შეწირულებზე დგანან ახლა შესაწირები, რადგან ასეა მოწყობილი ჩვენი დროება, “საქართველოში დაგვეხოცნენ ბედაურები და ვირებს დარჩათ სამართავად მთელი ქონება....”
ეს მიწა ისევ ტკივილებით არის ავსილი, და მშობლის ცრემლის მარილები “ყვავის” ველებად, ამდენი გმირის და ვაჟკაცის ქვეყანას, ახლა, ისაა აქვს დარდად... “ნეტავ რამე თუ ეშველება”
და მოლოდინი , იქნებ ვზარდოთ ვინმე ლეგენდა .... ჩოლოყაშვილი , სააკაძე ანდაც ილია. მაგრამ ვაი რომ , ჩვენ გავზარდეთ ბერბიჭაშვილი და წიწამურის ტყვიაც უკვე დატენილია...
და რადგან მსგავსი ისტორია გახდა ჩვეული, რადგან , წლებია ჩვენ თვითონ ვზრდით უბეში გველებს, რადგან უკუნით სიბნელეში ვაქრობთ კელაპტარს და მერე ვიქნევს ქაოსურად ღამეში ხელებს
რადგან , ვანგრიეთ , ვანადგურეთ , ვლეწეთ ყოველი, სხვაზე მიბაძვა გახდა ქვეყნის დიდი მისია... ადრე, რომ “ჩემი საქართველო” ერქვა ამ მიწას , სწორედ ეს მიწა ახლა უკვე ვიღაც სხვისია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. "შეწირულებზე დგანან ახლა შესაწირები," ამ ლექსით ყველას სათქმელს ამბობთ. "შეწირულებზე დგანან ახლა შესაწირები," ამ ლექსით ყველას სათქმელს ამბობთ.
3. მომეწონა, იმის მიუხედავად რომ ტექნიკაში პატარ-პატარა წუნი დასდევს. ახალი ამ ნაწერით არაფერი თქმულა და თემატიკაც მოძველებულია, მაგრამ რამდენიმე ფრაზაა ისეთი მახვილი და ეკლიანი, პირდაპირ გეჯახება და მოაქვს ემოცია. წარმატებები. იშვიათად მომწონს ამ თემატიკის პოეზია და ეს მართლაც გამონაკლისია. მომეწონა, იმის მიუხედავად რომ ტექნიკაში პატარ-პატარა წუნი დასდევს. ახალი ამ ნაწერით არაფერი თქმულა და თემატიკაც მოძველებულია, მაგრამ რამდენიმე ფრაზაა ისეთი მახვილი და ეკლიანი, პირდაპირ გეჯახება და მოაქვს ემოცია. წარმატებები. იშვიათად მომწონს ამ თემატიკის პოეზია და ეს მართლაც გამონაკლისია.
2. 5+++
ყველა სიტყვა სისხლზე გადის და გრძნობ ტკივილს... ძალიან კარგია! 5+++
ყველა სიტყვა სისხლზე გადის და გრძნობ ტკივილს... ძალიან კარგია!
1. "შეწირულებზე დგანან ახლა შესაწირები"- ისეთი ფრაზაა ლექსის ბოლომდე წაკითხავს რომ "გაიძულებს"...
"შეწირულებზე დგანან ახლა შესაწირები"- ისეთი ფრაზაა ლექსის ბოლომდე წაკითხავს რომ "გაიძულებს"...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|