ზეცა საუბრობს თოვლის ფიფქებით, მიწას გულამდე დააქვს ამინდი, თოვლით ნაქსოვი ქუდით მივყვები, შარას, რომელიც დღემდე სად მიდის
არ ვიცი, რადგან გზები ცხოვრების, არ მთავრდებიან მთების გადაღმა, როგორც ეს გული ნამაცხოვრები, მოკვდა და მაინც ღვივის თანდათან -
სიცოცხლე, მსგავსად მიწის წიაღში, როცა ზამთრობით მომკვდარს ჩამოგავს ბუნება, მაგრამ დროის წინაშე, არ დანებდება ყინვის სარკოფაგს.
იანვრის რიცხვებს დუელში ვიწვევ, მაგრამ წაგების ფიქრიც დამყვება... შობის დღის წირვა გასულა უკვე, არც ბედობის დღე მიდგას თავდებად...
დღეს უშენობის დამჩემდა შიში, თუმცა მასშიც ხომ შენია რაღაც... მინდა ღმერთივით თავიდან იშვე, ჩემი თვალების და გულის კართან...
ახლა ჩვენს შორის ათასი ზეცა - ათასი გზიდან მჭირდება ერთი, რომელიც ერთხელ მომიყვანს შენთან და სამუდამოდ დამტოვებს შენში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|