„ჩემი თვალები, ვით ორი სული, დასტიროდა ქვეყნიერებას...“ /ბასიო/
იტირე შენი სიყვარული, როგორც დედაშენს ან მამაშენს დაიტირებდი - ცხარე ცრემლებით... გამოუცვალე თეთრეული ჯერაც ცოცხალ-მკვდარს, გადააწვინე... ჩაალბე ქაფით გადავსებულ აბაზანაში, მერე რა, თუ გადმოიღვრება, დაიტბორება მთელი სახლი, მეზობელი აგაწრიალებს, ესეც ფიზიკის კანონია - დააწვები - ამოგაწვება.
იტირე შენი სიყვარული, ლექსებიანად, სიცხიანად, ფოთლებიანად. გადაახურე ბალდახინი, თუ შესცივდება (სიყვარულმაც იცის კანკალი), სიყვარულიც ისე იხრწნება, როგორც მძორი ქუჩის კუთხეში, რომელსაც გვერდი აუქცია ნაგვის მანქანამ, რომელსაც გვერდი აუქციეს კატამ და ძაღლმა, რომელზეც ლოთმა მიიძინა მოშარდვის შემდეგ.
შეფუთე შენი სიყვარული თეთრ სუდარაში, ცელოიდის პარკში შეფუთე, მოაბი თოკი, მიათრიე ნაცნობ ბორცვამდე. რატომღაც ბორცვზე დებენ ხოლმე მიცვალებულებს, რაც შეიძლება მაღალ ბორცვზე, შორს ცოცხლებისგან, რომლებიც ხშირად უმიზეზოდ ამბობენ: „მოვკვდი...“ და ფეხს ითრევენ, წელს ითრევენ ასპიტებივით, ვითომ ასპიტი არ კვდებოდეს, ვითომ ასპიტი არ იძრობდეს ტყავს ნარ-ეკალაზე.
იტირე შენი სიყვარული. არ გინდა ლოდი - ლოდი და ზოდი არ სჭირდებათ მიცვალებულებს, ეგ სანიშნეა ცოცხლებისთვის - საკუთარ თავს რომ მიაკვლიონ, საკუთარ მიწას, რომ თქვან, ბალახი ამოსულა, ამოიხვნეშონ, რომ კიდევ ერთხელ გადაწმინდონ ფოტოსურათი და წამოსვლისას დაიფერთხონ ხელისგულები.
იტირე შენი სიყვარული - მკვდრებს არ ართმევენ, ყველაზე მეტად მკვდრების სჯერათ, მკვდრები სჭირდებათ, მათ ულოცავენ ნაირგვარი თაიგულებით დაბადების დღეს, არყოფნის დღეს, მონატრების დღეს... მათთვის რგავენ ხსოვნის ყვავილებს, სოჭებს და ნარნარ კიპარისებს, რომ სასაფლაო ბოლო-ბოლო მაღალ ტყედ იქცეს, ზენა ქარის ხმა გაიგონოს, ანგელოზების...
იტირე შენი სიყვარული, შენი ქვადქმნილი, ოღონდ ცოცხალი მის ცივ ლოდზე ნუ წამოწვები... ნეკროფილობა არ დაგწამონ, - ენა უძვლოა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. გასაოცარი ლექსია. ბრავო! "შეფუთე შენი სიყვარული თეთრ სუდარაში, ცელოიდის პარკში შეფუთე, მოაბი თოკი, მიათრიე ნაცნობ ბორცვამდე. რატომღაც ბორცვზე დებენ ხოლმე მიცვალებულებს, რაც შეიძლება მაღალ ბორცვზე, შორს ცოცხლებისგან, რომლებიც ხშირად უმიზეზოდ ამბობენ: „მოვკვდი...“ და ფეხს ითრევენ, წელს ითრევენ ასპიტებივით, ვითომ ასპიტი არ კვდებოდეს, ვითომ ასპიტი არ იძრობდეს ტყავს ნარ-ეკალაზე." ძალიან მომწონს ისე რომ შევინახო უნდა.
გასაოცარი ლექსია. ბრავო! "შეფუთე შენი სიყვარული თეთრ სუდარაში, ცელოიდის პარკში შეფუთე, მოაბი თოკი, მიათრიე ნაცნობ ბორცვამდე. რატომღაც ბორცვზე დებენ ხოლმე მიცვალებულებს, რაც შეიძლება მაღალ ბორცვზე, შორს ცოცხლებისგან, რომლებიც ხშირად უმიზეზოდ ამბობენ: „მოვკვდი...“ და ფეხს ითრევენ, წელს ითრევენ ასპიტებივით, ვითომ ასპიტი არ კვდებოდეს, ვითომ ასპიტი არ იძრობდეს ტყავს ნარ-ეკალაზე." ძალიან მომწონს ისე რომ შევინახო უნდა.
13. ავტორი: რობერტ მესხი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: რობერტ მესხი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
12. ვაი ! და ვუი ! დამემართა რომ ვკითხულობდი ! ძალიან მომეწონა +2 მეტის უფლებას არ მაძლევენ :) წარმატებას გისურვებ ! ვაი ! და ვუი ! დამემართა რომ ვკითხულობდი ! ძალიან მომეწონა +2 მეტის უფლებას არ მაძლევენ :) წარმატებას გისურვებ !
11. ძალიან მინდა რაც ყველაზე მაღალი შეფასებაა ის დავწერო,მაგრამ რატომღაც მხოლოდ 1 იანს და 2იანს მიჩვენებს ;/ დამეხმარეთ!
ძალიან მინდა რაც ყველაზე მაღალი შეფასებაა ის დავწერო,მაგრამ რატომღაც მხოლოდ 1 იანს და 2იანს მიჩვენებს ;/ დამეხმარეთ!
10. სიყვარულის გულისგამხეთქი დატირება, ამ უსიყვარულობით სავსე ქვეყანაში! დიდებული შესრულება, სიტყვის უზადო ოსტატი ხარ რობი, ბრავოოო!!! სიყვარულის გულისგამხეთქი დატირება, ამ უსიყვარულობით სავსე ქვეყანაში! დიდებული შესრულება, სიტყვის უზადო ოსტატი ხარ რობი, ბრავოოო!!!
9. ძალიან კარგი ლექსია თუმცა შორს ყველასგან სიყვარულის სიკვდილი
5 ქულა და მონიშვნა
ერთი შენიშვნა მაქვს მხოლოდ მე მგონია, რომ ცელოიდი არასწორია, უნდა იყოს ცელულოიდი დარწმუნებული კი არა ვარ, მაგრამ მაინც :)
ძალიან კარგი ლექსია თუმცა შორს ყველასგან სიყვარულის სიკვდილი
5 ქულა და მონიშვნა
ერთი შენიშვნა მაქვს მხოლოდ მე მგონია, რომ ცელოიდი არასწორია, უნდა იყოს ცელულოიდი დარწმუნებული კი არა ვარ, მაგრამ მაინც :)
8. სხვა ავტორებმა მომიტევონ, მაგრამ სხვა ასეთი მაგარი ლექსი არა მგონია მიმდინარე თვეში დაიდოს ამ საიტზე!
...იტირე შენი სიყვარული, ლექსებიანად, სიცხიანად, ფოთლებიანად...
ბრავო! სხვა ავტორებმა მომიტევონ, მაგრამ სხვა ასეთი მაგარი ლექსი არა მგონია მიმდინარე თვეში დაიდოს ამ საიტზე!
...იტირე შენი სიყვარული, ლექსებიანად, სიცხიანად, ფოთლებიანად...
ბრავო!
7. დამარხე შენი სიყვარული ბორცვზე და იქ შენი სიყვარულის გახრწნილი სხეულით ნასაზრდოები მცენარეები გაიზრდებიან . დამარხე შენი სიყვარული ბორცვზე და იქ შენი სიყვარულის გახრწნილი სხეულით ნასაზრდოები მცენარეები გაიზრდებიან .
6. იტირე შენი სიყვარული. არ გინდა ლოდი - ლოდი და ზოდი არ სჭირდებათ მიცვალებულებს, ეგ სანიშნეა ცოცხლებისთვის - საკუთარ თავს რომ მიაკვლიონ, საკუთარ მიწას, რომ თქვან, ბალახი ამოსულა, ამოიხვნეშონ, რომ კიდევ ერთხელ გადაწმინდონ ფოტოსურათი და წამოსვლისას დაიფერთხონ ხელისგულები.
სასწაულებს წერ იტირე შენი სიყვარული. არ გინდა ლოდი - ლოდი და ზოდი არ სჭირდებათ მიცვალებულებს, ეგ სანიშნეა ცოცხლებისთვის - საკუთარ თავს რომ მიაკვლიონ, საკუთარ მიწას, რომ თქვან, ბალახი ამოსულა, ამოიხვნეშონ, რომ კიდევ ერთხელ გადაწმინდონ ფოტოსურათი და წამოსვლისას დაიფერთხონ ხელისგულები.
სასწაულებს წერ
5. კარგი შესრულებაა, გული კი დამიდარდიანა. კარგი შესრულებაა, გული კი დამიდარდიანა.
4. იტირე შენი სიყვარული, შენი ქვადქმნილი არა, არა სიყვარულს დატირება არ უხდება.
იტირე შენი სიყვარული, შენი ქვადქმნილი არა, არა სიყვარულს დატირება არ უხდება.
3. აუჰ...
რექვიემი.
აუჰ...
რექვიემი.
2. ზაფრაა და გულის გახეთქვა. :(
ზაფრაა და გულის გახეთქვა. :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|