღვაში ნიჟარებთან.. აქაც ვერ იქნები ახლოს..
და მაინც სანამ აქ ვართ.. მე მინდა შენი კოცნა მოვასწრო.. სანამ ჩვენ ვუძლებთ მინდა შოპენი.. შტრაუსი ღრიალებდნენ.. წვიმდეს.. ყვითელი შემოდგომა გვქონდეს.. შენი პერანგებით ვხვდებოდე გათენებას.. ძილის წინ გკოცნიდე.. მე და მზე დილით გიმზადებდეთ ყავას.. სანამ აქ ვარ.. სანამ გავქრები მემილიონედ აგიხსნი სიყვარულს..
სანამ გაუძლებ.. სანამ შეძლებ.. სანამ ისუნთქებ.. სანამ ჩემთვის დაუკრავ.. მოდი.. ღია აივნით.. ერთად გაღვიძებას მოვასწრებთ..
მე შემორჩენილი.. დამალული ემოციებით დავწერ შენზე..
სანამ გაუძლებ.. ჩემს მხარეს საწოლზე მთვარეს დავხატავ.. მერე უჩემობას რომ შეეგუო.. და არ გაიყინო.. და სადაც უჩემო გაზაფხული წვიმებს მოგიყვანს ჩემს სახლში დაწოლილი წერილებს დაელოდე.. ფიქრებით მაინც მოგიყვანს ჩემთან..
და დაე ჩემი ჩანაწერი.. ღიმილთან ლავიწებთან მუსიკასთან ერთად ლეგენდად დარჩეს.. იქამდე მაინც სანამ ზღვა ჩემს შიშველ სხეულს გამოგირიყავს..
(ვიცი კითხულობ და სულ ცოტა გიკლია შეშლამდე..)
სანამ გაუძლებ.. დაწვები მტვრიან ქვაფენილზე და ჩემგან დატოვებულ მოგონებებს მოეფერები..