 | ავტორი: მარტინ ჟანრი: პოეზია 29 აპრილი, 2019 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ოდესღაც ყველაფერი მთავრდება და დაიფარება დიდი ან პატარა ისტორიის ფერფლით. მერე ყველაფერს ეჩვევი, მერე ყველაფერს სწავლობ. მერე ყველაფერი სულერთია, მერე ყველაფერი გიზიდავს, მერე ყველაფერი გჯერა, მერე ყველაფერი ყველაფერია.
,,არაფრის კარგად ბრძანებოდეთ“ ბოდიშის მოხდით ვფიქრობ ადამიანებზე რომლებსაც ღამით დემონები ესიზმრებათ და დემონებზე რომლებსაც ადამიანური სიზმრები ჭამენ.
,,დილამშვიდობისა საქართველოვ“ მე ყველა დედა ვარ რომელსაც შვილი გაქონილმა პოლიციელებმა მოუკლა... მე ყველა პატიმარი ვარ რომელმაც შემთხვევი პორნო ვიდეოს უყურა. მე ყველა სოციალურად დაუცველი მუშაკი ვარ რომელსაც სიკვდილი ელანდება, მე ყველა პოლიტიკოსი ვარ რომელსაც აგინებენ, მე ყველა უმადური ადამიანი რომელიც დაგცინის, მე ყველა დროებითი მართმადიდებელი ვარ რიმელსაც გულში იხუტებ. მე ყველა ღმერთი ვარ რომელისაც სწამთ...
ოდესღაც ყველაფერი მთავრდება, -მე ვცოცხლობ -შენ კვდები -ისინი არსებობენ -მათ სჯერათ, მათსავით არავის სჯერა, რომლებმაც ყველაფრის მიუხედავად იპოვეს ჭეშმარიტება.
,,არაფრის კარგად ბრძანდებოდეთ“ არაკორექტულია ერთ ლექსში ამდენ თემაზე საუბარი, თუმცა ყველა საზღვრის დედასშევეცი რომელიც ლეგალურია. რომელიც დააწესეს პოეზიის დიდმა ბოსებმა, დიდი ბერეტით, კაშნეთი, ალკოჰოლის მყრალი სურნეილით და მსგავსი მოძველებული აღწერილობებით.
,,დილამშვიდობისა საქართველოვ“ მე არასოდეს მომითხოვია სხვა ქვეყნისათვის თავშესაფარი მიუხედავად შენი სიმყრალისა. მე არასოდეს ჩამიშვია მკვლელები და ნარკოდილერები, მიუხედავად ფრხილებში გაყრილი ნემსებისა, მე არასოდეს მიქურდია მიუხედავად აუტანელი შიმშილისა, მე არასოდეს მილოცია მიუხედავად ........ მე არაფერი მომიცია შენთვის არც შენ ბარი-ბარში ვართ.
როდესაც ასე ხშირად ვთვრები ძველ და ნესტიან ვირთხების სოროში, აუტანელი სინანულით მახსენდება ყველა გოგონა რომელსაც გული ვატკინე, ვუყურებ ჩემს ასოს რომელიც აუტანელი სინანულით ოცნებობს მათ საშოებზე.
რამდენი რამ შეიძლება ადამიანმა დაწეროს, რამდენი სისულელე.. აბსოლუტურად გეთანხმები ჩემო სამშობლოვ! შეგიძლია უკან გაითხარო მოჩვენებითი ერთსულოვნება როგორც სააღდგომო საჩუქარი. გთხოვ უარს ნუ მეტყვი ჩემი სიტყვები მიიღე როგორც მარადიული ჭეშმარიტება, როგორც მომავლის ძახილი რომელიც ხელს გიქნევს და გემშვიდობება, ზღვაში გამავალ გემივით რომელსაც დაბრუნება არ უწერია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. "ოდესღაც ყველაფერი მთავრდება" ხანდახან იმედიანადაც კი იკითხება ეს სიტყვები.
არ დაიდარდო. :) "ოდესღაც ყველაფერი მთავრდება" ხანდახან იმედიანადაც კი იკითხება ეს სიტყვები.
არ დაიდარდო. :)
1.
"რამდენი რამ შეიძლება ადამიანმა დაწეროს, რამდენი სისულელე.. აბსოლუტურად გეთანხმები"... მარტინ ! :)
ოღონდ, ყველაფერი პირობითი თუ შედარებითია ამ სამყაროში...
"რამდენი რამ შეიძლება ადამიანმა დაწეროს, რამდენი სისულელე.. აბსოლუტურად გეთანხმები"... მარტინ ! :)
ოღონდ, ყველაფერი პირობითი თუ შედარებითია ამ სამყაროში...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|