 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 20 მაისი, 2019 |
მე შენზე ფიქრი მანამდე დავიწყე, მანამდე გიგრძენი და მანამდე შეგიყვარე, ვიდრე გიპოვიდი, ვიდრე შეგხედავდი და ვიდრე შენი სუნთქვის, შენი სუნისა და შენი სველი ღიმილისგან გადიდგულებული ცაზე ვარსკვლავთა ნაცვლად ჩემს ვნებებს გამოვკიდებდი... მე შენ აქამდე შეგიყვარე, მერე კი უბრალოდ სული ავიფეთქე შენგან აკრეფილი ნეტარებებისგან, თუკი საერთოდ შეიძლება ამ სასწაულებს უბრალოება ეწოდოთ. მე შენ შეგიყვარე...მართლა მანამდე შეგიყვარე, ვიდრე შენი სიახლოვისგან სამუდამოდ დამცხებოდა. გამოგიგონე, გაგაცოცხლე და ლექსებად დაგწერე, ჩემი კალმის წვერს ამოუშრობ მელნად წაგაცხე და ფრაზებად აგაყვავილე, აგანთე, აგაცისკარე... მერე კი ჩემთან მოსასვლელი ფრთები შეგასხი, ფრენაც გასწავლე და რეალურ ფენიქსად გაქციე კიდეც...გამოგაღვიძე...უხსოვარ დროში ჩაფერფლილი სული ჩემს გასაფერადებლად აღგადგინე, ცოტათი ველურობა ჩაგბერე, ცოტათი სიუხეშე მოგაცხე, ბევრი სიგიჟე და მოუსვენრობაც შეგირიე და ასე ერთი ხელისა და მრავალი თითის მოსმით ჩემი არსების ყველა ნაწილში საგალობელ ლოცვად გადაგანაწილე, შენგან ერთი დიდი ღმერთი შევკარი, ხატად დავისვი და თავი დაუსრულებელ თაყვანისცემას მივეცი... მე შენ გაგაიდეალე...გაგაერთადერთე...გაგაჩემიანე... იმდენად საჩემოდ შეგიყვარე, თავს ვერ ვიმეტებდი უშენო ცხოვრებისთვის, უშენოდ სუნთქვისთვის... უშენო სინათლისთვის(ან კი რა ძალა უნდა ჰქონოდა ასეთ სინათლეს?)... მაშინაც კი, როცა შენს თავს სხვის გვერდით წარმოვიდგენდი, როცა ამ დროს ყოველგვარი ლამაზი და სუფთა გეცლებოდა ჩემი თვალთახედვით, მაინც ვერ გთმობდი და ასეთი უმსგავსოც კი ისევ ისე უღმერთოდ, უსაშველოდ და ჩემდა საზიანოდ მიყვარდი, რომ დასაცემად განწირულ "მე"-ს ხელის შეშველების ნაცვლად იმავე ხელს ვკრავდი, რათა უფრო ღრმად ჩაშვებულიყო შენი არსებობით გაღვივებული ვნებებითა და ემოციებით სავსე ღრმა, საბედისწერო უფსკრულში... მე შენ შეგიყვარე ჩემს დასაცლელად, სხვაგვარად ასავსებლად, არარაობისგან გადასარჩენად და ირეალური სამყაროს შესაქმნელად, სადაც, თუ ბედი გამიღიმებდა მხოლოდ ჩემთვის და შენთვის იქნებოდა ადგილი დაჯავშნილი, მაგრამ... ზოგჯერ ვიწროა სიამოვნება, იმდენად ვიწრო და მარტოსული, რომ... და მე შენ ჩემს დასასჯელადაც შემყვარებიხარ... ასე ყოფილა... ასე გამოვიდა... ჩემსავე შექმნილ იმ სამყაროში ჩემივე ნებით ვაქციე თავი ერთადერთ ტყვე-მდგმურად... ვერ დატეული და გზადაგზა აუკრეფავ ვნებებად მფანტავი სიყვარულით დასეტყვილ ერთადერთ ფსიქოფატ მაცხოვრებლად... ჰო...მე შეშლილი ვარ...გიჟი...მხოლოდ საკუთარი თავის მვნებელი... მე შენ შეგიყვარე და თანვე შევიშალე... ჰო...თავად მინდოდა ასე... თავად მინდოდა მეგრძნო სიგიჟე... მინდოდა... მინდა და მიყვარხარ კიდეც გ ა დ ა რ ე უ ლ ა დ! .. მე შენ შეგიყვარე... მე შენ ჩემეულად შეგიყვარე... მანამდე შეგიყვარე, ვიდრე მზე მართლა ამოვიდოდა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კი კი...ჩვენგან შექმნილი "ის" გვიყვარდება და((( კი კი...ჩვენგან შექმნილი "ის" გვიყვარდება და(((
1. სმწუხაროდ ასე გვიყვრდება ადამიანი კი არა, ჩვენი წარმოდგენა მასზე.. სმწუხაროდ ასე გვიყვრდება ადამიანი კი არა, ჩვენი წარმოდგენა მასზე..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|