 | ავტორი: ნიკოლასი ჟანრი: პოეზია 26 მარტი, 2019 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
სიკვდილს სიცოცხლეს უბრუნებს ტანგო, მკაცრი თითები ეშვება მდორედ, შენს თვალებს ვპარავ გრძნობებს და რითმას, ასე მარტივად, ასეა სწორედ. ეს მელოდია სიტყვებს სხეულის შეინარჩუნებს, კვლავ გაზრდის პულსაც, როგორი სითბო სცოდნია ზამთარს, როგორი სითბო სცოდნია გულსაც. წუთები გადის მუსიკა წყდება, თუმც ჯაჭვი არის ურთიერთ შორის და ამის მერე წუწუნებს კიდევ ნიჭი არ აქვსო კუბიდონს სროლის. უბრალოდ ასე მთავრდება ბოლოს, ცეკვა სრულდება,ნიღბებიც ქრება, ლექსებს დავუწერ,ის გაიცინებს, მაინც ჰორიზონტს იქით გაქრება. სიკვდილს სიცოცხლეს უბრუნებს ტანგო, მკაცრი თითები ეშვება მდორედ, შენს თვალებს ვპარავ გრძნობებს და რითმას, ასე მარტივად, ასეა სწორედ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. თითქოს , ტანგოს მელოდია არ ჰქონდა ლექსს .
უნიჭო კუ-პ-იდონი :)
თითქოს , ტანგოს მელოდია არ ჰქონდა ლექსს .
უნიჭო კუ-პ-იდონი :)
1. ტანგო რომ სიკვდილს სიცოცხლეს უბრუნებს ტანგოს კარგი ამოხსნაა. მე ისევ ტექნიკას გიწუნებთ, განსაკუთრებით მ განწყობით რომ დარწმუნებული ვარ უკეთესად შეგიძლიათ. იგრძნობა ტქვენს ნაწერებში. მელოდიურია და ეწყობა კიდეც ტანგოს. ტანგო რომ სიკვდილს სიცოცხლეს უბრუნებს ტანგოს კარგი ამოხსნაა. მე ისევ ტექნიკას გიწუნებთ, განსაკუთრებით მ განწყობით რომ დარწმუნებული ვარ უკეთესად შეგიძლიათ. იგრძნობა ტქვენს ნაწერებში. მელოდიურია და ეწყობა კიდეც ტანგოს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|