მე.. ჯერ კიდევ ლუი ანდერსონზე გაზრდილ ბავშვს მესმოდა შენი თითოეული ემოცია და შენი გამოხედვის შემხედვარეს აღარც ერთ მანერაზე აღარ მეღიმებოდა.. მითუმეტეს მაშინ როცა არანაირი რჩევის მოცემა არ შემეძლო შენთვის..
მე.. ჯერ კიდევ ლუი ანდერსონზე გაზრდილმა ბავშვმა ვიცოდი თითქმის არაფერი იყო საშველი და მაინც ვუყურებდი შენს სევდიან თვალებს..
"რკინის ორლარიანი ჯიბეში და ათიათასი ოცნება გულში"
(ეს ფრაზა ფირფიტასავით ტრიალებს..)
ჩვენ ადამიანებს კიდე შეგვიძლია ერთმანეთის გადარჩენა ჰოდა გადავარჩინოთ..
მეგობარო.. შენ გული გტკიოდა დარბაზში მოსული ადამიანთა სიმცირის გამო.. მაგრამ მინდა გწამდეს რომ ჩვენ კიდევ შეგვიძლია შენს გვერდით მყარად დგომა.. და სანამ მცირე ადამიანებიდან თუნდაც ერთი მაინც იარსებებს დამიჯერე.. საკმარისი იქნება მისი ჩახუტება გასათბობად..
(როგორც არ უნდა იყოს მე შენამდე მოსვლა და ჩახუტება შევძელი)
და ბოლოს.. მე.. ლუი ანდერსონზე გაზრდილ და გვირილებზე შეშლამდე შეყვარებულ ბავშვს გვირილებზე მეტად მიყვარხარ..