ღამის(ვისთვის დღის) 2 საათია... ზოგჯერ იმაზეც ვფიქრობ,თუ რაზე ვიფიქრო. საინტერესოა ფიქრი,მარტოობაზე ფიქრი კი სენტიმენტალურ სუნს ატარებს... რაც უფრო ხშირად ვფიქრობ ამაზე,მით უფრო მავიწყდება რეალურად შეგრძნებები,რომელიც გამომიცდია?/(განვიცდი)/(გამოვცდი!)... ცუკურუ ტაზაკი აღარ მგონია უფერული და პილიგრიმობისთვის არ მემეტება,სხვანაირად ვუყურებ,აღარც კობაიაშის წიგნის მაღაზია მინდა გავხსნა მომავალში სახელად გროტესკი-,,Grow Task"(ვიცი რომ ასე არ იწერება)... მოკლედ მურაკამის მარტოსული დედაც! ისევ მართალ ნაბიჭვარ ბუკოვსკისთან ერთად დავლევ(ნეტავ აქ იყოს)... აი ეგ იყო მასტერი! ვუკვირდები ყოველ გაზაფხულს და ხალხი თამაშობს,სახეზე აწერიათ მარტოობა! ჭილაძის რომანში ,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“,ზუსტად ასეა... ჩემს ქალაქში ყველა მარტოა,ბავშვებიც კი,ალბათ უფროსების შინაგან განწყობას იზიდავენ. დაიღლები ადამიანი,განადგურდები ამეების შემხედვარე თუკი ოდნავ მაინც გტკივა მათი მარტოობა,თავად რომ ხდები მარტო და უცხო, კამიუს წიგნივით,მაგაზე არაფერს ვამბობ... ერთი პერიოდი ვიფიქრე ბოიკოტს გამოვუცხადებ ამ მარტოსულთა საკითხავ წიგნებს! ჯანდაბაშიც წასულან კამიუც,ჭილაძეც და მურაკამიც! 3 მარტოობის მცველი მუშკეტერი(არადა როგორია შეეგუო? )... არც არავის ესმის,ალბათ არც კი იწუხებენ თავს,ვერ გაამტყუნებ(რა ვალდებულნი არიან?),შენს თავს უფრო ვნებ... თავს რა,უფრო ფილტვებს,ზედმეტი თამბაქოს ქაჩვისგან(არადა უამისობაც ძნელია)... სიმარტოვე,ეჭვებთან ერთად ისევ გხრწნიან(თითქოს მატლები ეხვევიან ლეშს)...უბრალოდ უნდა შეძლო,აღდგე და ააცვა ნემსკავზე...რაც არ მოგკლავს,გაძლიერებს პრინციპით. ამისთვისაც ვიღაც გინდა,თუნდაც მხოლოდ გვერდით გიჯდეთ,აი ასე ხმაამოუღებლად რომ გაუზიაროთ ერთმანეთს თქვენი მარტოობა,შეიძლება გაცვალოთ კიდეც და ეს თუ არცერთს შეგიქმნით დისკომფორტს,გამოდის არ უნდა დაკარგოთ ერთმანეთი... ჰოდა,არ დაკარგოთ ერთმანეთი! არავითარ შემთხვევაში ❤️
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ნამდვილად მუხა... დათო არ ვიცი ეგ რას ნიშნავს ))) თუ სხვას დაუწერეთ არ ვიცი,ისე კი საინტერესოა როგორია ,,დიაგნოზი ჭ“ სიამოვნებით მოვისმენდი განსაზღვრებას ))) ნამდვილად მუხა... დათო არ ვიცი ეგ რას ნიშნავს ))) თუ სხვას დაუწერეთ არ ვიცი,ისე კი საინტერესოა როგორია ,,დიაგნოზი ჭ“ სიამოვნებით მოვისმენდი განსაზღვრებას )))
6. როგორ გეტყობათ “დიაგნოზი ჭ-ს” არ ქონა)
როგორ გეტყობათ “დიაგნოზი ჭ-ს” არ ქონა)
5. როგორ გეტყობათ “დიაგნოზი ჭ-ს” არ ქონა)
როგორ გეტყობათ “დიაგნოზი ჭ-ს” არ ქონა)
4. სიმარტოვეს სწავლა უნდა, სწავლა! სიმარტოვეს სწავლა უნდა, სწავლა!
3. ნამდვილად ტასო,ჩანაწერია... მადლობა ტასო და ალექსანდრე ნამდვილად ტასო,ჩანაწერია... მადლობა ტასო და ალექსანდრე
2. ნუ ეხლა მთლად პროზა არაა ეს ნაწერი, უფრო დღიურში ჩანაწერს გავს. კარგია , რომ ამ ავტორებს იცნობთ ნუ ეხლა მთლად პროზა არაა ეს ნაწერი, უფრო დღიურში ჩანაწერს გავს. კარგია , რომ ამ ავტორებს იცნობთ
1. კარგი რჩევაა ნამდვილად) კარგი რჩევაა ნამდვილად)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|