 | ავტორი: მარტინ ჟანრი: პოეზია 25 აპრილი, 2019 |
აღდგომის კვირა. როგორც წესი ვჯდები ვიხსენებ ბავშობას, ვეძებ გაყვითლებულ და ძველ წერილებს, ვწრიალებ, წითელ ღაწვზე თითქოს წვეთი სისველე მიმძიმებს ცოდვებს, მერამდენედ ვერჩადენილებს.
და ასე მძიმედ მიილევა ყოფნა-არყოფნის ჰიპოთეზური ოდისეა მწარე იერით, ვგრძნობ რომ წლებია უმოძრაოს და მხრებჩამოყრილს სიზმარეთიდან მოვლენილი მათვალიერებ.
მერე ხელს იქნევ, მერე ხვდები, მერე მერეა დღეს დღე ებმევა, კვირა კვირას, ხშირად თვეობით, საკუთარ თავში გამომწყვდეულს გული მერევა არამდგრადობით, თამაშგარე მდგომარეობით.
რომ ყაყანებენ რახანია არაფიქრები უსასრულოდ და რას გაუგებ ღამის კიდობანს, აღდგომის კვირაც რა მალეა ,,მერე იქნება'' ამოიძირკვოს ვერნაპოვნი მარადისობა,
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. წინასააღდგომო ფიქრები თუ განსჯანი ლექსად- საკმაოდ კარგ ლექსად, თან .
"ვერჩადენილი ცოდვები და არაფიქრები" საინტერესო კონტექსტში .
ოღონდ "ებმევა" არა, თუ მაინცდამაინც "ებმება" :) და " ბავშვობა".
წინასააღდგომო ფიქრები თუ განსჯანი ლექსად- საკმაოდ კარგ ლექსად, თან .
"ვერჩადენილი ცოდვები და არაფიქრები" საინტერესო კონტექსტში .
ოღონდ "ებმევა" არა, თუ მაინცდამაინც "ებმება" :) და " ბავშვობა".
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|