ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰერ/ცოგი
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2019


*****

ღამეა თან ყველა ღამის სიშავეზე შავი..
უმოწყალო,მოქუშული, გადაღლილი, მკვდარი..
ასეთ ბნელში ანგელოზის ფრთებიც ვეღარ ნათობს,
ვისთან მოვლენ ავაზაკთან ? მათ სიცივე ათოვთ.
ალბათ ერთხელ მოერევა მის სულს, როკვით სავსეს...
გადააგდებს, გახედნის და აღარ მისცემს სვავებს.
თორემ ისევ  დაიღლება , გაყუჩდება მალე,
მარტო ერთი შუქი რჩება-ბნელზე ბნელი ღამე...
მინდა მოვკვდე სულ გავთავდე , მივებარო მიწას,
იქიდანაც რომ შევხედო ჩუმად როგორ მძინავს.
თავინახო ვინ დამსტირის , ვყვარებივარ მართლა,
მინდა ჩემი კუბოს ირგვლივ ყვავილების ნახვა.
მინდა ცრემლი ყველა ქალის , ლამაზების,ჩუმის....
ზოგიც ვნება , ზოგიც რწმენა , ზოგიც გემო უმის.
ყველა მინდა იქვე იყოს: ჩემიც ,სხვისიც - მორცხვი
მარტო ერთი იდგეს ახლოს ელვარებდეს კოცნით.
შავს არ იცვამს, რადგან იცის ცრემლი მე არ მინდა
რადგან იცის კუპრის ფერი , მე ღამეც არ მიყვარს.
მერე მივხვდე იქნებ თურმე ,იგი იყო ჩემი ღმერთი
თურმე იგი მწამდა მხოლოდ , თურმე მისით ამდენს ვწერდი.
მაგრამ რა ვქნა ადამი ვარ , ყველა შეცდა , ედემშიც კი
ახლა ჯოჯოს გავუყვები ,გველი მმოსავს ეშმაკივით.
ეჰ, ცეცხლია , უთავბოლო , არა არ წვავს, გდუღრავს ლამის...
ნათელია მოყვითალო , როგორც გრძნობა უცხო ქალის.
სიჩუმეა , ოხვრა, ქშენა ,არსად ისმის ლოცვა , ამინ...
ეჰ დაბნელდა , სიბნელეა , რომ არ მიყვარს ისეთ ღამის .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები