ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლასი
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2019


მარტი უარესად დამცლის

სიცივე ნოემბრიდან მომსდევს,
ზამთარი თვითმკვლელობას მაცლის,
გაზაფხულს ვენდობოდი, მაგრამ
მარტი უარესად დამცლის,
შენი გაღიმება მომკლავს,
აპრილს სიმსუბუქე მართებს,
იები მოგიძღვენი ,მაგრამ
ასე თქვი ვიმსახურებ ვარდებს.
კლავიშებს სათითაოდ ვუსმენ,
ბგერებშიც სიმარტოვე დარბის,
ჩვენს გოგოს დაბადების დღეზე,
პირველად ვაჩუქებდი ბარბის.
ხელები გამეყინა ეხლაც,
წერა ცოტათიღა მათბობს,
თვალები დამისივდა ცქერით,
მიწიდან ვაკვირდები მნათობს.
ოცნებებს დავეძებდი დიდხანს,
ზღვაში რომ ატანენ ბოთლებს,
ქარი იტაცებდა ხისგან,
უკვე გაციებულ ფოთლებს,
მუსიკას ზედმიწევნით ვარჩევ,
დღესაც ჩავინიშნავ დავთარს,
ლექსებს ყოველ ღამე დავწერ,
ასე გავისტუმრებ ზამთარს.
სიცივე ნოემბრიდან მომსდევს,
ზამთარი თვითმკვლელობას მაცლის,
გაზაფხულს ვენდობოდი, მაგრამ
მარტი უარესად დამცლის,
შენი გაღიმება მომკლავს,
აპრილს სიმსუბუქე მართებს,
იები მოგიძღვენი, მაგრამ
ასე თქვი ვიმსახურებ ვარდებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები