რაღა ვქმნათ ეფრემ,აღარ ათბობს გულს სიყვარული კაცობრიობის... უმისამართოდ გარდაცვლილან ემოციები! რწმენით მომავლის თუმცა წარსული თუ დაივიწყე, არაა აწმყო არც მომავალი ეფრემ ძმობილო...
სიტყვაძუნწი ვარ თავად,ვის რას ვასწავლი ჩემი პლიუსი მასხარაობა გამხდარა ამ დროში ცირკის არა,უფრო მსოფლიოს ახალბედა მსახიობი ვარ...
ვეტრფი...ოღონდ ხშირად თავად არ ვიცი რას ანდა როგორ, სამიდამოა აზროვნება,შელახული ანდაც უბრალოდ წაბილწული, მაინც მოქმედებს... რაც არ უნდა ეცადო მაინც,ხალხნი ვართ ჩვენაც ეფრემ,ხალხნი ვართ. ბრმები...
ბილიკებს ვლახავთ,საცალფეხოს, ერთი ფეხით და კონკრერული რაოდენობის ხელებით ცისკენ, ღმერთი ერთია ეფრემ!მოწყალეა მოგვივლენს ლოცვას... სისულელეა! არაფერი ცვივა ციდან,თვით მოწყალებაც.
ვიძინებ ეფრემ,მეგობარო,ჯერ არ არის გვიანი თრობა, შენ დალიე და იგალობე დაბადებისა,თავი მეექვსე,ნაწილი მეცხრე, ნოეს ამბავი,მართალი კაცის, თვით უფლის მიმართ, რომელიც რომ დადიოდა უფლის გზაზე,თუნდაც მცირე ხნით...
მე დავიძინე უკვე და შენ გააგრძელე ეფრემ შენი გზა, მე ნუ დამიცდი,ჩემი გზა მაქვს სავალი ბევრი ფეხით და ერთი ხელით გულზე მიბჯენით...
მშვიდობით გევლოს მეგობარო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ხდება ხოლმე ხდება ხოლმე
1. ხო, რავი აბა... ხო, რავი აბა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|