ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლასი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2019


გაცრეცილი მანტო

ვარსკვლავებით მოჭედილი ცაც კი,
მეზიზღება უშენობით მარტოს,
ყველა უჯრედს გაჩუქებდი რაც კი,
გადაურჩა ამ გაცრეცილ მანტოს.
სადღაც ხიდთან გაანათებს მთვარე,
დილა მაინც დაუბრუნებს დაკარგულს,
ზამთრად ცოტა გეძნელება გიყვარდე
და მეც მშვიდად ველოდები გაზაფხულს.
ალბათ მაინც გამიტაცებს თბილისი,
შენ კი ცდილობ მოგატყუოს პარიზმა,
სიკეთით და სიყვარულით ასხივებ,
მე კი შემრჩა მარტოოდენ ქარიზმა.
უსასრულოდ რთული არის გვიყვარდეს,
მე კი ამას შენთვის შევძლებ მარტო,
შენ თუ ჩემი სიყვარული გაბედე,
დაგვიფარავს ჩემი თბილი მანტო.
ვარსკვლავებით მოჭედილი ცაც კი,
მეზიზღება უშენობით მარტოს,
ყველა უჯრედს გაჩუქებდი რაც კი,
გადაურჩა ამ გაცრეცილ მანტოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები