ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარ ბარე
ჟანრი: პროზა
16 იანვარი, 2019


უ-შიშ-ოდ

შიში პიროვნების გაორების..
უშენობის..
ფსიქიკის დანგრევის..
მარტოობის..
უარყოფის შიში..
სევდა რომელიც არ ქრება ვენებიდან..
ახალი ადამიანების შიში..
მერე მათი დაკარგვის და
ცარიელი ადგილების..
იმედების გაცრუების შიში..
მიტოვებულ მატარებლებს ჰგვანან ჩემი ხელები
როცა შენ არ მოდიხარ ჩემთან..
არ მეხუტები..
შენს ჰაერს არ მინაწილებ..
არ მეუბნები რომ შენი
სიცოცხლის უდიდესი ნაწილი ვიყავი..
არ მახსენებ რომ ერთმანეთი
შემოდგომის ყვითელ ფოთლებზე მეტად გვჭირდებოდა..
მიდიხარ ჯერ ვერ მოსული თოვლის მერე..
მატოვებ კოცნას ტუჩებთან..
კოცნას რომელსაც ვერავინ შეცვლის..
და
მიყვირი..
მხოლოდ იმიტომ რომ ვნადგურდები..
რომ ჩემი თმები განაცრისფრდა..
რომ სილურჯე წაგართვი..
ღრიალებ..
მე კი ხელებზე ჩა-ლურჯ-ებებს ვმალავ..
ცა აღარ არის ლურჯი..
ლურჯი ჩემი სულივით..
მისგანაც წავიდა ყველაფერი რაც სჭირდებოდა..
წვიმები..
ფერები..
ქარები..
და
შენ..
მე კი ვდგავარ ღამით ზღვის ნაპირას
ვტირი შავი ტალღების გამო..
ვკანკალებ..
(ვაღიარებ ჩემს უკანასკნელ შიშს..
წყალს ღამით)
და აქაფებულ ტალღებს ვერევი..
შენ არ იქნები პირველი
ვინც შიშმა დაამარცხა..
მე ყოველთვის ბოლოდან მეორე დავრჩები..
ვერცერთი ამოსუნთქვა ვერ იქნება ტკივილების გარეშე..
შურისძიება ჯერ კიდევ სიცივისკენ სწრაფვას ასახავს..

...

პიროვნების გაორება..
ყვირილი..
შენ უსუსური..
მე კაცთმოძულე
მოვდივარ შენთან და
გართმევ ყველაფერს იმას
რაც გიღირდა..
რაც სიამოვნებას განიჭებდა..
რაც გიყვარდა..
გართმევ ჩემს სხეულს..
ჩემს სულს..
ჩემს სითბოს
და
უსასრულობაში გაგდებ..
(მთელი სამყარო იყავი ჩემთვის..
მთელი არსებული სამყარო..)
ახლა შენ დგახარ აივანზე..
ქვევით ადამიანებს უყურებ და
ითვლი..
ითვლი წამებს იქამდე
სანამ ჩაეხუტები მიწას..
(მე აღარ ვიქნები შენი)
სულ ყველა არტერია გტკივა..
მესმის როგორ ღრიალებ..
როგორ უჭერ ჭრილობას
და ცრემლები მოგდის..
გინდა ყველაფერი სიზმარი იყოს..
ცდილობ გაღვიძებას..
თავზე შემორჩენილი ძალებით იჭერ ხელებს..
და..

სიბნელე..

....

ისევ პიროვნების გაორება..
შიში მარტოობის..
შენ თეთრ ოთახში სილურჯის ფრაგმენტებს ეძებ..
მეძებ მე და ტირი..

ახლა შენ გეშინია ყველაფრის..
მე შიშის აღიარება მაიძულეს..
ვზივარ აივანზე ნახევრად მთვრალი..
ვამტვრევ შამპანურის ჭიქას
და ჯერ კიდევ იმ დაკარგულ
წუთებს ვტირი
შენამდე რომ მივატოვე..

იქნებ შიშებისგან გადაგარჩინონ..
გაბრუებენ წამლებით
და უჩემობას გაცლიან..
თვეებია ჩემს სახელს გაბოდებს..
ჩემი თმის სურნელი გელანდება..
(მე შენს სუნამოსთან ერთად მეძინა)
დგები
იცვამ ჩემს საყვარელ პალტოს..
უსმენ მოცარტს და მიდიხარ..
აღარ ბრუნდები თოვლად..
აღარც წვიმად..
და მტოვებ..

.....

ისევ მარტოობის შიში..
ისევ გაორების..
ისევ ცრემლები..
ტკივილები..
ქაოსი..
ისევ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები