...და მოვდიოდი უნიათოდ, გვირგვინით თავზე...
ეკლებს სისხლისფრად დასდებოდათ ჩემი განცდები. ცუდი დღე იყო, ტიროდნენ ირგვლივ და მეც უცებვე ვაშორებდი მათ მზერას თვალებს ანუ ბუდეებს, საიდანაც გაიპარნენ ძველი ჩიტები.
ყურისწამღებად ტიროდნენ ირგვლივ! და მე ვერ ვცნობდი ვერც ერთის ბოდვას - არც ერთ მათგანში არ ისმოდა ჩემი სახელი.
ტიროდნენ მოთქმით!
თვალებდაგლეჯილ, შავ სხეულებს არწევდნენ იქეთ და აქეთ და გაჰკიოდნენ, ქვებს მესროდნენ ამ დღის მოსვლისთვის.
ტიროდნენ მოთქმით!
ნუ გვტოვებო, მაყოლებდნენ მიწიან ხელებს. მუხლებზე კანი აღარ შერჩა არც ერთ მეგობარს. მოზელდნენ ტალახს ერთ დიდ გუნდად და დაამჩნევდნენ: მაინც წავიდა.
მატანდნენ საგზლად თავიანთ ძველ და უთქმელ ამბებს - ყელსაბამებად, აბზინდებად, სამკლაურებად. ჩამოვიხსნიდი შესაჩნევად ყელიდან ჯაჭვებს, ვიმეორებდი: ხომ წავედი?! ასე გინდოდათ!
და მერე კოცნა, ჩახუტება, გულისწამღებად.. ყელშია ყველას საცოდავი სითბო, იცოდეთ! გადამიარეთ თქვენი ძველი სიყვარულის ბათინკებით და ახლა ვარ ასე, მსმენლის როლში დამუნჯებული.
მეც რომ ჩამაცვათ ”მაგეები”? ჰა, რა იქნება?
ვერავის გიტანთ. მაპატიეთ. ვერავის გიტანთ.
...და მოვდიოდი უნიათოდ, გვირგვინით თავზე... ფეხით ვჭყლეტდი და ვაბლაგვებდი ყველა ნემსის თავს.
ტიროდნენ გულში და მესმოდა ყველას გულისთქმა: ”დავკარგე მსმენელი. დავკარგე მოპასუხე.” მე ვთავაზობდი რომ ეცხოვრათ ხუთ, ექვს კედელში.
მე ვეღარ გიტანთ. ვეღარ გიძლებთ და მაპატიეთ. აღარ მსურს ვიყო გამუდმებით სხვების ყულაბა - აღარ მაქვს ხურდა, გამითავდა და მეც გავთავდი. მე მაპატიეთ, რომ ვერ გიტანთ. ასე მოხდა და..
... და მოვდიოდი უნიათოდ, გვირგვინით თავზე. ბროწეულს სისხლსაც კი ადენდა ჩემი სიცივე. და მერე ასე, სისხლისფერი ხელებით ვწმენდდი თეთრ, ლამაზ კაბებს.
ვერ მაპატიეს. წასვლა კი არა, დატოვება ვერ მაპატიეს. წამებით ავცდი ამას წინათ ჩემს გაჩერებას და ახლა ისევ ვუბრუნდები მშობლიურ მხარეს.
უცხო ვარ. წიგნის, ფილმის, ქვეყნის, ყველას უცხო ვარ და მოვითხოვ, რომ ჩამომართვან, რაც მაბადია! წაიღონ ბინა, ტანსაცმელი და მეგობრები და თავისუფლად მომისროლონ საგიჟეთიდან.
თქვენ ყველა აფრენთ. მაპატიეთ, რომ ვეღარ გიტანთ.
...და მოვდიოდი უნიათოდ, გვირგვინით თავზე... ყველა უთქმელი ”რამე გიჭირს?” მეკვროდა ტანზე და ვიხრჩობოდი, ვერ ვსუნთქავდი, მთლად ვილეოდი.
ეკლებს აწვიმდა, გზებს რეცხავდა მლაშე და მწარე ....... ..... .... ჩემი ცრემლები.
და ასე გავქრი.
2016 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ჰო იცი, ზოგჯერ კი არ ქრები, გაქრობენ. მადლობა, უცუ :) ჰო იცი, ზოგჯერ კი არ ქრები, გაქრობენ. მადლობა, უცუ :)
8. ძალიან შიშველი ნაწერია, ბევრი გამორჩეული ადგილით.
სულიერ სიმშვიდეს გისურვებ.
არ გაქრე, 5 ძალიან შიშველი ნაწერია, ბევრი გამორჩეული ადგილით.
სულიერ სიმშვიდეს გისურვებ.
არ გაქრე, 5
7. ჰო, რაც მაგ მდგომარეობაში უნდა ქნა, ზუსტად ”იმასქნა” ჰქვია. ჰო, რაც მაგ მდგომარეობაში უნდა ქნა, ზუსტად ”იმასქნა” ჰქვია.
6. ხიდის თავზე რომ ელოდები, ისღა დაგრჩენია გადააფურთხო, დაიყვირო და მანძილის სიშორე გაიგო. თავხედურად, სარკასტულად რომ იმასქნა) ია ტოჟე ზდეს. პიატ.
ხიდის თავზე რომ ელოდები, ისღა დაგრჩენია გადააფურთხო, დაიყვირო და მანძილის სიშორე გაიგო. თავხედურად, სარკასტულად რომ იმასქნა) ია ტოჟე ზდეს. პიატ.
5. "ასეთში" როგორ ტექსტს გულისხმობთ?:) "ასეთში" როგორ ტექსტს გულისხმობთ?:)
4. რაღაცნაირად ბათინკებს არ ველოდი ასეთ ტექსტში და მართალია ბრჭყალებშია, მაგრამ არც ,,მაგეები”-ს რაღაცნაირად ბათინკებს არ ველოდი ასეთ ტექსტში და მართალია ბრჭყალებშია, მაგრამ არც ,,მაგეები”-ს
3. მადლობა, ნეფერტარ. მადლობა, ნეფერტარ.
2. მადლობა, ნეფერტარ. მადლობა, ნეფერტარ.
1. მოქნეული ხმალივითაა, ისღა დაგრჩენია იგრძნო როდის გაგჩეხავს შუაზე... ძლიერი ფრაზებია. საშიში...
5 ქულა.
მოქნეული ხმალივითაა, ისღა დაგრჩენია იგრძნო როდის გაგჩეხავს შუაზე... ძლიერი ფრაზებია. საშიში...
5 ქულა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|