ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2018


დ + ( ყველა ფიქრი შენთან მოდის)

ჩემი ცხოვრება ქარვაა
მე ზედ მივახმი მწერივით
წამიღეს და პეტერბურგში გამომფინეს,
ჩემი ცხოვრება ბარბაროსია
უცხოტომელია, უტყვია, ველური
იმპერატორი მცირეწლოვანი და ცხრაასი წლის რომულუსია
და შიგ სიფათში მედიდურად შემომცინის.
(იცინოს რა... )

რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო შორს ვარ,
(ამას წყალი არ გაუვა!!! )
სისხლი თვალებში წამივიდა,
ამერია მზის ჩასვლა და გათენება,
გათენება... ყოველ ღამე ვათენებ და
ალბათ მალე შევიშლები!
ჯერ ნორჩი ვარ,
თავი ცუდათ შევინახე,
უკვე ვადაც გამივიდა,
ჩემ ცხოვრებას კაბა ეცვა,
მე ქვევიდან დავუნახე,
ის რისკენაც მივდივარ და მივდიოდი,
ის რაც მინისტრმა თუ მისმა მოადგილემ ჯიბესთან ერთად გაისქელა
ის რამაც ზოგს თვალები დაუბნელა
ის რითაც ზოგი ფულსაც შოულობს
და ნაშოვნს ამითვე აჯდება
ის რასაც ზოგი აყენებს,
ზოგი კი მასში აყენების მიზეზს პოულობს,
და კიდევ,
ასე შემდეგ და ასე შემდეგ რომ არ გავწელო...
დავუნახე და მივხვდი რომ მას ფეხზე ვეკიდე,
ან მე მეკიდა, რას გაიგებ?!
(ეგო ცენტრიზმი)

ხოდა ისიც დავუნახე რომ ჰუმანიზმი ჰქონდა შეჩრილი,
ანდაც გაჩრილი (გემოვნების საკითხია)
მათ მიერ შეჩრილი ვინც გაისია,
იმ ხალხის მიერ შეჩრილი რომელიც ადამიანობას ქადაგებს და
მეტროში ანდაც ამოსასვლელთან გამყიდველების ,,რიადი“ აწუხებს.
მათ მიერ შეჩრილი, ვინც აგროვებს ნაკუწებს,
და ყველას აწუწებს ვინც ტაშს არ დაუკრავს, ანდაც კვერს.
და აგორებენ, აგორებენ და აგორებენ პიარ კამპანიებს
სანამ ნეხვის ჭიასავით ზამთრისთვის სამყოფს არ დააგორგოლავებენ...
(ღმერთმა შეარგოთ...)

კარგად რომ დავაკვირდი პოეზიაც ჰქონდა შეჩრილი
რითმის მადევარი ტვინ თუ გულ გაყინული კალმის მომქნევების მიერ,
და მე როგორც შეშლილი, ჰუმანურობასა და პოეზიას შორის გავერიე,
გამოსვლას ვლამობდი და ცხოვრებამ მომინელა,
სწორ ნაწლავში მმკურნალობდა მერე გამომწერა
ტიციანისავით მიხაკ გარჭობილი
პერო გარჯობილი,
ცხოვრება გარჯობილი,
ცხოვრება გამოვლილი,
განავალი...
და მეც ველი წელიწადის იმ დროს როცა ერთხელ მაინც ავყვავდები.

და შენ ალბათ გიყვარს ყვავილები,
იქნებ ხილიც???
ვაშლი, ატამი, ფორთოხალი
იაფად იაფად...
არა გმადლობთ დღეს ვერ ვიყიდი.
სახლიდან არ ვარ და საერთოდ სხვაგან მივდივარ,
არც ნასკი მინდა, არც კოლგოტი, არც კალენდარი
მაგრამ გისურვებ გაგეყიდოს ტკბილო ბებია.

ამას ვიტყვი და გამოფხეკილ ჯიბეებზე ხელებს დავირტყამ
მე ჯიბეები თბილმა გულმა გამომიფხიკა,
თბილი გული სიყვარულმა, ნუგეშახდილმა..
სულ სათითაოდ დამიჯიჯგნა
სულ ცოტა-ცოტათ
და როგორც ყველა უგულო და უსულო კაცი
მეც განავლად უფრო ზუსტად ნეხვად ვიქეცი
რომ ჩემი თავი ხედ და მერე ხილად ვაქციო
რომ დამკრიფო და ნატურმორტად გადამაქციო,
მე სულში გხატო, შენ ფურცელზე ჩემო ,,კოტკოტა“...

31.12.2018 თ.ღ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები