შემომეჩვია წვიმა, ანდაც მე შევეჩვიე ფანჯრებს მიღმა მოწყენილი ქალაქის კადრებს რა დავუშავე ამ ამინდებს რისთვის მერჩიან, დაწვა სიჩუმე სადღაც, როგორც დაღლილი ქალი
და ერთადერთი ის მამშვიდებს, მოდიხარ როცა ატირებულ სულს სუნთქვით მიშრობ, გარეთ კი ქარი ყველა სართულის აივანზე მოცლილად ცოცავს, მერე შემოდის ჩემს ოთახში და გარეწარი
მოაქვს განწყობა, (მეღიმება) ბავშვივით თავს ვხრი თუ თვალს ვარიდებ აღარც ვიცი, არ ვიყურები იქით, საითაც უძრავად დგას ტკივილის მახრა, სადაც მკრთალდება სიყვარულის ნაფეხურები
და ვგრძნობ მძიმდება ეს სამყარო, გულით რომ დამაქვს რომ იმედები ტკივილებში თითივით მომყვა, უკვე არაფრად აღარ მიღირს წამება, დაღლა, საკუთარ თავსაც ვეღარაფრით ვაჯერებ რომ ხვალ,
გამოსწორდება ყველაფერი, თუგინდაც წვიმდეს რომ საერთოდაც სხვა პლანეტას ვუმზერდი გუშინ ველი და მინდა, დედამიწა ჩემგან წავიდეს რომ სულ სხვა ზეცა ჩამეღვაროს ცარიელ გულში
და ვეთიშები ყოველდღიურ ყოფიერებას, ისე ადვილად, თვითონ მიკვირს საკუთარ თავის, ქუჩაში დგანან თვალდათხრილი ლამპიონები, სადღაც ბავშვები ოცნებების ნაძვისხეს რთავენ,
ჩემს ოთახში კი ლოცვებია, რომლისაც მწამდა ვიხსენებ ღამეს, ცოდვები რომ გადავუთვალე და მინდა ვწერო ყველაფერზე, ტკივილის გარდა თუნდაც მისმენდეს,ერთადერთი ღმერთი, უფალი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|