 | ავტორი: ნია მორი ჟანრი: პოეზია 8 თებერვალი, 2009 |
გავცივდი მგონი, შუბლი მიხურს, ყური მიწივის, - დაუნდობელი ქოფაკივით მიყეფს სიცივე.
სახლშიც ასეა – ნესტია და ბჟუტავს ნათურა, დღესაც ტყუილად ვაჩხაკუნე კლავიატურა.
შენ არ მირეკავ, არცერთ “მაილს” აღარ პასუხობ, მე კი რამდენი ეჭვი მიჭერს რკინის მარწუხებს.
ალბათ, იქა ხარ, სადაც თეთრი ალბატროსები ჩრდილებს აფენენ, ვიდრე ზეცა შეიმოსება
ვარსკვლავთმრიცხველის გვირგვინით და ღამის პერანგით, - იქნებ იქა ხარ, სადაც შეცინს, გდანსკს და პალანგას,
ასი კუნძულით შემორაგულს, ბოჭავს ბალტია... ახლა ხომ შუა ზამთარია, განა მარტია,
დაბადების დღე მოგილოცო... (მარტს რა მოუფრენს...) “You have one unread massage”, - მაგრამ... მაინც “open”...
შავი თვალები... ხშირი წვერი... ორი ტორი და... მეჩვენება თუ... შენ მიცქერი მონიტორიდან?!.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|