ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო გვაზავა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 მარტი, 2019


ინსტიქტი


ოთახის მაგიდის კუთხეში მჯდომი ქალბატონის სახეზე იმედიანი სევდა
მორევნატრიალევი და მასზე გამარჯვებით გადარჩენილი ადამიანური... სევდა შევნიშნე , რომელსაც კარგად აქვს გააზრებული რომ სიციცხელესა და სიკვდილს შორის დამაკავშირებელი ბრძოლა მრავალჯერ ჰქონდა ..გადასალახი იქამდე ...სანამ მეორე ნაპირას მიაღწევდა...

გაცურვა მეორე ნაპირამდე კი გახდა უსაშველოდ გრძელი....

ამ ძალას ეძებდა .. ყველგან ... ღმერთშიც და ადამიანშიც ...

ახლა მაგიდის კუთხეში მჯდომარე ქალბატონში სიძლიერე შევნიშნე ,რომელმაც თავისაკენ მიმიზიდა..

-რას ელოდები??

-მე??

- დიახ !!!

-მე, მე თითქოს უჭირდა უცხო ადამიანთან გახსნა ...

-გაიღიმე , ის შენ ძალას მოგცემს .. შენს შვილს შენს ოჯახს !!

- ძალას ? იმეორებდა შეკითხვას დედა

-კი შენს ენერგიაზე , შენს განწყობაზეა დამოკიდებული შენი ხვალინდელი რეალობა..

- მართალია !!! . მეთანხმება ...

- და რა გსურს შენ ??? საკუთრ თავს თავად უნდა უსურვო.. შემდეგ სამყარო უსმენს და იმასვე გიგზავნის..

-ამერიკა !!! ამერიკაში მინდა წავიყვანო ჩემი შვილი...

-და ასეც იქნება.. შენ ამას შეძლებ..თითქოს მხარდაჭერა იგრძნოო..

-ხუთი დღის წინ საფრანგეთიდან ჩამოვედით ..

-იქ რაო ??? ვერაფერი შეძლეს ..

-მხოლოდ დროებით.. მგონია ამერიკაში უშველიან....მიყვება დედა და იგრძნობა მისი დანაკვერჩხლებული იმედიდან, დიდი ცეცხლი შეიძლება წარმოიქმნას...

სიცოცხლის წყურვილი მოდის ...

და ვგრძნობ რამხელაა ბრძოლა აქვს გაჩაღებული ...

-იცი ექვსი თვის წინ რა გავაკეთე ??

-რა?? ვიცი ვიცი, რომ ისეთ რამეს მეტყვის , ისეთ ამბავს, რაც გამაოცებს... ვიცი და სუნთქვა შევაჩერე ... აი ამას მეუბნება მისი მაგიდაზე ჩამოწყობილი ... ხელები . ახალგაზრდა კანზე გადამჯდარი მოუვლელი კანი...

-ექვსი თვის წინ , როცა იმედი გადამეწურა ორი ბილეთი ვიყიდე .. და საფრანგეთში წავედი...

მარტოდ მარტო არც გზა ვიცოდი და არც ენა სად მივდიოდი წარმოდგენა არ მქონდა .. ჩემს გულის კარნახს დავემორჩილე... და კიდევ , რამდენიმე დღე ... გავუხანგრძლივე. სიცოცხლე ჩემს შვილს.

- ჭრუანტელმა დამიარა ... კიდევ ერთხელ ვიგრძენი ... დედის ინსტიქტის სიძლიერე

...საკუთრი სისხლის და საკუთრი გულის არამოსგლეჯად ... განწირული ...მხეცზე უფრო მხეცი ...და ღმერთზე უფრო ღმერთი, როგორ შეიძლება გახდეს..

- ახლა თვალებზე მომდგარ ცრემლს.. არ აძლევს უფლებას ...დაიმორჩილოს..

- შენ ყველაფერს შეძლებ!!!! ვამხნევებ და გულის სიღრმეში ვგრძნობ, რომ მან მაჯობა...მან ის შეძლო რაზეც არ მიფიქრია.

ოთახში შემოსულა ექთანმა თავისთან მოიხმო.. ჩემი მოსაუბრე ...სვანი დედა ადგა ...მხრები ამაყად გაშალა შემომხედა ..მისი თვალები ბრწყინავდა .. არ ვიცი თვალებზე მომდგარი ცრემლების გამო თუ გაყინული გრძნობების ანარეკლი იყო..

- ან კი მაქვს სხვა უფლება !!! გამომეპასუხა ჩემს ფიქრების....

დავრჩი საკუთრ თავთან .... დათუნა მეხუთე სართულზე სამანიპულაციოშია....

- გაიღიმე , მეუბნება საკუთრი მე ...

ვიღიმი ... და ეს ირონიაა ..

ჭიდილის მიმართ, რომლის დამარცხებაც .. განვიზრახე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები