ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2022


გაზაფხულის ბაღი

თბილი ვარ, როგორც ზამთრის ზღაპარი,
როგორც ბუხრის წინ პლედში გახვევა,
ვით ყვავილების ამონაყარი,
და გაზაფხულის გამოძახება
მოდი და გათბი, ვფეთქავ ჭრილობად,
გადახსნილი მაქვს ვენა ხნულებად,
ვარ უკვდავების მინდობილობა,
სანამ მოკვდავნი მინახულებენ
მოდი ეს მე ვარ ბაღი გაშლილი,
ოღონდ უგველო და უცაბედი,
შემოგერტყმები გარს შენ ვაშლივით,
როგორაც უნდა ჰკრა კვეს-აბედი,
ვეღარ გააღწევ ჩემი ხლართიდან,
პირიქით თავად დამეცენტრები,
შეგიყვარდები ისევ მარტიდან,
დაგებურცება ნაზი კერტები

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები