"ის, ვინც ინარჩუნებს უნარს ახალი შთაბეჭდილებებით აღფრთოვანებისა, დიდხანს ინარჩუნებს ახალგაზრდობას". რაღაც ამდაგვარი თქვა დოსტოევსკიმ, რასკოლნიკოვის დედაზე. ეს გამახსენდა და ახალი გატაცების წყალობით, გლობალურ დროში თუ უდროობაში გადაშვებული და ახალი ინცორმაციით მოცული გონება რეალობაში დაბრუნდა. ესე იგი მაშინებს გარეგნობაში შემოჭრილი ცვლილებები,. კიდევ უფრო კი- მოსალოდნელი სიბერის უძლურება. არადა, სულ რამდენიმე წამის წინ ხელებით ყოველდღიური, ყოფითი წვრილმანის შემსულებელს თავში მიტრიალებდა განცდა იმისა, როგორი წამიერი და წარმავალია ნებისმიერი საქმე და მისწრაფება. იქვე ცუღლუტური ირონია მაღიმებს: ნეტავ, რას იფიქრებენ არქეოლგები, თუ კი 10 000 წლის შემდეგ ამ ტერიტოტერიას შეისწავლიან და აგავას გარშემო ჩემს მიერ ჩაწყობილ აგურებს აღმოაჩენენ? რაიმე საკულტო ნაგებობის ნაშთი ეგონებათ, თუ მიხვდებიან, რომ ეს ხრიკი მომრავლებული, დაუპატიჟებელად შემოსახლებული ძაღლებისგან მცენარის დასაცავად დამჭირდა? რამე მოწყობილობა რომ არსებობდეს რომელიც ფიზიკური საქმის პარალელურად ჩემს თავში აღძრულ ფიქრებს დიაგრამის სახით აღნუსხავდეს, ალბათ, უკიდურესად ტეხილ და აბსურდულ სურათს მივიღებდი. მეცნიერების მიღწევებისთვის თვალის დევნება სკეპტიკოსად გხდის. რა აზრი აქვს რას აკეთებ ცხოვრებაში. რა აზრი აქვს, კაცობრიობისთვის ქმნი რამეს, თუ ვიწრო სანაცნობო წრისთვის პოზიტივის ნაპერწკლებს აღვივებ. ეს ყველაფერი ოდესღაც გაქრება. როდესმე დადგება ის მეასიათესე წელი, როცა დედამიწა თავის ორბიტას შეიცვლის, ან - ის მეორმოციათასე წელი, როცა თავისი ღერძის გარშემო გადაიხრება და ვინ იცის, რა დამღუპველ შედეგებს გამოიწვევს. რა აზრი აქვს?.. და აქვე, ახლახანს აწმყოში ნათქვამი აზრი სილასავით გილაწუნებს და გაბრუნებს რეალობაში. : კეთილგონივრული აზროვნებით და მოქმედებით ირგვლივმყოფთ "ასნებოვნებთ" და ამით კაცობრიობის განვითარებაში წილს იდებთო. ისევ პესიმიზმი: რამდენი ყოფილა ასეთი "წილის დამდები" და მაინც ვერ ამომშრალა სტიქსის ჭაობი. "დაე კვლავ კვანძები კვანძონ ადამიანებმა, ოღონდ ნუ აღიძვრებიან ერთმანეთის გასანადგურებლად-- ამბობს ლაო ძი. (კვანძების რაოდენობა და სახესხვაობა ინფორმაციის მანძილზე გასაგზავნად გამოიყენებოდა) კვანძების კვანძვას გვარიანად გასცდა ადამიანი, მაგრამ მეორე ადამიანთან ურთიერთობაში წინ უმნიშვნელოდ თუ წაიწია, ხოლო დანარჩენ ცოცხალ, დაუცველ არსებებთან ურთიერთობაში მისხალიც არ არის ცვლილება. ტექნოლოგიურ განვითარებას მნიშვნელოვნად ჩამორჩება მორალური განვითარება. როგორი წარმატებითაც შურდულს იყენებდა, ახლა იმავე წარმატებით ურთულეს ტექნიკას იყენებს ადამიანი, მოძმის გასანადგურებლად. ასევე, ათასწლეულების წინაც გააჩნდა ადამიანს ზრუნვის და თანაგრძნობის უნარი. გულისამაჩუყებელია, როცა იგებ, რომ, რომელიღაც გამოქვაბულში 40 ათასი წლის წინანდელი, ცალხელა მოხუცის ჩონჩხი იპოვეს. უდავოა, რომ, იმდროინდელ პირობებში ის სხვისი ზრუნვის გარეშე დიდხანს ვერ იცოცხლებდა. ისტორიასთან მიახლოვება უჩვეულო შეგრძნებით აღგავსებს. გაგრძნობინებს, რომ შენც ამ ყველაფრის ნაწილი ხარ"დაოდან აღმოვლინებული, მის წიაღში დაბრუბადი". თითქოს გახსენდება, რომ შენც იქ იყავი, არქაულ პერიოდში და მსხვერპლშეწირვის დროს ეგზალტირებული, ხის ტარიან, კაჟის წვერიან შუბს მიწაზე რიტმულად აბრახუნებდი. მარტო ეს არ ყოფილხარ, ისიც იყავი, ოდესღაც მსხვერპლი საკუთარი ნებით რომ შეცვალე და ისიც, გოლგოთის გზაზე ზურგზე მძიმეჯვარმოკიდებულ იესოს წყალი რომ დაალევინე. კი, ყველგან იყავი! ეს შენი სხეულში წინაპართა იმ მოლეკულებს ახსენდება, დედის ჭიპლარიდან რომ მიიღე მემკვიდრეობით(ეს ხატოვანი გამოთქმა არ არის). გახსენდება, რომ ასე მოდიხარ უკვე სამი მილოინი წელია, ჰუმანიზმისკენ მიმართულ ბილიკს ერთ ადგილას ტკეპნი და მაინც იმედის გამონათებად ასკვნი: როდესმე ბილიკს გაუყვები, ადამიანო. არანაირი განვითარება არ იქნებოდა, შენში ღმერთს თავისი სუნთქვა რომ არ ჩაექსოვა. ტვინის დაქსაქსვა-განვითარება რომ ცილოვანი საკვების დამსახურება იყოს, (როგორც ზოგი მეცნიერი თვლის,) მაშინ მტაცებლელ ცხოველებს სამყარო ექნებდათ ათვისებული. მხოლოდ ევოლუცია რომ იყოს არსებათა დღევანდლობამდე განვითარების მიზეზი, კუ გაგისწრებდა. კუ, - რომელიც 150 მილიონი წლისაა და თავის ჯავშანს იქით ვერ წავიდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მართალი ხართ, ალექსანდრე. ჟანრისშეცვლის თაობაზე განთავსებიდან მეორე დღეს მივწერე ადმინისტრაციას. მართალი ხართ, ალექსანდრე. ჟანრისშეცვლის თაობაზე განთავსებიდან მეორე დღეს მივწერე ადმინისტრაციას.
1. ეს ალბათ უფრო სტატიაა ან რამე სხვა პროზა როგორც ასეთი არაა, მარა რაცაა ნამდვილად კარგია. კარგი ნააზრევია ეს ალბათ უფრო სტატიაა ან რამე სხვა პროზა როგორც ასეთი არაა, მარა რაცაა ნამდვილად კარგია. კარგი ნააზრევია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|