ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოლიაძე
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2019


* * *

ბოლოდან ვკითხულობ დათხაპნილ წერილებს,
უფრო კი ვფურცლავ და ვერც ვიგებ რა ხდება...
მთავრდება? კი მაგრამ დასაწყისს ვერ ვამჩნევ
და შუა ნაწილში მელანი თავდება.

ზაფხულის ქეშიან ამინდებს მივსტირი,
წამალი არ მეყო, ნერვები მაწყდება,
არ მესმის რა ხდება? ვფიქრობ და ჭირივით
მელანი ფურცლების შუაში თავდება.

მაღვიძებს საღამოს ბინდისფერსოფელი,
ცათაშინ გაბნეულ ლექსებზე ვმღერივარ,
მამლების ყივილს ხომ აღარ აქვს საშველი,
სიზმარი ვერ ნახო? საშინელ დღეში ვარ...

ზანზალაკს ვაწვალებ, ხელებში ვეფლობი,
წერილებს ვეძებ და ფურცლებიც არ მხვდება...
რა ხდება? აჩრდილნო ველურად ვერთობით?
ათასში ერთი და ისიც მე შემხვდება.

ტრფიალით ვაცილებ ტრიუმფის მთხოვნელებს,
ლაპარაკს სჯობია იფიქრო მგოსანო...
არ მესმის რა უნდათ სიმდიდრის მლოცველებს
არ მესმის, არ მესმის, არ მესმის მგოსანო.

ჯანდაბას ყოველი, ავიტან ამ ერთხელ,
წერილებს ვეღარ წერს ბებერი მწერალი,
სამი რამ აკლია უშფოთველ ცხოვრებას
და მასში ერთია ფურცლებზე მელანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები