ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2019


რა უნდა შენთან სიმარტოვეს?

რა უნდა შენთან სიმარტოვეს,
იქნება მითხრა?
იქნება ლიბრი გადააძრო არსებას კანქვეშ და მზეთა შუქზე
დაგვანახო ის,
რაც აქამდე არასდროს გითქვამს...
რა უნდა შენთან სიმარტოვეს?
ასე მოცინარს, ღიმილით მდიდარს
კაცი იფიქრებს გასაჭირი არა აქვსო,
ირწმუნებს და გაუყვება გზას, რომელსაც არსაით მიჰყავს..
რა უნდა შენთან სიმარტოვეს?
რა უნდა შენთან სიმარტოვეს?
შენ ასე მართალს,
ასე უდარდელს ცხოვრება რომ არასდროს გტანჯავს,
რატომ გაქვს განცდა,
რომ ყველაფერი ამაოა,
რომ ყველაფერი სიგიჟეა,
რომ ყველაფერი ტკივილია,
რატომ ვერასდროს ვერ ისწავლე
სევდისგან დაცლა?
რა უნდა შენთან სიმარტოვეს?
რა უნდა - თითქოს
შენ გარეშემო ტრიალებდეს მთელი სამყარო,
რა უნდა - თითქოს
შენ გარეშემო
გყავდეს ხალხი
და ნავსაყუდელს
გარე-გარე ეძებდე მაინც..
რა უნდა შენთან სიმარტოვეს?
გაგვაგებინე...
მიდი ახსენი საიდუმლოს წარსულის კლიტე
და დაწვრილებით მოგვიყევი,
მაინც რა გიტევს...
რა უნდა შენთან სიმარტოვეს?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები