 | ავტორი: სინო-სანი ჟანრი: პოეზია 26 დეკემბერი, 2018 |
მათ მკითხეს, შემეძლო თუ არა მესწავლებინა ყველაზე ბავშვებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის ის, რასაც ვერც წიგნებში ამოიკითხავ, ვერც ლექციებზე აგიხსნიან გულდამშვიდებით. ვერც ვერსაიდან დაინფიცირდები მისი ბაცილით. მზა რეცეპტების წიგნიც ხშირად მდარე კერძებს უხსნის გზას. მე კი ათასჯერ დავიფიცებდი, რომ მზად ვიყავი იმ დღეებისთვის, იმ საოცარი დღეებისთვის, როცა პატარა შემომღიმებდა და მეტყოდა:- იცი, მე მართლა მიხარია შენი დანახვა. მე შენ მიყვარხარ!
და რადგან მათ ცივ პროტოკოლში ეს არ ეწერა, და რადგან ამის მოწადინეც არავინ იყო- მრგვალმა მაგიდამ როლში შეჭრილ სნობებს უთმინა და ფარატინა ქაღალდებში ჩათვლიმა თითქოს. სტიგმაც დამშვიდდა.
მე წამოვედი და დღემდე ვფიქრობ: ყველაზე ბავშვებს, სულ ყველაზე ლამაზ ბავშვებს, დიდრონთვალება, ტკბილ, შვიდფერა ცხადში რომ სძინავთ, ვინ უმღერებს ჩემს ხმაზე და ვისი თითების ყვავილწნულები მოურთავენ ზამთრის ბილიკებს? ვინ შეიყვარებს მათ კელიებს, ბუდეებივით რომ მიაკრეს უცნობ ზეცას და შიგ გალურსულნი ყურს უგდებენ ამოუცნობ ხმებს, შორიახლოს რომ ფუთფუთებენ და არც იციან რა უნდათ და რისთვის მოდიან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სტიგმა :(
ყველაზე ბავშვებთან სწორედაც რომ თქვენნაირები უნდა იყონ, სულ.
სტიგმა :(
ყველაზე ბავშვებთან სწორედაც რომ თქვენნაირები უნდა იყონ, სულ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|