ემილი დიკინსონი - ოდეს იყენებს ფერთა პალიტრებს (1045)
ოდეს იყენებს ფერთა პალიტრებს, ბუნება ყვითელს იმეტებს ძნელად, გადაუნახავს მზის დასალიერს, ცისფერს მოიხმარს დაუნანებლად.
წითლის ფლანგვაში წააგავს დიაცს, ყვითელს შეურევს მისი მარჯვენა ისეთ სიძუნწით, შერჩევით, ვითარც მიჯნურს სიტყვები დაეხარჯება.
25 თებერვალი, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხს. დღე, 2019 წ.
ორიგინალი იხილეთ აქ: https://en.wikisource.org/wiki/Nature_rarer_uses_Yellow
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|