ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზის საგალობელი
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2019


  ჩამოტვირთვა

იავნანა ირენისთვის...

ძილი ნებისა! ჩემს თბილ თითებს დაგაწყობ შუბლზე,
მოგივლი, ირენ, თეთრი თოვლის ზღაპარს გიამბობ.
შენ მეტყვი, ალბათ, რომ უძილო ღამეებს ვუძლებთ,
ჰოდა, გავიქცეთ და სირბილით გადავიაროთ

ეს დედამიწა, რომ დაგვემხო თავზე წვიმებად.
ყინვაა ირენ, მეც შენსავით გამიცვდა ფიქრი
და სანამ ბოლო იმედები გადაგვიწყდება,
სანამ ჩვენს სათქმელს უკანასკნელ ლექსებში ვიტყვით,

მოდი, დავხუჭოთ თვალები და ვილაპარაკოთ,
არ შეგვეშინდეს, ფანჯრებს, როცა მოაგნებს ქარი
თოვლმა სხეულზე გადაიცვა მთელი ქალაქი,
ირენ, ნუ ტირი! გამომყევი ცოტა ხნით გარეთ,

რომ ისევ ვიგრძნოთ თებერვალი, როგორც დილემა,
ისხდნენ კუთხეში ცხოვრებაზე მომდურავები,
ჩვენ კი ტკივილი ასე უფრო გვეადვილება,
მომეცი ხელი, გადავკვეთოთ ტროტუარები

უფრო ამაყად, არ შეგვფერის ყოფა ამგვარი...
მერე დავბრუნდეთ ცივ ოთახში, როგორც გიჟები
ირენ, იქ, ისევ გველოდება თოვლის ზღაპარი
და არასოდეს მიგატოვებს, შენთან იქნება

ჩემი თითები, იავნანას გიმღერებ ირენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები