 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 28 იანვარი, 2019 |
დრო ძველ მოგონებებს ისე ფურცლავს, თითქოს ხელში ჰქონდეს რარიტეტი. უნდა შეეგუო აწი ჩუმ ცას, თუკი ასასვლელი ჩაიკეტა... გარეთ ქარწვიმების სეზონია, შეუხმატკბილები დუეტებით. ისევ ფანოღები მეზობლისგან, ყელში ამოსული კუპლეტებით... ფიქრსაც სიხშირე აქვს უხარისხო, ისმის მოგონება ნაწყვეტ-ნაწყვეტ... იქნებ ხასიათი ახალისო, კვლავ "სამენდელსონოდ" გამოაწყო... ქუჩას უბნის ძველი ლოთები ჭირს, ბოთლი დარჩენიათ დასაცლელი. დარდიც იქვე გდია, მოთელილი, სხვაგან არსადა აქვს წასასველი... მოითვალსაფარეს აივნებმა, ვითომ არავინ ჰყავთ გასაკილი. ქარის გზავნილებიც გაიბნევა, ქალის გაუმხელელ ასაკივით... კარზე მოჯახუნე ამინდები, ხსოვნა - გულმოდგინე ბუკინისტი. კარგად რომ მიცნობდე, გამიგებდი, თუმცა, შენი საქმის უკეთ იცი... 24.01.19
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. უჰ! ძალიან კარგია. რიტმია ისეთი, აი, ისეთი, მე რომ მიყვარს.
"ქარის გზავნილებიც გაიბნევა, ქალის გაუმხელელ ასაკივით... კარზე მოჯახუნე ამინდები, ქარის გზავნილებიც გაიბნევა, ქალის გაუმხელელ ასაკივით... კარზე მოჯახუნე ამინდები, ხსოვნა - გულმოდგინე ბუკინისტი. კარგად რომ მიცნობდე, გამიგებდი, თუმცა, შენი საქმის უკეთ იცი..." - განსაკუთრებით.
"ხსოვნა - გულმოდგინე ბუკინისტი." - ამას მოფიქრება ხომ უნდოდა. ძალიან მაგარია. :)
"
უჰ! ძალიან კარგია. რიტმია ისეთი, აი, ისეთი, მე რომ მიყვარს.
"ქარის გზავნილებიც გაიბნევა, ქალის გაუმხელელ ასაკივით... კარზე მოჯახუნე ამინდები, ქარის გზავნილებიც გაიბნევა, ქალის გაუმხელელ ასაკივით... კარზე მოჯახუნე ამინდები, ხსოვნა - გულმოდგინე ბუკინისტი. კარგად რომ მიცნობდე, გამიგებდი, თუმცა, შენი საქმის უკეთ იცი..." - განსაკუთრებით.
"ხსოვნა - გულმოდგინე ბუკინისტი." - ამას მოფიქრება ხომ უნდოდა. ძალიან მაგარია. :)
"
5. დიდი მადლობა, თუ თქვენი ფიქრის კარზეც "მოაჯახუნეს" ჩემმა ამინდებმა... დიდი მადლობა, თუ თქვენი ფიქრის კარზეც "მოაჯახუნეს" ჩემმა ამინდებმა...
4. ფიქრსაც სიხშირე აქვს უხარისხო, ისმის მოგონება ნაწყვეტ-ნაწყვეტ... იქნებ ხასიათი ახალისო, კვლავ "სამენდელსონოდ" გამოაწყო... :) +++ ძარღვები აქვს ამ ლექსს ისეთი, თოკებივით, ხელითაც კი მოეჭიდები. 5.
ფიქრსაც სიხშირე აქვს უხარისხო, ისმის მოგონება ნაწყვეტ-ნაწყვეტ... იქნებ ხასიათი ახალისო, კვლავ "სამენდელსონოდ" გამოაწყო... :) +++ ძარღვები აქვს ამ ლექსს ისეთი, თოკებივით, ხელითაც კი მოეჭიდები. 5.
3. ვფიქრობდი ახლა, რაღაც კარგი დამრჩა ამ დღეებში წაუკითხავი აქ - თქო და გამახსენდა, რომ ეს არ წამიკითხავს :)
"მოითვალსაფარეს აივნებმა, ვითომ არავინ ჰყავთ გასაკილი."- სული აქვს ჩადგმული თქვენთან ყველაფერს ...
ვფიქრობდი ახლა, რაღაც კარგი დამრჩა ამ დღეებში წაუკითხავი აქ - თქო და გამახსენდა, რომ ეს არ წამიკითხავს :)
"მოითვალსაფარეს აივნებმა, ვითომ არავინ ჰყავთ გასაკილი."- სული აქვს ჩადგმული თქვენთან ყველაფერს ...
2. ძველი მოგონებები რარიტეტია აბა რა არის :)
მოითვალსაფარეს აივნებმა, ვითომ არავინ ჰყავთ გასაკილი. ქარის გზავნილებიც გაიბნევა, ქალის გაუმხელელ ასაკივით... კარზე მოჯახუნე ამინდები, ხსოვნა - გულმოდგინე ბუკინისტი. კარგად რომ მიცნობდე, გამიგებდი, თუმცა, შენი საქმის უკეთ იცი...
კარგია ქალბატონო თანანა , კარგი ::) ძველი მოგონებები რარიტეტია აბა რა არის :)
მოითვალსაფარეს აივნებმა, ვითომ არავინ ჰყავთ გასაკილი. ქარის გზავნილებიც გაიბნევა, ქალის გაუმხელელ ასაკივით... კარზე მოჯახუნე ამინდები, ხსოვნა - გულმოდგინე ბუკინისტი. კარგად რომ მიცნობდე, გამიგებდი, თუმცა, შენი საქმის უკეთ იცი...
კარგია ქალბატონო თანანა , კარგი ::)
1. მეც მინდა რომ უბნის ლოთი გავხდე, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის.. :(( ლექსი ლამაზია,თვალწინ წარმომიდგა ჩემი უბანი <3 მე ჩემთვის მონიჭებული უფლების მაქსიმუმს გიწერთ.. წარმატება <3 მეც მინდა რომ უბნის ლოთი გავხდე, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის.. :(( ლექსი ლამაზია,თვალწინ წარმომიდგა ჩემი უბანი <3 მე ჩემთვის მონიჭებული უფლების მაქსიმუმს გიწერთ.. წარმატება <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|