| ავტორი: გოგლიკო ჟანრი: პოეზია 1 აპრილი, 2019 |
ქალაქი თბილისი. მისამართი უცვლელი... უცვლელია სახეების სხვაობა. უემოციო. გამოხედვა "არარაობა." ნაფურტხალი გზები, დაკვირვება ტრაკზე. უსიყვარულო ზასაობა. უკეთესი იქნებოდა "შკოდების" ტაქსაობა... ფიცი ღმერთის. ადამიანების არაადამიანურობა, ცხოველების ემოციები. გემოვნებით უგემური გემო იების. "შანსონი, ესტრადა," მეტროში ნათენები ღამე, გაცვეილი ბილბორდები, თეთრი ცხელება მიყურებ და გიორდები. მიყრილი არა, ლამაზად მიგდებული ნაგავი, ნარჩენი... "ბოზის შვილი ვიყო" ნაგინები გამჩენი. მდიდარი ეკლესიები, ღარიბი რწმენა, შუბლი, მუცელი, მხრები. გამოფიტულო ! მოკვდები და არც გაიხრწნები.
ყველა წკეპლა უფლის შენზე ახია ქალაქო ყველა მოვლენა, ყველა ტელევიზია გია, მაია, შორენა ! გაკვირდება ღმერთის გარდა ყველა! ითხოვე შველა! ღმერთი შემნდობია. იქნებ გაგიღოს სამოთხის კარი. Knock, knock! Welcome Amigos.
მინდა წამიღოს. მტკვარმა. კანალიზაციის წყალმა. შემომიტრიალდა კარმა, არ მათბობს "კარმა" თბილისო იქნებ შეგცვალოს დასავლურმა ქარმა... (ესეც ნაგავია) და არა ხალხის უღვთო პირჯვარმა... ყველა ფიქრი შენზე რესტორნებში გაიქარვა. სიდიადე შენს მითებში გაიპარა. ჰალსტუხამ კი თავი "გაიპრავა"...
მოკლედ წაბილწეს თბილისი. ეკუთვნით "როვერი" კი არა "ვილისი"... გემო არ ესმით ხილისი, მხოლოდ ადარდებთ ჯიბე... გამძღარი შვილისი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|