ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
25 ივლისი, 2019


ნეტავ ზღაპარ იყო (?!)... (ეტიუდი)

ნეტავ ზღაპარ იყო (?!)... (ეტიუდი)

შენ ხომ გაგზარდა მშობელმა ზღაპრით,
და თვით იჯერე ზღაპრის,
არც კი ფიქრობდი ზღაპრის მიღმა, რომ
იყო სამყარო სხვა თამაშობით!
იყო კუბიკ-რუბიკი
და იყო ციყვი ბამბის
იყო დათვიც მუყაოს
და იქვე პლასტმასის ბარბიც...
თოჯინებითვე ააწყე ცხოვრება
და სათამაშო შალე სახსრებში...
ცხოვრებამ მოგცა წლები სწავლისთვის
და არა ზღაპრისთვის.
ზღაპარ იყო!...
იყო და არის,
არის და იქნება!
იქნება სა(დ)-მარადისოდ, მაგრამ
წამისთვის,
მხოლოდ წამისთვის
ვიდრე წამამდე ან
წამის შემდეგ ან
სინათლის სიჩქარის შემდეგ ან...
ან მანამდე ვიდრე
სინათლე გაჩნდებოდა
და იტყოდა უფალი:
"იყოს ნათელი!"
იყო უფალი,
მაგრამ რისთვის, ვისთვის ან როდის?
სად ის და სად შენ მის შემდეგ?
შემდეგ ვინ ხარ?!
თუ იქამდე ვინ არ იყავი,
ან თუ იყავი რისთის ან ვისთვის?
სად ჩაფერფლე კვალი შენი
და ვის აქექინე ის?
ნაცართა მქექავს თუ
თვით ზღაპრის გმირს
ნაცართ ქექიას თუ
თიკუნად ვინმე ქექიას?
თუ გამოთვალე მომავალი,
შენი წარსული,
ვით ვერ განსაჯე
ის?...
ნუ ქექავ ვინმეს ან
თავს თვისას შენსას,
და ზღაპრის გმირებს არ მისცე
ნება ჩარაზვის -
კარის!
გოჭები ღორები ხდებიან
თუნდ სამი იყოს ან უთვალავი!
ვარსკვლავნი ვის დაუთვლია ცაზე?
ცაც კი არ არის უსულდგმულო ვით ადამიანი!
სად განამრავლა ის ღმერთმა
და რა დაავალა ქმნად მომავლისთვის?
იყო კიდობანი და
იქნება მეორე!...
კიდობანი? -
სადაც გინდათ იქ ჩამოჰკიდეთ
ხურჯინივით,
მაინც მეტად მძიმე იქნება,
ვიდრე არარატის მთებს შორის გაჩხერილი ცოდვა და დიდება!
სად ზღაპარია და სად მშობელი მთხრობელი ზღაპრისა!
ვრცელი ზღაპრის გმირს,
არ აქვს ვრცელი ისტორია, მაგრამ
გმირია!...
და თუ გმირია, მაშ სად იწყება
მისი გმირობა?
აკვნიდან თუ სიკვდილიდან?
დაბადებაო - იტყვიან მავანნი და
იქვე დასძენენ, მის ამირანობას!
მე არ მესმის ამირანის პრომეთეობა და არც თიკუნი მისთვის გამოგონილი, ან თუნდაც ტიპოლოგური აბრსკილი!
ზღაპარიცაა და მითიც ხალხური,
მაგრამ მეტია მხოლოდ სიბრძნე
თქმული ხალხიდან,
მხოლოდ ხალხისთვის!

გიგო რიონელი
2 მაისი 2019 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს