 | ავტორი: ბარ ბარე ჟანრი: პროზა 10 იანვარი, 2019 |
დღეები რომლებიც ისტორიას რჩება არის ჩვენეული ფრაგმენტები.. ისინი არასოდეს ქრებიან ჩვენი მეხსიერებიდან.. ზოგჯერ უფერულ დღეებსაც ალამაზებენ.. წვიმას გაყვარებენ ან გავიწყებენ კიდეც.. არეული ფერები შემოაქვთ ლურჯ სამყაროში.. გაბედნიერებენ ხანდახან..
...
დღეები რომლებიც ისტორიას რჩება არის მოგონება.. თბილი ბავშვობის.. გადაულახავი წლების.. იქ დარჩენილი ადამიანების.. ოცნებების.. შენეული.. ჩემეული ფიქრების.. თუნდაც ნოემბრის..
...
უსიყვარულობა სუფევს თვალებს ნუ გაახელ ჯერ.. უემოციურობა სულს გატკენს.. დალაგებულ სამყაროს აგირევს.. მივიწყებულ თვითმკვლელობას გაგახსენებს.. შეიძლება მოგანატრებს კიდეც..
...
მე ვეღარ დაგპირდები სიყვარულს.. ძალა მხოლოდ საკუთარი გრძნობებისთვის შემომრჩა..
...
ჩემია ეს ჩანაწერი.. ჩემზე.. ჩემივე ავტორობით.. არცერთი დანატოვარი ემოციით.. მხოლოდ საკუთარ ეგოს.. თან ალტერ-ეგოს გავაკრიტიკებ..
...
დღეები ზოგჯერ უბრალოდ წარსულში რჩება და არანაირ ისტორიას არ ატარებს.. არც ფიქრებს.. არც ქარის მოტანილ თმის სურნელს.. არც შეცვლილ თვალებს იტევენ.. როგორც არ უნდა იყოს აგონიაში გვაგდებენ.. ჰაერს გვიხუთავენ.. მონატრებული დეტალები.. ადამიანები.. არტერიებს გვიკეტავენ.. გვახრჩობენ..
...
ვერნათქვამი ან არნათქვამი სიტყვებიც ჩაითვლება წარსულად.. დროდ რომელსაც ვერაფერი შეცვლის.. (იქამდე მაინც სანამ ზღაპრებივით დროის მანქანას არ გამოიგონებენ)
...
ამიტომ შეგვიძლია ფინჯანი ყავით ან წითელი ღვინით ხელში მშვიდად დავჯდეთ მიტოვებული კაფის.. ან სახლის (დიდი აივნით.. (აუცილებლად აივნით.. უაივნო სახლში არ ტრიალებს წვიმის და ფორთოხლის სუნი..) ზღვის ხედით)) და ვერნათქვამი სიტყვები.. გაყალბებული ემოციები.. დაშვებული შეცდომები ვინანოთ..
...
დღეები რომლებიც ისტორიას რჩება აღარ არის ისტორია.. ჩვენეული.. ჩემეული.. შენეული ფრაგმენტები თვითონ არის ისტორია.. ისტორიას არა.. ისტორიად რჩება.. ზუსტად ისე როგორც ჩემს შემდეგ ჩემი მეგობრები ჩემს ღიმილს ფერებდაკარგულ ადამიანებს ლურჯ სამყაროში შესაბიჯებლად დაუტოვებენ.. და შეაყვარებენ იმ წვიმას რომელიც მათთვის მხოლოდ ღრუბლებიდან წამოსული წყალია და სხვა არაფერი..
...
დღეებს ისტორიად ნაბიჯგადადგმული ადამიანები გვიტოვებენ.. გვაღიმებენ.. ემოციებს გვჩუქნიან ჩანაწერებისთვის..
...
ნუ დაიწყებთ ფიქრს.. ჩანაწერი ჩემია და წვიმის მხოლოდ ჩვენ ჩვენივე სამყაროდან ვაქრობთ ნაცრისფერ ფერებს და ნისლებთან ერთად შემორჩენილი სიყვარული მოგვაქვს თქვენამდე..
...
და ახლა.. ყავის ფინჯნით ხელში ვზივარ მიტოვებული კაფის კუთხეში.. წარსულის მოგონებებს ვიხსენებ უშაქრო ყავას ნახევრამდე ვსვამ და ვიღიმი..
...
და მაინც.. დღეები რომლებიც ისტორიას რჩება არის ჩვენეული მოგონება ჩვენეული ფრაგმენტებით.. საბოლოოდ ისინი წვიმასთან ერთად ისტორიას არა.. ისტორიად რჩებიან..
...
და როცა ჩათვლით რომ მარტო ხართ .. წვიმის დროს დასხედით იატაკზე.. ზურგით ღია აივნისკენ.. თვალები დახუჭეთ და მიგრძნობთ..
...
მიყვარხართ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|