ჯანდაცვის მინისტრმა თქვა რომ პირბადეებით უნდა გვევლო, გადავწყვიტე დამეჯერებინა რადგან თუ რამე მომივიდა მერე მეც არ ვიწუწუნო, რას გვიშვება ეს მთავრობა თქო. სამწუხაროდ არავის უთქვამს რომ პირზე უნდა გამეკეთებინა, ამიტომ სამი დღე ჩანთით ვასეირნებდი, წიგნში მედო, ამიტომ თამამად მოვირგე, ალბათ წიგნის სუნი რომა მივა უკეთესია. მეტროში ღიღინით შევედი. ო რალამაზმა გოგომ გამიღიმა, კიდევ კარგი პირბადე მიკეთია თორემ დამინახავდა, აი მეორეც მიყურებს, რა ხდება? კანში თავდაჯერებულობა მიჯდება და უცბად ინაცვლებს ფილტვებშიც. ამოვისუნთქე და პირბადეს გაეგლისა. თურმე ხელს ვიქნევდი, დირიჟორივით, ძალიან დავეჩვიე ამ უაზრობას. მატარებელის ხმა მკაფიოდ ისმის, და აი გამოჩნდა კიდეც. ცოტა მეუცნაურა, გველივით მოიკლაკნებოდა და ისე მოიკვლევდა გზას. ახლოს მივედი კიდესთან და ინტერესით გავინაბე. ისევ ისე მოდიოდა, ცოტა მეშინოდა , მაგრამ ყოველდღე ხო არ ნახავ ასეთ რამეს. რომ გაჩერდა კარები პირდაპირ ჩემს ცხვირ წინ გაიღო, უპირატესობა ვიგრძენი ჩემი გათვლების გამო და ამაყად შევაბიჯე, ცოტა არ იყოს გული დამწყდა რომ ჩემი ტრიუმფი ვერავინ შეამჩნია, თუმცა დავიკიდე. შიდა განათების ნათურაზე გამოკიდებულმა მოხუცმა გამომწვევად ჩამიკრა თვალი, ვიფიქრე ჩემი იმედგაცრუებით ძღება თქო და ჩანთიდან ინსტიქტურად ამოღებული წრიაპი ვესროლე აორთქლება მოასწრო, მაგრამ გაუჩინარების ბოლო ეტაპზე ხელოვნური კბილები ჩამოუვარდა და ნათურის ქვეშ მდგომ გოგონას თავზე დაეცა, მან უეცარი მოძრაობით დაიჭირა და მისით თმა შეიკრა, ჩანები უეცრად თმისსამაგრად გადაიქცა, თუმცა მაინც მაღიზიანებდა, მგრძნობდი რომ შიგ სულში შემომცინოდა. ,,ელოდე მაშინ როცა არ ელოდები!“- დავიღრიალე განრისხებულმა, ზემოთ ხსენებული მანდილოსანი ელდანაცემი შემობრუნდა, სახის მაგივრად სარკე ჰქონდა და იქიდან სწორედ ის მოხუცი მიცქერდა, ისევ იღიმოდა და ჩემს ყველა ნაკვთის თუ კიდურის მოძრაობას იმეორებდა. კარგად დავაკვირდი და ჩემთვის დავიწყე მსჯელობა: ,, ის რასაც ხედავს მე ვარ, მაგრამ მე რასაც ვხედავ ესეც მე უნდა ვიყო, ვინაიდან სარკეში ვიყურები.“ უკვე უნდა მიმხვდარიყავი რომ ჩემს თავს ვუყურებდი მომავლიდან მაგრამ სწორედ ამ დროს სარკემ ბზრიალი დაიწყო, ძალიან სწრაფად, გამოსახულება და სარკის კონტურებიც ბუნდოვანი გახდა, ამ სისწრაფეში მხოლოდ ცელი თუ გამოჩნდებოდა ხოლმე უცბათ მე გამოვყავი თავი ვიყვირე ,,ბუბუდი ბაბუდი ბუ“ და გავუჩინარდი. თვალი რომ გავახილე სასაფლაოზე ვიყავი. მატარებელი არსად იყო. გავაანალიზე რომ აქედან ფეხით მომიწევდა სახლში წასვლა. წავედი. უეცრად თვალი მოვკარი საფლავი ღობეზე მჯდარ სამ პიროვნებას, მაისურებზე სამივეს დიდი ასოთი ეწერათ ,,ჯ“. ,,გამარჯობა. - მივესალმე - ხომ ვერ მეტყვით როგორ გავაღწიო აქედან? და იმასაც ხომ ვერ მეტყვით ეს ასო რას ნიშნავს?“რა ვქნა?! ვერ მოვითმინე , მაინტერესებდა ეს უცნაურობა, თუმცა ამის თქმა იყო და სამივეე დაიგრაგნა მათ ადგილას კი სამი საფლავის ქვა გაჩნდა თავისი ეპიტაფიებით. პირველზე ეწერა ,, აქ განისვენებს ჯემალი, ის მილიარდერი იყო და მილიარდის ზემოთ რაც მილიონები მოემხობოდა ქველმოქმედებაში ხარჯავდა, მისი ფეისბუქ გვერდის ინფორმაციით სიკვდილის ბოლო თვეშიც კი 1800 ოჯახი დააპურა“, მეორე ქვაზე - „ აქ განისვენებს ჯონი, ის მილიარდერი იყო და რაც მილიარდს ზევით მილიონები მოემხო მსოფლიოში უზარმაზარი აუზის აშენებას დაახარჯა, მისი მოსამსახურეების თქმით, აუზზე საბანაოდ ოქროს ,,ფლოსტებით“ მიდიოდა ხოლმე, ამ დროს კი სახე ბავშვივით უბრწყინავდა.“ - მესამე ქვა ,, აქ განისვენებს ჯონდო, ის მილიარდერი იყო, ჯონდო იმის ნახევარს უხდიდა ჟურნალისტებს რასაც ჯემალი ხარჯავდა ქველმოქმედებაში, რათა მასმედიაში ხმა გაევრცელებინათ რომ ვითომ მასზე სამჯერ მეტი ჰქონდა დახარჯული.“ ცოტა არ იყოს დავიბენი, ვერაფერს მივხვდი, მაგრამ გადავწყვიტე რომ არასოდეს გავხდებოდი მილიარდერი. დახმარების გარეშე მალე დავიკარგე. ღამდებოდა. ვგრძნობდი როგორ იზრდებოდა ჩემში ,,რა დავაშავე“ , ვებრძოდი მაგრამ ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან თავს გაითავისუფლებდა. ასეც მოხდა, უეცრად მომწყდა ხორხიდან, ჰაერში გავარდა ბგერითი ტალღის სახით და ჩემივე ფორმით გამოისახა ჩემს ცხვირ წინ. მე ღრმად ჩავისუნთქე და რგოლებად გამოვუშვი პირიდან, როგორც მეზობელი ბიჭები უშვებენ ხოლმე სიგარეტის ბოლს. ერთი რგონი ზედმეტად დიდი გამომივიდა და საკმაოდ დიდხანაც ჰქონდა შენარჩუნებული ფორმა. რგოლს უეცრად ცეცხლი მოედო და გარშემო მაყურებლების შეძახილები გაისმა. არ ვიცოდი რას ვშვრებოდი , სხეული არ მემორჩილებოდა, ძალაუნებურად გავრბოდი ცეცხლმოკიდებული რგოლისკენ, ავხტი და ამ რგოლში გავძვერი. გარშემო უფრო გაიზარდა ხმაური, მაგარი ლომი ხარო მეუბნებოდნენ. გავიფიქრე რომ ნეტა ბიძაჩემი ხედავდეს ამას თქო, ბავშვობაში ხომ მეუბნებოდა ლომი უნდა იყოო. აი ძია აგისრულე. ტაში ნელ-ნელა ძლიერდებოდა, იმდენად სინქრონული იყო ეს ყველაფერი რომ თითქოს ერთი დიდი ხელის მიერ იყო ეს აპლომისმენტები მოცემული, მართლაც გამიხარდა რომ ყველა ხელი ნელ-ნელა დაგაიზარდა უზარმაზარ ერთ ხელში. ის ის იყო უნდა მეამაყა რა მაგრად მივხვდი ვერ გამაცურეს თქო რომ ხელი მოიმუშტა და ჩემი თავისკენ მოთხლეშით გამოექანა. თავზე ხელი დავიფარე და ზევით რომ ავიხედე თავს ზემოთ ცხრა ხვრელი იყო ამოჭრილი, თავს ხან ერთში ავყოფდი ხოლმე და ხან მეორეში. ის ხელი კი რომელიც მე მირტყავდა ცდილობდა მოესწრო ჩარტყმა სანამ მე უკან დაბრუნებას მოვასწრებდი, ყოველთვის მინდოდა ამ თამაშის თამაში ოღონდ ხელის როლში ყოფნა, ეჰ რა უკუღმართია სამყარო. ხელი მომხვდა.
როდესაც გონზე მოვედი ძველი საავადმყოფოს შესასვლეთან ვიყავი. თენდებოდა, მაგრამ მზე ჩადიოდა, გამიკვირდა რანაირად თქო, თუმცა მერე გამახსენდა რომ ღამურა ვიყავი და დავიკიდე1 . პირბადე მოვიძრე, რადგან ცეცხლში გაძვრომის დროს ნახევარი ატუსულიყო. ემოციებისგან დაცლილი ვიყავი და სასწრაფოდ მინდოდა ტუალეტში წასვლა. გავფრინდი, მზეში წონასწორობა დავკარგე და ვიღაცას დავეცი თავზე, თმებში ავეხლართე. მან უცბათ მოიკიდა ხელი თავზე და თმა შეიკრა. თმისსამაგრი ვიყავი, ის მოხუცი ვიყავი წეღან ,, მე“ რომ იყო სარკეში. ქალი ტუალეტში შევიდა. დავფიქრდი. ცხოვრება მართლაც გავს საპირფარეშოს, მასსავით მყრალია, მაგრამ დიდი ხანი ჯდომის შემდეგ ისევე ვეჩვევით ამ სიმყრალეს როგორც ცხოვრებას შეჩვეულა მრავალი ადამიანი. აბა ცხოვრება თუ ტუალეტია მაშინ გამოდის რომ ნეხვითაა სავსე და ამით კი კმაყოფილი მხოლოდ და მხოლოდ მწვანე ბუზი თუ იქნება. კი, კი ბედნიერი მხოლოდ მწვანე ბუზი თუ იქნება ამ სამყაროში. მივხვდი რომ ბედნიერი ვიყავი... ,,ბზზზზ...“
1. ღამურას თავდაყირას სძინავს
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მე კიდე წინა კომენტარზე მაგრად დავიბოღმე და ახალ ჩანახატში მთელი აბზაციც კი მოგიძღვენით :)) ცუდი არაფერი ბოღმიანი კაცის ფიქრებია , რომელსაც არ უნდა რომ სხვა მასზე წინ იდგეს, არადა ქვეცნობიერში თუ რეალობაში ხვდება რომ.... :))) ხო ტვალეტი აქაცაა, ჩემს შემოქმედებას, ქაქის სუნი გასდევს :)) მე კიდე წინა კომენტარზე მაგრად დავიბოღმე და ახალ ჩანახატში მთელი აბზაციც კი მოგიძღვენით :)) ცუდი არაფერი ბოღმიანი კაცის ფიქრებია , რომელსაც არ უნდა რომ სხვა მასზე წინ იდგეს, არადა ქვეცნობიერში თუ რეალობაში ხვდება რომ.... :))) ხო ტვალეტი აქაცაა, ჩემს შემოქმედებას, ქაქის სუნი გასდევს :))
12. უტუალეტოდ რავა იქნებოდა) მე მიყვარს აბსურდი) ეს ცუდი არაა .5 უტუალეტოდ რავა იქნებოდა) მე მიყვარს აბსურდი) ეს ცუდი არაა .5
11. მოგიკითხა ამანაც :))) მოგიკითხა ამანაც :)))
10. წავიკითხე და ძირითადში ვეთანხმები ქალბატონ ლუბას :)
მოკითხვა ფინქს
წავიკითხე და ძირითადში ვეთანხმები ქალბატონ ლუბას :)
მოკითხვა ფინქს
9. მადლობა სერენა, გამახარე <3 მარაა ეს 5555555 კი არაა 4848484848484848 :))))) ვღადაობ, შორს ჩემგან ორივე ;))) მადლობა სერენა, გამახარე <3 მარაა ეს 5555555 კი არაა 4848484848484848 :))))) ვღადაობ, შორს ჩემგან ორივე ;)))
8. ჰმმმ ცხოვრება მართლაც მოულოდნელობებითაა სავსე, რას წარმოვიდგენდი თუ ფინქისთან ამას ვიტყოდი, მაგრამ ვერ ვიქნებოდი უსამართლო და თამამად ვაცხადებ: "ხუთი ქულა გრიფინდორს ! " :D
რასაც მართლა ვერ წარმოვიდგენდი არის ის რომ ფინქის რომელიმე ციტატას ამოვაკოპირებდი, მაგრამ რა ვქნა ამის გაკეთებასაც მაიძულებს ეს ნაწერი: ,, აქ განისვენებს ჯემალი, ის მილიარდერი იყო და მილიარდის ზემოთ რაც მილიონები მოემხობოდა ქველმოქმედებაში ხარჯავდა" რამოდენა ირონიაა ამ პატარა ფრაზაში და კიდევ რაღაც, რაღაც ძალიან მართალი. ზოგადად იგივეს თქმა შემიძლია მთლიანად ტექსტზე, ის არის ძალიან მართალ, ახალგაზრდული, მოქნილი თანამედროვე ენით დაწერილი, ძალიან უხდება ეს თანამედროვე ბიჭური ენა. მართლა გაოცებული ვარ ფინქ, ალეგორიებზე და ფანტაზიაზე აღარაფერს ვამბობ. მართლა ყოჩაღ !
ურაკის პროგრესულო წევრებო, ეს უნდა წაიკითხოთ ! )))
ასე წერე რა აწი სულ და ამაზე უკეთესად.. +55555555555 ჰმმმ ცხოვრება მართლაც მოულოდნელობებითაა სავსე, რას წარმოვიდგენდი თუ ფინქისთან ამას ვიტყოდი, მაგრამ ვერ ვიქნებოდი უსამართლო და თამამად ვაცხადებ: "ხუთი ქულა გრიფინდორს ! " :D
რასაც მართლა ვერ წარმოვიდგენდი არის ის რომ ფინქის რომელიმე ციტატას ამოვაკოპირებდი, მაგრამ რა ვქნა ამის გაკეთებასაც მაიძულებს ეს ნაწერი: ,, აქ განისვენებს ჯემალი, ის მილიარდერი იყო და მილიარდის ზემოთ რაც მილიონები მოემხობოდა ქველმოქმედებაში ხარჯავდა" რამოდენა ირონიაა ამ პატარა ფრაზაში და კიდევ რაღაც, რაღაც ძალიან მართალი. ზოგადად იგივეს თქმა შემიძლია მთლიანად ტექსტზე, ის არის ძალიან მართალ, ახალგაზრდული, მოქნილი თანამედროვე ენით დაწერილი, ძალიან უხდება ეს თანამედროვე ბიჭური ენა. მართლა გაოცებული ვარ ფინქ, ალეგორიებზე და ფანტაზიაზე აღარაფერს ვამბობ. მართლა ყოჩაღ !
ურაკის პროგრესულო წევრებო, ეს უნდა წაიკითხოთ ! )))
ასე წერე რა აწი სულ და ამაზე უკეთესად.. +55555555555
7. ანაა დიდი მადლობა, ყოველთვის გამიხარდება შენი გამოხმაურება. დათო არ მითბამს რომ კრიტიკა ცუდია, ისე ზოგადად ვთქვი, გავიხუმრესავით და მეექვსე კომენტარის მეორე ნაწილში გამოგიტყდები და ინჩი ბინჩი ვერ გავიგე :)) რავიი რაა.. ძალიან გამიხარდა სამივეს გამოხმაურება, მეგონა არავინ კითხულობს თქო და გული მწყდებოდა... მადლობა :)) ანაა დიდი მადლობა, ყოველთვის გამიხარდება შენი გამოხმაურება. დათო არ მითბამს რომ კრიტიკა ცუდია, ისე ზოგადად ვთქვი, გავიხუმრესავით და მეექვსე კომენტარის მეორე ნაწილში გამოგიტყდები და ინჩი ბინჩი ვერ გავიგე :)) რავიი რაა.. ძალიან გამიხარდა სამივეს გამოხმაურება, მეგონა არავინ კითხულობს თქო და გული მწყდებოდა... მადლობა :))
6. რომელი კრიტიკოსი მე მნახე, მკვდარს არ აქვს იმდენი დრო, მე რომ მაქვს.) ნაჩვევი ისეთი თქმაა, ანუ ,ბევრჯერ ვთქვი ცუდი?ნურას... ის)
რაც იქ დავაკელი ახლა ვიტყვი, ბარემ, უცებ. დასაწყისში გიცანი უკვე, მგონი. ქ-მ ლუბას დაავიწყდა თუ გადაავიწყდა არ ვიცი, მაგრამ მე “ძღება” , არა , რა? პ, არ ვიცი) რომელი კრიტიკოსი მე მნახე, მკვდარს არ აქვს იმდენი დრო, მე რომ მაქვს.) ნაჩვევი ისეთი თქმაა, ანუ ,ბევრჯერ ვთქვი ცუდი?ნურას... ის)
რაც იქ დავაკელი ახლა ვიტყვი, ბარემ, უცებ. დასაწყისში გიცანი უკვე, მგონი. ქ-მ ლუბას დაავიწყდა თუ გადაავიწყდა არ ვიცი, მაგრამ მე “ძღება” , არა , რა? პ, არ ვიცი)
5. "შენი მედდა მუნჯია, პირბადიდან ზღვა უჩანს...") მგონი შეგაქო) მე კი ნამდვილად გაქებ, კარგი წარმოსახვა გაქვს, ფიქრობ ღრმად და წერ მარტივად<3 "შენი მედდა მუნჯია, პირბადიდან ზღვა უჩანს...") მგონი შეგაქო) მე კი ნამდვილად გაქებ, კარგი წარმოსახვა გაქვს, ფიქრობ ღრმად და წერ მარტივად<3
4. დათო ძალიან მინდა შენი კომენტარი დადებითად მივიღო მაგრამ შენგან კრიტიკას უფრო ვარ ნაჩვევი ამიტომ ვერ მივხვდი, მარა მადლობა რომ წაიკითხე <3 დათო ძალიან მინდა შენი კომენტარი დადებითად მივიღო მაგრამ შენგან კრიტიკას უფრო ვარ ნაჩვევი ამიტომ ვერ მივხვდი, მარა მადლობა რომ წაიკითხე <3
3. გავასწორებ ქალბატონო ლუბა. მადლობა რომ გამომეხმაურეთ. გავასწორებ ქალბატონო ლუბა. მადლობა რომ გამომეხმაურეთ.
2. პირბადიდან ზღვა უჩანს პირბადიდან ზღვა უჩანს
1. ბორხესის ხსენებამ შემომიტყუა ამ პროზაში და როგორც აღმოჩნდა, ტყუილად არა. გავიხსენე რედაქტორის ჩვევა და შევახსენებ ავტორს, სწორია მილიარდერი და არა მილიარდელი. სულ ეს გამოდგა ჩემი აქ შემოფრენის მიზანი. "ბზზზზზ" - რიგითი მწვანე ბუზი. ბორხესის ხსენებამ შემომიტყუა ამ პროზაში და როგორც აღმოჩნდა, ტყუილად არა. გავიხსენე რედაქტორის ჩვევა და შევახსენებ ავტორს, სწორია მილიარდერი და არა მილიარდელი. სულ ეს გამოდგა ჩემი აქ შემოფრენის მიზანი. "ბზზზზზ" - რიგითი მწვანე ბუზი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|