ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დრნუკი
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2019


არაფერს ვდარდობ

                                                        არაფერს ვდარდობ
რა  უცნაურად  გათენდა  დილა - ნატვრა  ღრუბლებში  გადაიმალა,
მე კი არ  ვდარდობ...
ხო, აღარ ვდარდობ,  ჩემს ბილიკებს, ეკალბარდიანს,  თუმცა  მზით სავსეს,
დღეს აღარ ვდარდობ....
არც დაკარგულ გზას,  შენსკენ  სავალს და არც  სიჩუმეს,
მე  აღარ ვდარდობ...
დაკარგულ რითმას, დაკარგულ წამებს,  წუთებს, საათებს, დღეებს, სიყვარულს.....
სულ აღარ ვდარდობ...
თეთრი ლექსებით შევქმნი ქაოსს ჩემს სამყაროში,
სიგიჟე მართობს.
გრძნობა-არეულს  სწორი რითმა აღარ მიხდება,
არც ამას ვდარდობ!
დავარცხნილი თმა,  ბრძნული მზერაც არ მომიხდება...
სხვებმა იდარდონ...
ცელქი  ქარებით აივსება ჩემი ცხოვრება, გული გათბება
და მეც გამათბობს...
ტკივილის  ბილიკს  დავიწყების  ხავსი  დაფარავს.
არც  შენ  იდარდო-დიდი ხნის მერე 
სინანული გულს თუ გაკაწრავს.
არ დაიდარდო!
მზე მდინარეში ჩავარდება და მთებს გადაწვავს!
მთებმა იდარდონ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები