 | ავტორი: ჰეტსონ ჟანრი: პოეზია 23 მაისი, 2019 |
შენ, როგორც წესი, წვები ზურგზე, იფარებ საბანს. გადაწევ ფარდას და ფანჯარას შეაღებ ვიდრე, გათენდებოდეს იწყებ ძებნას და ფიქრის საბაბს არ გაძლევს ძილი, წამოდგები, სევდას გადაშლი.
და როგორც წესი, მობილურის აანთებ ეკრანს, და ეძებ იმას, ვინც შენს სიტყვებს შინაარსს მისცემს. ღვივდება შენი მარტოობა ფესვებს ღრმად იდგამს და ნაცრისფერი დგება დილა, უხასიათო.
გადიხარ გარეთ, ქუჩას ერთვის შენი მოწყენა, და გწყდება შვება, გინდა შენთან ვინმე მოვიდეს. ცდა უშედეგო, უბრუნდები საკუთარ ნაჭუჭს, და იმის ნაცვლად კედელს მღვრიე თავი ახალო,
ქმნი ილუზიას თითქოს შენი ცხოვრება ახლა არის მშვიდი და უშფოთველი და დგას ტბასავით. შენი სული კი - ბაყაყების თავშესაფარი ხდება და გჯერა, გადარჩენის ძალა გეყოფა.
და როგორც წესი, წვები ზურგზე, იფარებ საბანს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კარგი ნაწერია++ კარგი ნაწერია++
3. რანაირად ? :დ რანაირად ? :დ
2. ცოტა “ საშინელი “ ლექსია ცოტა “ საშინელი “ ლექსია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|