ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე927
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2019


აქ ყოველდღე კლავენ ილიას

საქართველოში ყოველდღე, დღესაც
წიწამურთან კვლავ ტყვიას ისვრიან
მოღრუბრულია ისევე ზეცაც
და აქ ყოველდღე კლავენ ილიას

ჩვენ აღარ გვახსოვს მისი გოდება
ილიასაგან დანაბარები
მამული, ენა, სარწმუნოება
არ ვიკარებთ და არ ვეკარებით

ჩვენ ვახტანგ მეფემ რაც დაგვიბარა
ქრისტესთვის სიკვდილს თქვენ ეძიებდეთ
სასაცილოდაც არ ყოფნის ამ ხალხს
ჩვენ წმინდან მეფეს აბუჩად ვიგდებთ

თამარ მეფე კი დაგვცქერის ციდან
და ის ცრემლსა ღვრის ჩვენს ყურებაში
რა დაგემართათ ხალხო რა გინდათ
რატომ ვარდებით თქვენ ცდუნებაში

და დავით მეფის ნაშენებ მიწას
რაღატომ ვანგრევთ ჩვენივე ხელით
ხოდა დრო დადგა სიმართლე ითქვას
რანი გავხდით და რას ვემსგავსებით

ძალიან ბევრი ხომ გადაგვარდა
მათ უარი თქვეს ქართველობაზე
მათი ყოფნა აქ არაფრად ვარგა
და გადასულან კვლავ მზაკვრობაზე

ძალიან ბევრსაც ვითომ პატრიოტს
ჩვენი ქვეყანა სულ არ ანაღვლებს
ოღონდ სუფრაზე კარგათ დალიონ
სადღეგრძელო და აღარ ადარდებთ

მერე იტყვიან ოღონდ აქედან
გამაქცია და რაღა მიჭირდა
მათ არ იციან მართლა რას ნიშნავს
სამშობლოდან შორს თუ გაგიჭირდა

და ბევრსაც ვისაც მართლა გული სძგერს
ამ ქვეყნისათვის და მართლა უყვარს
ხშირად ივიწყებს იგი ღვთის სიტყვებს
და თავის ჭკუით მას შველა უნდა

არადა ხალხი ვერ ხვდება იმას
რომ ერთადერთი გზა არის ღმერთის
როგორც იესო იქ ჯვარზე იცვა
და ისევ აღდგა კვლავაც დიდებით

რა გზაც გვანხა ჩვენმა ზვიადმა
მერაბთან ერთად გამოგვაღვიძა
და კიდევ ერთხელ ჟამმა დიადმა
დაჰკრა და მტერი უკან აქცია

მაგრამ ქართველთა მარადიულ სენს
ვერ მოუხერხა კვლავ ვერაფერი
ქართველები კვლავ ღალატს მიუდგენ
კვალავც დავხოცეთ ჩვენ ერთმანეთი

და ჩვენ ქრისტეს გზა კვლავაც ვუარყვეთ
კვლავაც სანთელი დავუნთეთ ეშმაკს
შემდეგ საერთოდ მას დავუჩოქეთ
დღესაც იქა ვართ მაგრამ ვერ ვხედავთ

ჩვენ კვლავ ვუარყობთ ილიას სიტყვებს
აბუჩად ვიგდებთ მის დანაბარებს
და თან უდიდეს იმ ქართულ სიბრძნეს
რაც წინაპრებმა ჩვენ დაგვაბარეს

და ამას ხომ ჩვენ ვერ ვხედავთ დღესაც
ჩვენი გზა ისევ ჩახერგილია
მოღრუბრულია ისევე ზეცაც
და წიწამურთან ვესვრით ილიას

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები