ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პროზა
24 მარტი, 2019


უსათაურო

დედა რომ ტიროდა და მამა ჩხუბობდა, ან მამა რომ ჩასისხლიანებული თვალებით იჯდა და დედა ჩაის უსხამდა, მე ოთახში შევდიოდი, კარს ვხურავდი და ვტიორდიო - მითხრა. ერთხელ ერთ-ერთ ახალ წელს, ათას ხმაურსა და ბედნიერებებში, როცა კორპუსის ფანჯრებიდან მოჩანდა ლამაზი სუფრები და აივნებზე გადმომდგარი ბავშვები, მე დრო ვიხელთე და მთელ ხმაზე ვღრიალებდიო.თითქოს მთელი ცხოვრების დაგროვილი სევდა ამოვანთხიე და ამოვაყოლე სისხლიანი სიტყვებიო - ცრემლი მოიწმინდა.
ბევჯერ მდომებია მამასთან ახლოს მისვლა, ჩახუტება და რაღაც, თუნდაც უაზრო სიტყვების თქმა, მაგრამ ვერასდროს ვახერხებდი ამას და ვერც ვერასდროს ვქენი.დედაჩემი კი, ეჰ დედაჩემი ყველაზე მეტად ღამე მეცოდებოდა, როცა გვეძინა, - უფრო ზუსტად როცა ეგონა რომ გვეძინა და სლუკუნებდა ჩუმად, დამნაშევესავით და ამ დროს ვიზრდებოდი მეც, პატარა ვიყავი, ძალიან პატარა მაგრამ ყოვლეღამე ვიზრდებოდი, დიდი ვხდებოდი..
დედა რომ ტიროდა მე ვდგებოდი, ვიყურებოდი ფანჯრიდან და ვლაპარაკობდი, ჩემთვის, შეშლილივით.ხან ჩემს თავს ვსაყვედურობდი, ხან კი ღმერთს და ვისროდი სიტყვებს, დაუფიქრებელსა და შეუცნობელს.
ბავშვობა დიდობით დაიწყო და ახლა, როცა საკუთარი თავს სარკეში ვხედავ, ვხვდები რომ წლებმა კი არა, საკუთარ საწოლში, დედაჩემის ტირილის მოსმენის ხმამ გამზარდა და დამავაჟკაცა - მითხრა და ამღვრეული თვალებით შემომხედა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს